5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ ჰემოროიდული დაავადებისკენ გაქვთ მიდრეკილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ ჰემოროიდული დაავადებისკენ გაქვთ მიდრეკილება

საოფისე სამსახურების რაოდენობის ზრდა, არაჯანსაღი კვების პოპულარობა, ჭარბწონიანობის პრობლემების შესამჩნევი მატება – ეს ნაწილია იმ ფაქტორებისა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია და ჰემოროიდული დაავადების შემთხვევების ზრდას იწვევს. ეს საკმაოდ დელიკატური პრობლემა ხშირ შემთხვევაში უხერხულობას იწვევს და ადამიანები თვითმკურნალობას არჩევენ ხოლმე. ეს კი მათი მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომაა. ჰემოროდიული დაავადებების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკაც.

არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც უნდა იცოდეთ და დაიცვათ, რომ ჰემოროდიულმა დაავადებამ არ შეგაწუხოთ, განსაკუთრებით კი, თუ ზემოთდასახელებული რომელიმე რისკფაქტორის წინაშე დგახართ.

თვითმკურნალობა

არასდროს დაგავიწყდეთ, რომ თვითმკურნალობა ჰემოროიდული დაავადების არსებობს ყველა ეტაპზე დიდი შეცდომაა. ამ დროს არ გამოიყენოთ ნებისმიერი ჰემოროიდული სანთლები, რომლებიც დღეს ბაზარზე ფართოდ ხელმისაწვდომია და ექიმის დანიშნულების გარეშეც შესაძლებელია შეძენა. მათი უმეტესობა შეიცავს ანტიბიოტიკსა და ჰორმონს, რაც კონკრეტულ შემთხვევებში ან ხანგრძლივად გამოყენების დროს უსაფრთხო არაა. საჭიროების დროს უპირატესობა მიანიჭეთ სანთლებს, რომელიც სრულად ბუნებრივი ინ-გრედიენტებისგანაა დამზადებული. ასეთია "რეპარონის" სანთელი და მალამო, რომელიც უსაფრთხოა ბუასილის სამკურნალოდ, მათ შორის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ხანგრძლივად გამოყენების დროსაც, რადგან პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ ადგილობრი-ვად. ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული ეს მედიკამენტი ძალიან ეფექტურია და სრულიად არაა საზიანო, ის ძალიან სწრაფად ხსნის ტკივილს, შეშუპებას, დისკომფორტს და ხელს უწყობს კვანძის დაპატარავებას.

ცხოვრების მჯდომარე წესი

ადამიანებს, რომლებსაც მჯდომარე სამსახური აქვთ, ხშირად ჩივიან, რომ ფიზიკურად აქტიურები ვერ არიან. თუმცა ჰემოროდიული დაავადების პრევენციისთვის განსაკუთრებული ფიზიკური აქტივობა არ არის საჭირო. საკმარისია, ორ საათში ერთხელ მაინც ადგეთ, იაროთ 10 წუთი, კუნთები გაააქტიუროთ. სამსახურის შემდეგ კი შედარებით მეტი ისეირნეთ ფეხით. ამ შემთხვევაში ცხოვრების მჯდომარე წესის გამო ჰემოროიდული დაავადების განვითარების შანსს მნიშვნელონად შეამცირებთ.

კვება

ჯანსაღი კვება – ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჰემოროიდული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცხარე, მწარე და მჟავე საკვები, ცომეული, გაზიანი სასმელი, ზედმეტი ტკბილეული, სწრაფი კვების პროდუქტები – თითოეული მათგანი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, შესაბამისად, ჰემოროიდულ დაავადებას იწვევს. მოწესრიგებული კუჭ–ნაწლავის სისტემა და რეგულარული კუჭის მოქმედება მინიმუმამდე ამცირებს ბუასილის გაჩენისა და გართულების შესაძლებლობას. ამისთვის კი საჭიროა დღის განვალობაში უჯრედისით მდიდარი საკვების, ხილის, ბოსტნეულის, მოხარშული ხორცეულის და თევზეულის, რძის ნაწარმის მიღება.

დღის განმავლობაში მიირთვით რამდენჯერმე და პატარა ულუფებით.

სითხე

ჯანსაღი კვების პარალელურად დიდი მნიშვნელობა აქვს დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობით სითხის მიღებას. საჭირო რაოდენობა კი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია მისი ასაკის, წონის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად. თუმცა, დაახლოებით, ეს არის დღის განმავლობაში 1,5–2 ლ. სითხე. სასურველია, საერთო მოცულობაში ნახევარი მაინც იყოს ჩვეულებრივი წყალი. მოერიდეთ წვენებს, რომელიც ქიმიურ დანამატებს შეიცავს და უპირატესობა მიანიჭეთ ცოცხალი ხილით დამზადებულ წვენებსა და კომპოტებს.

კუჭის მოქმედება

კუჭის მოქმედების დროს მაქსიმალურად მოერიდეთ დაჭიმულობას. ამაში კი თითოეული ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი შეგიწყობთ ხელს. ასევე, დაუშვებელია კუჭის მოქმედებისგან თავის შეკავება, რადგან ეს შეკრულობის პროვოცირებას იწვევს.

mkurnali.ge