რომელი პროდუქტები იცავს მწეველთა ფილტვებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტები იცავს მწეველთა ფილტვებს

ჩატარდა 10-წლიანი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მწეველებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ პომიდორსა და ხილს (კერძოდ ვაშლს), მავნე ჩვევასთან შეჭიდული ფილტვების ფუნქციის დაქვეითება ნაკლებად აღენიშნებოდათ. ამ კვლევის შედეგები მიუთითებს იმას, რომ დასახელებული პროდუქტების ზოგიერთი კომპონენტი აღადგენს თამბაქოს მოწევით დაზიანებულ ფილტვის ქსოვილს.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ზრდასრულებს, რომლებიც დღეში საშუალოდ ორ პომიდორს და სამ ულუფაზე მეტ ახალ (“ცოცხალ”) ხილს მიირთმევდნენ, უფრო ნაკლებად ჰქონდათ ფუნქციადაქვეითებული ფილტვები, ვიდრე მათ, ვინც დღეში საერთოდ არ ჭამდა დასახელებულ პროდუქტებს ან მხოლოდ მცირე რაოდენობით (მაგალითად, ერთ პომიდორს და ერთ ულუფა ხილს დღეში). მკვლევრებმა იმავდროულად შეისწავლეს ჯანმრთელ ფილტვებზე ხილისა და ბოსტნეულის შემცველი კერძებისა და დამუშავებული საკვები პროდუქტების გავლენა (მაგალითად, ტომატის, საწებლისა და სხვა). გაირკვა, რომ დამცავი და ე.წ. აღმდგენი ეფექტი მხოლოდ ახალ (“ცოცხალ”) ხილსა და ბოსტნეულს ჰქონდა. ისიც საყურადღებოა, რომ დამცავი და აღმდგენი ეფექტი განსაკუთრებულად გამოხატული ჰქონდა ვაშლსა და პომიდორს, თანაც არა მხოლოდ იმ პირებთან, რომლებმაც მიატოვეს თამბაქოს მოწევა, არამედ აქტიურ მწეველებთანაც.

“ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაშლითა და პომიდვრით მდიდარი დიეტა მხოლოდ ყოფილ მწეველებთან როდი აღადგენს ფილტვის ფუნქციას, საკვები რაციონის ხილითა და ბოსტნეულით გამდიდრებით აქტიურ მწეველებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ თამბაქოს დამაზიანებელი გავლენა ფილტვის ქსოვილზე” - აცხადებს ვანესა გარსია-ლარსენი, კვლევის მთავარი ავტორი.

მისი ხელმძღვანელობით 2002 წელს 650 მოხალისე მწეველის ფილტვის ფუნქცია და დიეტა შეისწავლეს. განმეორებითი ტესტირება ამ პირებმა 10 წლის შემდეგ გაიარეს. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ გერმანიის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათ მოუწიათ როგორც საკვები რაციონისა და კვების თავისებურებათა შესაფასებელი ტესტების შევსება, ასევე სპირომეტრიული კვლევის ჩატარება და ფილტვების მიერ ჟანგბადის მიღების უნარის შეფასება.

ტესტი მოიცავდა ფილტვის ფუნქციის ორ სტანდარტულ გაზომვას: ამოსუნთქული მოცულობა ერთ წამში (FEV1), რომელიც აჩვენებს რამდენი ჰაერის გამოდევნა შეუძლია ადამიანს თავისი ფილტვებიდან და ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა (FVC) - ჰაერის საერთო მოცულობა, რომელიც ადამიანს შეუძლია ჩაისუნთქოს 6 წამში.

კვლევის დროს გათვალისწინებულ იქნა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ასაკი, სიმაღლე, სქესი, სხეულის მასის ინდექსი (გაცხიმოვნების მაჩვენებელი), სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და ფიზიკური აქტივობა. შედეგებით გაირკვა, რომ ყოფილი მწეველები, რომლებიც იცავდნენ პომიდვრითა და ხილით გაჯერებულ დიეტას 10 წლის განმავლობაში, ამოისუნთქავდნენ საშუალოდ 80 მლ-ით მეტ ჰაერს იმათთან შედარებით, ვინც არ მისდევდა დასახელებულ დიეტას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკვები რაციონის გარკვეულმა კომპონენტებმა აღადგინა მოწევით მიყენებული დაზიანება მათ ორგანიზმში, კერძოდ, ფილტვის ქსოვილში გამოწვეული ცვლილებები.

“ფილტვების ფუნქცია დაახლოებით 30 წლის ასაკიდან იწყებს დაქვეითებას. თანაც განსხვავებული სიჩქარით, იმაზე დამოკიდებულებით, თუ როგორია ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, გარემო ფაქტორები, მემკვიდრეობა და სხვა მრავალი. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ხილითა და ბოსტნეულით მდიდარ დიეტას შეუძლია ამ პროცესის შეფერხება, მეტიც, თამბაქოს მოწევით დაზიანებული ფილტვის ქსოვილის აღდგენა-განახლება. ამგვარად, ახალი ხილითა და ბოსტნეულით დიეტის გაჯერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციაა როგორც ყოფილი, ასევე აქტიური მწეველებისათვის” - აცხადებს გარსია-ლარსენი.

ასე რომ, ყოფილო მწეველებო, გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაცია! აქტიურ მწეველთა საყურადღებოდ კი კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოწევა აზიანებს ფილტვის ქსოვილს, იწვევს ფილტვის კიბოს, ამიტომაც უკუაგდეთ ეს მავნე ჩვევა და ჩაანაცვლეთ ის ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი საკვების მიღებით!