"უხერხული" პრობლემები, რომლებიც სწორ ნაწლავს შეიძლება დაემართოს - რექტალური პროლაბსი და განავლის შეუკავებლობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"უხერხული" პრობლემები, რომლებიც სწორ ნაწლავს შეიძლება დაემართოს - რექტალური პროლაბსი და განავლის შეუკავებლობა

რექტალური პროლაბსი არის მდგომარეობა, როცა სწორი ნაწლავის ქსოვილები ანალური ხვრელის გარეთ აღმოჩნდება.


პროლაბსი შეიძლება იყოს დროებითიც - ამ შემთხვევაში სწორი ნაწლავის ქსოვილების ნორმალური მდგომარეობა აღდგება - და მუდმივიც.

რექტალური პროლაბსის დროს ხდება განავლის ან ლორწოს მუდმივი გამოყოფა.

რა იწვევს პროლაბსს?

ძალიან ხშირად რექტალური პროლაბსის მიზეზია დეფეკაციის დროს ტუალეტში ხანგრძლივად ჯდომის უცნაური ჩვევა.

არსებობს პროლაბსისადმი გარკვეული გენეტიკური მიდრეკილებაც.

პროლაბსს ხელს უწყობს მენჯის კუნთების სისუსტე ან ანალური სფინქტერის (მომჭერი კუნთი) დასუსტება. რიგ შემთხვევაში - ნევროლოგიური დაავადებებიც.

როგორ მკურნალობენ პროლაბსს?

რექტალური პროლაბსის დროს უმეტესად ოპერაციული მკურნალობაა აუცილებელი, ამიტომ, ისევე როგორც სწორი ნაწლავის სხვა დაავადებების დროს, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ბოჭკოთი მდიდარი საკვების მიღება, რაც ნაწლავების ნორმალური მოქმედების საწინდარია

განავლის შეუკავებლობა

რა არის განავლის შეუკავებლობა?

განავლის შეუკავებლობა არის განავლის უეცარი, უნებლიე გამოყოფა, რომლის შეკავებაც ადამიანს არ შეუძლია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ზურგის ტრავმა, სწორი ნაწლავის სფინქტერის (მომჭერი კუნთის) ტრავმული დაზიანება, დაზიანება ქირურგიული ჩარევისა თუ სამშობიარო ტრავმის დროს, ასევე - ზოგადი დაავადება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან გაფანტული სკლეროზი.

როგორია კვლევის ტაქტიკა განავლის შეუკავებლობისას?

უპირველეს ყოვლისა, ექიმი ათვალიერებს ანორექტალურ არეს, რათა გამორიცხოს ნაწიბური, ფისტულა და სწორი ნაწლავის პროლაბსი. სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევით ფასდება მომჭერი კუნთის ტონუსი, გამოირიცხება მოცულობითი წარმონაქმნების არსებობა. გარდა ამისა, ტარდება რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები.

როგორ მკურნალობენ განავლის შეუკავებლობას?

განავლის შეუკავებლობის მკურნალობა გულისხმობს დიეტურ კვებას, მედიკამენტურ მკურნალობას, ქირურგიულ მკურნალობას. უნდა ვერიდოთ საკვებს, რომელიც იწვევს აირთა წარმოქმნას, შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი), ფრუქტოზას ან სორბიტოლს. რეკომენდებულია ბოჭკოთი მდიდარი საკვები. კარგია მენჯის კუნთების სპეციალური ვარჯიშები, რომელიც მათ ტონუსს აძლიერებს.

დაგვეხმარება თუ არა ქირურგიული მკურნალობა?

როცა განავლის შეუკავებლობის მიზეზი სწორი ნაწლავის პროლაბსი ანუ გამოვარდნაა, ქირურგიული ჩარევა მკურნალობის არჩევითი მეთოდია. სამეანო ან სხვა ტრავმის შემთხვევაში აუცილებელია დეფექტის ქირურგიული აღდგენა.

წაიკითხეთ სრულად