ბუასილის მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

ბუასილის მკურნალობის მეთოდები

ბუასილის მკურნალობის მეთოდები
ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება აკადემიკოსმა ბურაკოვსკიმ მიანიჭა, რითაც ბატონი დავითი დღემდე ამაყობს. ეს მრავალი წლის წინ იყო - მაშინ, როდესაც ჩვენი რესპონდენტი მოსკოვში მუშაობდა და სისხლძარღვთა ქირურგი გახლდათ. ოცდახუთიოდე წლის წინ ბატონი დავითი საქართველოში დაბრუნდა და დიამეტრულად განსხვავებულ პროფესიაზე - პროქტოლოგიაზე  გადაერთო, თუმცა ბუასილი, რომლის სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებსა და პროფილაქტიკაზე საუბარსაც ახლა ვაპირებთ, სწორედ სისხლძარღვოვანი დაავადებაა.

 

- ბუასილი სწორი ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ამ პათოლოგიის მქონეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, თანაც უმთავრესად შრომისუნარიანი მოსახლეობის ხარჯზე. დასაწყისშივე ვიტყვი, რომ

როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის, ყოველთვის დაძაბულია. უმრავლესობას ის აზრი უტრიალებს თავში, სიმსივნე ხომ არ აქვს. ამას აქვს გამართლება, რადგან სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი, გარდა ბუასილისა, სხვა, საკმაოდ სერიოზული დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს. ამიტომ სისხლის შემჩნევისთანავე ჯობს სასწრაფოდ მიაკითხოთ ექიმს, რადგან დასაწყის სტადიაში თვით
ყველაზე მძიმე დაავადების - სიმსივნის მკურნალობაც კი - არაფერს ვამბობ სხვა დაავადებებზე - საუკეთესო შედეგებს იძლევა. რაც შეეხება ბუასილს, ის სიმსივნედ არ გვარდება, რადგან სიმსივნური უჯრედის გაჩენა-განვითარებისთვის საჭირო ქსოვილები ირგვლივ არ არის. ეს გახლავთ წმინდა წყლის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სისხლძარღვოვანი დაავადება. მისი ლათინური სახელწოდებაც - ვარიცეს ჰემოროიდალის (ქართულად - ჰემოროიდული ვენების ვარიკოზი) - ამაზე მეტყველებს. დაზიანებული ვენა, წესისამებრ, ვერ უზრუნველყოფს არტერიით მოდინებული სისხლის ევაკუაციას; შესაბამისად, ბუასილის კვანძის შიგთავსი - ეს არის ჩაღვრილი, ორგანიზმის მიერ მოხმარებული ჭუჭყიანი ვენური სისხლი. სწორედ ამიტომ იყო, რომ უხსოვარი დროიდან ბუასილის კვანძებს წურბელებით მკურნალობდნენ. წურბელა წოვდა ამ სისხლს და პაციენტი თავს უკეთ გრძნობდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბუასილი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. მის განვითარებაში დიდი როლი აკისრია მემკვიდრეობას. როგორც მოწმენდილ ცაზე არ მოდის წვიმა, ისე სუფთა, ჯანმრთელ ნაწლავზე არ ჩნდება ბუასილი. მისი განვითარების წინაპირობა დაავადებული, დაზიანებული ნაწლავია. თავიდათავი გახლავთ კოლიტი - მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ანთება, დაზიანებული ნაწლავის მიდრეკილება შეკრულობისკენ ან ხშირი დეფეკაციისაკენ. სხვათა შორის, კოლიტი ორი სახისაა: მშრალი და სველი, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ადამიანს ორივე ფორმა ერთდროულად ჰქონდეს: ერთი კვირა შეკრულობა აწუხებდეს, ერთი კვირა - აშლილობა. არსებობს სხვა, დამატებითი მიზეზებიც, რომლებიც აღრმავებენ და ართულებენ ამ დაავადებას. ესენია ცხოვრების წესი, კვება...


- მოდი, თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე შევჩერდეთ.


- ჰემოროიდული დაავადების ისტორიის აღწერისას ყველა სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ ეს არის მაღალი წრის დაავადება. ის ადამიანები, რომლებიც უმეტესად სხედან, დაწყებული მონარქებიდან და მაღალი თანამდებობის პირებიდან, დამთავრებული პედაგოგებით, მძღოლებით, იურისტებით და სხვა, რისკჯგუფში შედიან, ანუ მათ რიცხვში, ვისაც შეიძლება ბუასილი გაუჩნდეს. ეს არის იმ ადამიანების დაავადება, რომლებსაც სანიაზო კერძები უყვართ. გლეხკაცს, მუშას, რომელთაც არ აქვთ საშუალება, ისეთი კერძები მიირთვან, ნაწლავს რომ აღიზიანებს, ბუასილი ძნელად თუ გაუჩნდება. კოლიტიან ნაწლავს არ უყვარს ცივზე, ქვაზე ჯდომა. კოლიტის დროს ლორწოვანი გათხელებულია, სიფრიფანა ქაღალდივით არის, ამიტომ ადვილად ტრავმირდება. შეშუპებული, ანთებადი ნაწლავი აირების დაგროვებისკენ არის მიდრეკილი. აირები ანალური ნაწლავიდან უნდა გამოვიდეს გარეთ, დარტყმის ძალა კი ყველაზე მეტად სწორედ იმ სეგმენტში ლოკალიზდება, სადაც ბუასილის კვანძები ჩნდება.


- ცხოვრების წესის გარდა, კვებაც ახსენეთ.


- კოლიტიანი პაციენტისთვის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს საკვები, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას: ნიორი, კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი, ნიგოზი, ცხარე წიწაკა, აჯიკა, ცხვრის ხორცი და ყველი, ღორის ხორცი და სხვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლიტით ან ბუასილით დაავადებულმა არასდროს მიირთვას ჩამოთვლილი საკვები. უბრალოდ, ნაწლავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. თუ სათანადოდ მოუვლით, კვირაში ერთხელ გოჭის ხორცსაც აიტანს ნაწლავი, ლობიოსაც და სხვა საკვებსაც. ჰემოროიდულ დაავადებას არ უყვარს წითელი ღვინო, არ უყვარს ლუდი, რადგან ეს უკანასკნელი აირების დაგროვებას უწყობს ხელს. საკმაოდ გამაღიზიანებელია ღომიც.  ღომის მოყვარულებთან ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ის არ ანაყრებს, მხოლოდ აირებით ბერავს ნაწლავებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, ტუალეტს. ადრე ქაღალდის ნაცვლად ბიდეს უფრო ეტანებოდა ხალხი. ჩაბანილ ადგილს რბილი პირსახოცით იშრობდნენ და ეს გაცილებით უკეთესი იყო. ამ დაავადებას არ უყვარს ზაფხულში ჩახურება, ოფლიანობა, არ უყვარს სინთეტიკური საცვალი. მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ზაფხულობით მოდური სინთეტიკური საცვლების ჩაცმა მაინც არ არის მიზანშეწონილი.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 18-07-2020
aleqsi
დროდადრო მაქვს წვა და ტკივილი ცოტა სისხდენაც და ერთ დგეს ეგრე მერე ერთი კვირის შემდეგ ასე პერიოდულად რამოდენიმე თვეა დამეწყო სისხდენა აგერ ორი კვირია ერთ დგეა მქონდა მერე ერთი კვირის შემდეგ
თარიღი : 29-05-2019
mari
es romeli proqtologia? vinc pasuxebs scems da sadaa, romel klinikashia?
თარიღი : 09-01-2019
ეთო
უზნაძე -მჯედლიშვილის მალამო #1 და ანესტეზოლის სანთელი .ელენა თქვენს მდომარეობაში მეც ვიყავი..მშობიარობის შემდეგ დამემართა ბუასილი..უკვე რომ ვეღარ გაუძელი ტკივილს და წვას მეტი გზა არ მქონდა და წავედი ექიმთან..ეს მალამო და სანთელი ვიხმარე და 2დღეში დამავიწყდა ტკივილიც და წვაც...
თარიღი : 10-11-2018
mako
maqvs wva da tkivili muclis qvemot nawlavebis da welis, icis buasilma aseti tkivili, idev zogjer ukan tani mebereba, kuchis moqmedebis dros, swor nawlavi i ar mivardeba, ukan tani mibrundeba cota, ras mirchevt, eqimtan xshirad davdivar magram yovelwuts eqimtan siarulma damgala patara rameze
თარიღი : 19-07-2018
ლეო
Mzia რომელი მუმია კურნავს ზუსტად დაწერეთ
თარიღი : 23-04-2018
ელენა
ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. მაქვს წვა და ტკივილი. სიარულიც მიჭირს ჯდომაც და წოლაც. ტკივილს ვეღარ ვუძლებ. ოპერაცია არ მინდა. პროქტოლოგთან მრცხვენია და ვერ მივალ. მასწავლეთ რამე
თარიღი : 15-03-2018
ექიმი პროქტოლოგი
მიმართეთ ექიმს. ბუასილი სირცხვილი არარის მეგობრებო. მანამდე კი გირჩევთ რელიფი (ედვანსი) სანთლის გამოყენებას სწორ ნაწლავში. დილა საღამოს. პარალელურად შეგიძლიათ გამოიყენოთ რელიფის მალამოც. ძალიან ეფექტური პრეპარატია. ჯანმრთელობას გისურვებთ.
თარიღი : 30-10-2017
saba
buasili maqvs momkla kaci ver davdivar ver vjdebi da vapshe mtkiva amgrad verc gavdivar mitxarit rame eeeeeeeeeeeeeeee
თარიღი : 15-04-2017
ლია
რომელ ექიმს მირჩევთ
თარიღი : 14-02-2017
mzia
ბუასილს კურნავს მუმია.იყიდება აფთიაქში.გააკეთეთ ტამპონები გაიკეთეთ ძილის წინ
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰემოროდიული დაავადების მასიურად გავრცელება უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვლილმა ცხოვრების სტილმა განაპირობა.
ყოველ მესამე ადამიანს ცხოვრების მანძილზე ბუასილის ერთი ეპიზოდი მაინც აქვს გადატანილი.
სწორი ნაწლავის პოლიპი სწორი ნაწლავის პოლიპები კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნებია. ისინი სწორი ნაწლავის კედლიდან მის სანათურში იზრდება.
ჰემოროიდული დაავადება, ანუ ბუასილი, ზრდასრულ პოპულაციაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა:
ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საგრძნობლადაა გაზრდილი სწორი ნაწლავის სიმსივნის შემთხვევები, რასაც 2018 წლის
პროქტოლოგიური დაავადებები დიდი უსიამოვნების მომტანია, ხშირ შემთხვევებში ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად