პულმონოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

პულმონოლოგია

მუკოვისციდოზი (იგივე კისტოზური ფიბროზი) არის სისტემური მემკვიდრული დაავადება, რომელიც  განპირობებულია გენური მუტაციით. ის ხასიათდება შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინული ჯირკვლების დაზიანებით, სასუნთქი სისტემის ორგანოთა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  ფუნქციათა მძიმე დარღვევით. ტერმინი მუკოვისციდოზი წარმოდგება ლათინური სიტყვებისაგან “მუცუს” ლორწოს ნიშნავს, “ვისციდუს” კი წებოვანს. დაავადების სახელწოდება აღნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ორგანოს მიერ გამოყოფილი სეკრეტი (ლორწო, ნერწყვი, ოფლი, საჭმლის მომნელებელი წვენი და ა. შ.) მეტისმეტად სქელი და წებოვანია.
ჰაერგამტარი გზები სასუნთქი სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. მათი ფუნქცია მხოლოდ ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მექანიკური გატარება როდია. ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ჰაერის ისეთი სახით მიღება და, მით უმეტეს, აირთა ცვლაში სრულფასოვანი გამოყენება, როგორიც გარემოშია. ამისთვის აუცილებელია, ჰაერს ისეთი თვისებები ჰქონდეს, რომ იგი ორგანიზმისთვის მაქსიმალურად მისაღები გახდეს. სწორედ ჰაერის საჭირო კონდიციამდე მიყვანას ემსახურება სასუნთქი სისტემის ჰაერგამტარი გზები, რომლებიც ჰაერს, ვიდრე იგი ფილტვებამდე მიაღწევდეს, წმენდს, ათბობს და განაიარაღებს. ამრიგად, ბრონქული ხე გარეგან სუნთქვას ახორციელებს. მისი მთავარი ფუნქცია ჩასუნთქული ჰაერის საჭირო კონდიციამდე დამუშავება და ფილტვებამდე ისეთი სახით მიტანაა, როგორიც შინაგან სუნთქვას სჭირდება.
ფილტვის გახეთქვა (ღუპტურა პულმონის), ცხადია, ყოველდღიურ ყოფაში არ გვხვდება, თუმცა კი ზოგიერთი ტრავმული დაზიანების დროს ასეთი რამ მოსალოდნელია. რა კლინიკური ნიშნები იჩენს თავს ამ დროს და როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას, ამის შესახებ თორაკოაბდომინური კლინიკის გულმკერდის ქირურგი კობა კობიძე გვესაუბრება. - ბატონო კობა, როდის არის მოსალოდნელი ფილტვის გახეთქვა?- გულმკერდის ჩვეულებრივი ტრავმის დროს ფილტვის გახეთქვა იშვიათია. პლევრა და ფილტვი უმეტესად სკდება ნეკნების მოტეხილობის დროს. თვით ნეკნების მოტეხილობა, რომელიც ფილტვის ჭრილობას იწვევს, ჩვეულებრივ მძიმე ტრავმის - საავტომობილო კატასტროფის, სიმაღლიდან ვარდნის - შედეგია.
ნაჩვენებია მე-5 გვერ 7 - დან
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად