/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პროქტოლოგია

როგორი უნდა იყოს კვების რაციონი ბუასილის დროს და როგორ ხდება დაავადების მკურნალობა?

ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება აკადემიკოსმა ბურაკოვსკიმ მიანიჭა, რითაც ბატონი დავითი დღემდე ამაყობს.

ბუასილი სწორი ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ამ პათოლოგიის მქონეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, თანაც უმთავრესად შრომისუნარიანი მოსახლეობის ხარჯზე.

კოლიტიანი პაციენტისთვის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს საკვები, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას: ნიორი, კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი, ნიგოზი, ცხარე წიწაკა, აჯიკა, ცხვრის ხორცი და ყველი, ღორის ხორცი და სხვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლიტით ან ბუასილით დაავადებულმა არასდროს მიირთვას ჩამოთვლილი საკვები. უბრალოდ, ნაწლავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. თუ სათანადოდ მოუვლით, კვირაში ერთხელ გოჭის ხორცსაც აიტანს ნაწლავი, ლობიოსაც და სხვა საკვებსაც. ჰემოროიდულ დაავადებას არ უყვარს წითელი ღვინო, არ უყვარს ლუდი, რადგან ეს უკანასკნელი აირების დაგროვებას უწყობს ხელს. საკმაოდ გამაღიზიანებელია ღომიც.

ღომის მოყვარულებთან ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ის არ ანაყრებს, მხოლოდ აირებით ბერავს ნაწლავებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, ტუალეტს. ადრე ქაღალდის ნაცვლად ბიდეს უფრო ეტანებოდა ხალხი. ჩაბანილ ადგილს რბილი პირსახოცით იშრობდნენ და ეს გაცილებით უკეთესი იყო. ამ დაავადებას არ უყვარს ზაფხულში ჩახურება, ოფლიანობა, არ უყვარს სინთეტიკური საცვალი. მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ზაფხულობით მოდური სინთეტიკური საცვლების ჩაცმა მაინც არ არის მიზანშეწონილი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რა კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს ბუასილს?

- როდესაც ადამიანს შეაწუხებს დისკომფორტი, აირების დაგროვება, მუცლის პერიოდული შებერვა, ნელ-ნელა ამას დაემატება პერიოდული ტკივილები დეფეკაციის შემდეგ, წვა ანალური არხის გამოსასვლელში, - ბუასილის არსებობა უნდა ვივარაუდოთ. ჩამოთვლილი სიმპტომები პირველი და მეორე ხარისხის ბუასილის დროს შეინიშნება. მეორე ხარისხის ბუასილის დროს შესაძლოა ქაღალდზე სისხლიანი გამონადენიც შევნიშნოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი ასეთი მდგომარეობაა, დეფეკაციისას, თუ მასა მყარია გასუფთავებისას ქაღალდზე ვნახულობ მცირე რაოდენობით სისხლს. თითქოს კანი მეფხაჭნებაო ასეთი შეგრძნება მაქვს. მხოლოდ პირველი გასუფთავებისას, შემდეგ აღარ. ანუ დიდი რაოდენობით არა სისხლი. საცვალზე გამონადენი საერთოდ არაა არც დღის არცერთმონაკვეთში. არც მუდმივი ტკივილი ან სერიოზული დისკომფორტი არ მაქვს. მხოლოდ მყარი მასის გამოსვლას მოყვება მცირე სისხლი და გაფხაჭნის შეგრძნება. დაახლოებით 2 კვირაა ასეა. როგორ უნდა მოვიქცე რომ ეს დისკომფორტი აღმოვფხვრა? მადლობა!</p>

როდესაც ყველა ეს სიმპტომი უკვე შეინიშნება, არ უნდა ველოდოთ პრობლემის უფრო მეტად გაღრმავებას, - დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. ექიმთან დროულად მისვლა მკურნალობას 50%-ით აადვილებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ექიმთან მისვლას დაავადების "უხერხული" ბუნების გამო აყოვნებს. განსაკუთრებით უჭირთ მანდილოსნებს. ქალებს საკმაოდ ხშირად უჩნდებათ ან უღიზიანდებათ ბუასილი ორსულობის, მშობიარობის დროს. ორსულობის შემდგომი ბუასილიც არსებობს. ბევრი, ოღონდ კი პროქტოლოგთან მისვლას აარიდოს თავი, მიდის თერაპევტთან, გასტროენტეროლოგთან... კიდევ ერთხელ გავიმეორებ: როდესაც ბუასილის სიმპომები გაწუხებთ, უნდა მიბრძანდეთ პროქტოლოგთან. თუ მსხვილ და სწორ ნაწლავს მოუვლით, მთელ ცხოვრებას კომფორტულად გაატარებთ; თუ არ მოუვლით, ძალიან გაწვალდებით.

- სიმპტომებზე ვსაუბრობდით... ტკივილი თუ ახასიათებს ბუასილს?

- ბუასილი ტკივილით არ იწყება, მაგრამ მომდევნო სტადიებზე ის მაინც იჩენს თავს. განასხვავებენ ბუასილის ოთხ ხარისხს: პირველს, მეორეს, მესამე "ა-სა" და "ბ-ს" და მეოთხეს. პირველი ხარისხის ბუასილი - ეს საწყისი ფაზაა, როდესაც თავს იჩენს სიმპტომები, რომელთა შესახებ ზემოთ მოგახსენეთ: აირების დაგროვება, მუცლის შებერვა, დისკომფორტი კუჭის მოქმედების დროს. ბუასილის კვანძები ამ დროს კლასიკურად არ არის ჩამოყალიბებული. მეორე ხარისხის დროს ამ სიმპტომების ინტენსივობა იმატებს, აღმოცენდება წვა ანალური არხის გამოსასვლელში, ტკივილი, იშვიათად ქაღალზე შეიძლება სისხლის კვალიც დარჩეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არტერიულ-ვენურ-კავერნოზული ქსოვილი დეფიციტურია.

სისხლი არტერიით მიედინება, ვენა კი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მის გადინებას. ამ სტადიაში ფორმირდება და თვალითაც შესამჩნევი ხდება ბუასილის კვანძები. ბუასილს ერთი თავისებურება ახასიათებს: გარედან შესაძლოა არაფერი ჩანდეს, მაგრამ თითით გასინჯვისას ან რექტალური სარკის ჩადგმის შემდეგ აღმოვაჩენთ შიგნითა კვანძებს, რომლებიც შესაძლოა სისხლმდინარიც კი იყოს. ზოგიერთ პაციენტს უკვე გარეთა კვანძებიც ეტყობა, რომლებიც აუცილებლად გრძელდება შიგნით. როდესაც კვანძები გარეთ გამოდის და შესამჩნევია, მესამე ხარისხის ბუასილზე ლაპარაკობენ.

მას ორი სტადია აქვს. ა სტადიაა, როცა შიგნითა კვანძი გარეთ გამოდის, მაგრამ თავისთავად ბრუნდება უკან, - ესე იგი, მას საკუთარი ელასტიკურობა ჯერ არ დაუკარგავს. ბ სტადიაში შიგნითა კვანძი გამოდის გარეთ, მაგრამ თავისით ვეღარ ბრუნდება უკან და პაციენტს მათი ხელით შებრუნება უწევს. მეოთხე სტადია - ეს უკვე შიგნითა და გარეთა კვანძების გამოხატული თრომბოზი და ფლებიტია. ამ დროს შიგნითა კვანძები გარეთ გამოდის და იჭედება. ამ სტადიაში უკვე ყველა მიდის ექიმთან.

- როგორ მკურნალობენ ბუასილს?

- ბუასილის მკურნალობა შეიძლება როგორც კონსერვატიული მეთოდებით, ისე ოპერაციული გზით. მე, პირადად, მწვავე ბუასილის დროს ვცდილობ, ოპერაცია გადავდო, ვუნიშნავ კონსერვატიულ მკურნალობას. ეს იმიტომ, რომ როცა მდგომარეობა გამწვავებულია, დაზიანებულ და ჯანსაღ ქსოვილებს შორის ზღვარი იშლება. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია. ასე მასწავლა ჩემმა მასწავლებელმა, ჩემმა ბიძამ, პროფესორმა რევაზ იაშვილმა, რომელიც თავად დიდი რიჟიხის მოსწავლე გახლდათ და რომელმაც დაუდო სათავე პროქტოლოგიას საქართველოში.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (4)
Levani
რაუნდა ვჭამოთ ანუ კვებითი რაციონი თუშეიძლება რომ მითხრათ&#128591;&#127995;&#128591;&#127995;
თარიღი : 07-07-2024
Natia
Gamarjobat tkovili imdenat ar maqvs maqvs sisxl dena ganavaltan ertat xan mis shemdeg da aucilwbelia eqimtan miavlaa tu saxlis pirobebshic sheicleba mkurnaoba madloba
თარიღი : 17-04-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სწორი ნაწლავის პათოლოგიები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

"მკურნალის" სტუმარია გელა მუხაშავრიას პროქტოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკა „ინოვას“ ექიმი-პროქტოლოგი გია მუხაშავრია.
სრულად
სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური პათოლოგიები

მსხვილი ნაწლავის (იგივე კოლორექტული) კიბო აერთიანებს ონკოლოგიურ პათოლოგიებს, რომელთა დროსაც ავთვისებიანი წარმონაქმნები ფორმირდება ნაწლავის დისტალური ნაწილის ლორწოვანი გარსიდან (ბრმა ნაწლავიდან, მსხვილი, სიგმოიდური და სწორი ნაწლავიდან).
სრულად
ანალური ნაპრალის წარმოშობის მთავარ მიზეზად ანალური არხის ლორწოვანი გარსის მკვრივი განავლოვანი მასებით დაზიანებას მიიჩნევენ

ანალური ნაპრალი უმეტესად ანალური არხის უკანა კედელზე წარმოიქმნება.
სრულად
სწორი ნაწლავის და კუდუსუნის ძვლის ტკივილი - ყითის ამწევი კუნთის სინდრომი

ყითის ამწევი კუნთის სინდრომი არის სპორადიული ტკივილი სწორ ნაწლავში, რომელიც გამოწვეულია ანუსთან მდებარე კუნთის სპაზმით (ყითის ამწევი კუნთი).
სრულად
ერექციული დისფუქცია - საკვები პროდუქტები, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ

რა მივირთვათ?
სრულად
ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ყოველდღიურ ცხოვრებაში არავინაა დაზღვეული ტუალეტის ქაღალდზე, განავლოვან მასაში თუ მის ზედაპირზე სისხლის ნაკვალევის შემჩნევისგან.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორი უნდა იყოს კვების რაციონი ბუასილის დროს და როგორ ხდება დაავადების მკურნალობა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები