რატომ ჩნდება პოლიპები სწორ ნაწლავში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ჩნდება პოლიპები სწორ ნაწლავში

პოლიპი არის წარმონაქმნი, რომელიც ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან ბურთისებრი, სოკოვანი ან ღეროვანი წარმონაქმნის სახით ვითარდება, ფეხზე ან მსხვილ ძირზე (საფუძველზე) იზრდება. პოლიპის ფერი მორუხო-მოწითალოა, ზოგჯერ მუქი წითელი ან მოყვითალო. მისი ზედაპირი ყოველთვის დაფარულია ლორწოთი, კონსისტენცია კი რბილი აქვს. თუ სწორ ნაწლავში რამდენიმე პოლიპია განვითარებული, სწორი ნაწლავის პოლიპოზზე საუბრობენ. პროქტოლოგები პოლიპს კიბოსწინარე პათოლოგიად განიხილავენ. ხანგრძლივად არსებულმა პოლიპმა შესაძლოა ტრანსფორმაცია განიცადოს და ავთვისებიან სიმსივნედ – კოლორექტალურ კიბოდ გარდაიქმნას. სწორი ნაწლავის პოლიპი გვხვდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

პოლიპის განვითარების მიზეზები

სწორი ნაწლავის პოლიპის განვითარების ძირითადი მიზეზი დაუდგენელია. თუმცა, ის კი ცნობილია, რომ პოლიპი არასოდეს წარმოიქმნება ჯანმრთელი (ჯანსაღი) ქსოვილიდან. ქრონიკული ანთებითი პროცესები ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის დაბერება-ცვლილებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების განვითარებისათვის. ხელშემწყობ დაავადებებს შორისაა წყლულოვანი კოლიტი, ენტერიტი, დიზენტერია, მუცლის ტიფი. წყლულოვანი პროქტოსიგმოიდიტი. ის, რომ ლორწოვანი გარსის ჩამოთვლილი პათოლოგიები ნამდვილად არის პოლიპების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი, იმით დასტურდება, რომ დიზენტერიისა და წყლულოვანი კოლიტის განკურნების შემდეგ, როგორც წესი, გამოვლენილი პოლიპოზური წარმონაქმნებიც ქრება. პოლიპების განვითარებას ხშირად ხელს უწყობს შეკრულობისა და ნაწლავის დისკინეზიის არსებობა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბავშვებში პოლიპები სრული ჯანმრთელობის ფონზე ვითარდება. შესაბამისად, არსებობს სხვა თეორიაც, რომ პოლიპები ზოგჯერ გენეტიკურად არის კოდირებული ანუ არსებობს ამ პათოლოგიისადმი მემკვიდრული წინასწარგანწყობა.

როგორ ვლინდება სწორი ნაწლავის პოლიპი

პაციენტთა დიდ ნაწილში სწორი ნაწლავის პოლიპები კლინიკურად არ ვლინდება. მათი აღმოჩენა შემთხვევით ხდება ენდოსკოპიური კვლევისას, რომელსაც სულ სხვა მიზნით იტარებს ადამიანი. პოლიპების 78% 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში აღინიშნება. სწორი ნაწლავის ერთეული პოლიპები შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს კლინიკურად. ანთებითი პროცესის თანდართვა ან კიდევ პოლიპის მთლიანობის დარღვევა ხელს უწყობს ლორწოსა და სისხლის დიდი რაოდენობით გამოყოფას. ამ დროს ფაღარათი ვითარდება ლორწოსა და სისხლის არევით.

გავრცელებული პოლიპოზი ხასიათდება სისხლდენით, ლორწოს გამოყოფით, ფაღარათით, თანდათანობით განვითარებადი სისხლნაკლებობით და ორგანიზმის განლევით. სწორი ნაწლავის გამოსავალთან არსებული პოლიპები, განსაკუთრებით – ფეხზე განთავსებული, შესაძლოა დეფეკაციის დროს გარეთ გამოვარდეს, სისხლმდენი გახდეს და გაიჭედოს სფინქტერში.