ფილტვების გაწმენდა მათთვის, ვინც სიგარეტს თავი დაანება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვების გაწმენდა მათთვის, ვინც სიგარეტს თავი დაანება

1.გაწმენდა შვრიით

შვრია, რძესთან ერთად, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ. დაასხით ერთ ჭიქა შვრიის მარცვალს 0,5 ლიტრი ახალი რძე და წამოადუღეთ. დაუწიეთ ცეცხლს და იქამდე ადუღეთ, სანამ რძის ნახევარი არ აორთქლდება. დროდადრო მოურიეთ.

შედეგად უნდა მიიღოთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა ღია ყავისფერი თხიერი ფაფა. მიიღეთ ეს რაოდენობა ერთჯერადად, თბილი, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, ყოველდღე. უკვე 5-7 დღის შემდეგ ფილტვების გასუფთავება დაიწყება, ამ დროს შესაძლოა ხველამ შეგაწუხოთ და მომწვანო-მონაცრისფრო სქელი ნახველიც გაჩნდეს.

2. თავშავას და იის ნაყენი

ამ მცენარეების ნახარში წამწამოვანი ეპითელიუმის სტიმულირებას ახდენს, რომელიც სასუნთქ გზებში გვხვდება. ნახარშის მოსამზადებლად ერთ სუფრის კოვზ სამფერა იას და ერთ სუფრის კოვზ თავშავას დაასხით 0,5 მდუღარე წყალი. შეფუთეთ პირსახოცით და გააჩერეთ ერთი საათით.

მიიღეთ თბილი სახით, დღეში რამდენჯერმე. არ დაუმატოთ შაქარი. თუ ამ ნახარშს რეგულარულად მიიღებთ, ფილტვები მალე გაგისუფთავდებათ, თანაც, არც ხველა შეგაწუხებთ.

3.ინჰალაცია

ინჰალაცია ასევე ერთ-ერთი ეფექტური გზაა სასუნთქი გზების გასაწმენდად. ეს პროცედურა ასე უნდა ჩაიტაროთ:ემალის ქვაბი წყლით გაავსეთ და დადგით ქურაზე. როცა წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ჩაუმატეთ წყალში ერთი ჩაის კოვზი ფიჭვის, მაიორანის ან ევკალიპტის ეთერზეთი. წამოიფარეთ პირსახოცი, დაიხარეთ ქვაბზე და ისუნთქეთ ორთქლი 5-10 წუთით. ისუნთქეთ მხოლოდ პირით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.

4.რძე

რძე ყველაზე ცნობილი საშუალებაა ტოქსინებისგან ფილტვების გასაწმენდად. დალიეთ თბილი რძე ყოველდღე, ძილის წინ. იმისთვის, რომ ეფექტი გააძლიეროთ, გახსენით რძეში ერთი ჩაის კოვზი თაფლი ან ერთი წვეთი წიწვოვანი ეთერზეთი. წაიკითხეთ ვრცლად