პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენამ შესაძლოა ფილტვების ანთება გამოიწვიოს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენამ შესაძლოა ფილტვების ანთება გამოიწვიოს

პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენამ შესაძლოა ფილტვების ანთება გამოიწვიოს
პირის ღრუს ჰიგიენას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კბილების, არამედ ფილტვების ჯანმრთელობისთვისაც - ამ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები კიუსიუს უნივერსიტეტიდან. მკვლევარებმა, ეპიდემიოლოგ იოშიხისო იამაშიტოს ხელმძღვანელობით, მოახერხეს ელექტრონული ჯაგრისის მოდიფიცირება ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ენიდან ბიომასალის მიღება. აღნიშნული ჯაგრისის დახმარებით კი მეცნიერებმა 70-80 წლის ასაკის 506 ადამიანის პირის ღრუდან აიღეს ნაცხი. ყველა პირი პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევებისათვის იყო მისული მშობლიურ ქალაქ ხისაიამში. ნაცხის ანალიზის შედეგების განხილვითა და ხანდაზმულთა პირის ღრუს მდგომარეობის შესწავლით მეცნიერებმა განსაზღვრეს რომელი მიკრობები და რა სიხშირით გვხვდება პირის ღრუს მიკრობიომში.

აღმოჩნდა, რომ ჭარბობდა ბაქტერიები - Prevotella histicola, Veillonella atypica, Streptococcus salivarius და Streptococcus parasanguinis. საყურადღებოა, რომ ყველა ეს მიკრობი არსებული კვლევებით ასოცირდება პნევმონიით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან. იმ საკვლევ პირებს, რომლებსაც ნაკლები კბილი ჰქონდათ პირის ღრუში, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ კარიესი და კბილებზე არსებული ნადები, შესაბამისად, უფრო მეტი
ბაქტერია ჰქონდათ პირის ღრუში. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ასაკოვნებთან, რომლებიც სათანადოდ ვერ იხეხავდნენ კბილებს, ჭარბობდა სოკო.

როგორც იაპონელი სპეციალისტები აცხადებენ, დასახელებული ბაქტერიების შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, ეს უკანასკნელი კი მეტად საშიშია ასაკოვნებისთვის.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის,
20-01-2020
თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი პირის ღრუსა და კბილები გქონდეთ, ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები
25-09-2019
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც სუნთქვის გაძნელებას იწვევს.
სისხლიანი ხველა და ფილტვიდან სისხლდენა არცთუ იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც გადაუდებელ დახმარებას ითხოვს.
ზამთარი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბრონქული ასთმითა და ზედა სასუნთქი გზებით ქრონიკულად მოავადეებს.
თუ ბრონქიტი ერთხელ დაგემართათ, დიდია ალბათობა, კვლავ დაავადდეთ. მწვავე ბრონქიტი ქრონიკულში რომ არ გადაიზარდოს:
ერთჯერად ხველას, როგორც წესი, ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ ხშირი ხველისას სასწრაფოდ ვეძებთ გამოსავალს
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად