ბუასილი, დელიკატური პრობლემა და მისი მკურნალობის გზები – პრაქტიკული რეკომენდაციები ექიმი-პროქტოლოგისგან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

ბუასილი, დელიკატური პრობლემა და მისი მკურნალობის გზები – პრაქტიკული რეკომენდაციები ექიმი-პროქტოლოგისგან

ბუასილი, დელიკატური პრობლემა და მისი მკურნალობის გზები – პრაქტიკული რეკომენდაციები ექიმი-პროქტოლოგისგან
ჰემოროიდული დაავადება, ანუ ბუასილი, ზრდასრულ პოპულაციაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა: ყოველ მესამე ადამიანს ცხოვრების მანძილზე, სულ მცირე, ერთი ეპიზოდი მაინც აქვს გამოცდილი, 40 წელს გადაცილებულ პირებში კი განმეორებითი ეპიზოდების სიხშირე მაღალია. მიუხედავად შემაწუხებელი სიმპტომებისა, პაციენტების დიდი ნაწილი აღნიშნული პრობლემით ექიმთან მიმართვას თავს არიდებს და თვითმკურნალობას მისდევს. ეს კი არასასურველი შედეგების და გართულებების საფუძველი ხდება. თუ როგორ უნდა მოხდეს ბუასილის ამოცნობა და მკურნალობა, ამის შესახებ შპს კლინიკა "ინიციოს" პროქტოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი-პროქტოლოგი ბექა კევლიშვილი გვესაუბრება.

რა არის ბუასილი და რა განაპირობებს
მის განვითარებას?

ბუასილი, ანუ ჰემოროიდული დაავადება, სწორი ნაწლავისა და ანალურ არხში მდებარე ნორმალური ანატომიური სტრუქტურის - ჰემოროიდის (იგივე კავერნული, ანუ მღვიმოვანი სხეულის) დაზიანების შედეგია. მისი დაზიანება გარკვეული არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებამ შეიძლება განაპირობოს, როგორებიც არის ყაბზობა, ფაღარათი, ხშირი ჭინთვა, ორსულობა, არაბალანსირებული კვება, ჯდომითი ხასიათის ცხოვრების წესი,
ანატომიური სტრუქტურების მემკვიდრული თავისებურებები და ა.შ. აღნიშნული გარემოებები ჰემოროიდული სხეულებიდან ვენულებში სისხლის უკუადინების დარღვევას და ჰემოროიდული კვანძების ჩამოყალიბებას იწვევს. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ბუასილის ანატომიურ საფუძველს და შემაწუხებელი სიმპტომების წყაროს.


კერძოდ, რა სიმპტომებით შეიძლება ბუასილის ამოცნობა და გარჩევა სხვა დაავადებებისგან?

ბუასილის უხშირეს გამოვლინებებს უკანა ტანის არეში სისხლდენა, ტკივილი, დისკომფორტი, გამონადენი, ქავილი და შეშუპების ან უცხო სხეულის შეგრძნება წარმოადგენს. სიმპტომები შეიძლება მწვავედ აღმოცენდეს ან ქრონიკულად მიმდინარეობდეს, რაც მეტწილად ჰემოროიდული კვანძის მდებარეობაზეა დამოკიდებული.
სისხლდენა ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო სიმპტომია. ბუასილის დროს სისხლდენას ალისფერი შეფერილობა აქვს, დეფეკაციის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ ვითარდება და ფეკალურ მასებთან შერეული არ არის. პაციენტმა სისხლის წვეთები ტუალეტის ქაღალდზე ან საპირფარეშოში შეიძლება აღმოაჩინოს. ბუასილით გამოწვეული სისხლდენა ინტენსიური არ არის, მაგრამ ხანგრძლივად მიმდინარეობის შემთხვევაში სისხლნაკლებობის, ანუ ანემიის გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც მდგომარეობის უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია.

სისხლდენის არსებობა იმითაც არის საყურადღებო, რომ მისი მიზეზი არა ბუასილი, არამედ სხვა კიდევ უფრო სერიოზული დაავადება, მაგალითად, სიმსივნე შეიძლება იყოს, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. ამრიგად, სისხლდენის აღმოჩენის შემთხვევაში მისი იგნორირება და ექიმთან მიმართვის დაყოვნება ყოვლად დაუშვებელია!
ბუასილის უხშირეს გამოვლინებებს სისხლდენასთან ერთად უკანა ტანის არეში ტკივილი და დისკომფორტიც მიეკუთვნება, რომლებიც ასევე დეფეკაციის აქტთან არის კავშირში. ტკივილი, როგორც წესი, ნაკლებად ინტენსიურია. ძლიერი ტკივილის აღმოცენება კვანძების ანთებაზე, თრომბოზზე ან ჩაჭედვაზე შეიძლება მიანიშნებდეს.

უკანა ტანის არეში უცხო სხეულის შეგრძნება ბუასილის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია. თუმცა კვანძი, რომელიც ხელით ისინჯება, დაავადების მომდევნო ეტაპზე იჩენს თავს. თავდაპირველად კვანძი თვითნებურად ან ხელით ჩასწორებას ექვემდებარება, მოგვიანებით კი ის შეიძლება ჩაიჭედოს კიდევაც, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.

mkurnali.ge

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

ბუასილის, როგორც დროულ დიაგნოსტიკაში, ისე ეფექტურ მკურნალობაში, თავად პაციენტის როლი და პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. სწორედ პაციენტზეა დამოკიდებული, დროულად მიმართოს ექიმს პრობლემის იდენტიფიკაციისთვის და მასზეა დამოკიდებული მკურნალობის ზედმიწევნით შესრულება.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების პირველად აღმოცენების შემთხვევაში ექიმთან მიმართვა აუცილებელია. ყოვლად დაუშვებელია სიმპტომების იგნორირება ან თვითნებური დაუსაბუთებელი მკურნალობის ჩატარება, რაც სამწუხაროდ, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად ხდება. ეს კი ბუასილის გართულების ან სხვა საყურადღებო დაავადების გამორჩენის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

რაც შეეხება უკვე დიაგნოსტირებულ პაციენტებს, მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ბუასილის მკურნალობის ზოგადი რეკომენდაციები ცხოვრების სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და უნდა იცოდნენ იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ პრობლემის გამწვავების შემთხვევაში.

რა არის ის რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ბუასილის მქონე პაციენტებმა?

პირველ რიგში, ბუასილის მქონე პირებისთვის მნიშვნელოვანია იმ რისკ-ფაქტორების მოცილება ან მინიმიზაცია, რაც დაავადების გაღრმავებას და განმეორებით ეპიზოდების განვითარებას უწყობს ხელს. ეს მოიაზრებს კვებისა და ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგებას. კერძოდ, მნიშვნელოვანია:

  • უჯრედისით მდიდარი საკვები პროდუქტების (ხორბლის ქატო, ხილი, ბოსტნეული) მიღება
  • საკმარისი რაოდენობის სითხის (1.5-2 ლ) რეგულარულად მიღება
  • ცხარე, ზედმეტად მარილიანი საკვებისა და ალკოჰოლის შემცირება
  • დეფეკაციის მოწესრიგება (ყოველდღე ერთსა და იმავე დროს)
  • ადგილობრივი ჰიგიენა (თბილი აბაზანები)
  • წონის კორექცია
  • ხანგრძლივად ჯდომის თავიდან აცილება და რეგულარული ზომიერი ფიზიკური აქტივობა

რას მოიაზრებს ბუასილის მკურნალობა და შესაძლებელია თუ არა მისი განკურნება?

ბუასილის მკურნალობის ძირითადი მიზანი არის შემაწუხებელი სიმპტომების მოცილება, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და დაავადების გაღრმავების/განმეორებითი ეპიზოდების თავიდან აცილება. ამისთვის არსებობს მთელი რიგი თერაპიული თუ ქირურგიული მეთოდოლოგია, დაწყებული ადგილობრივი საშუალებებით და დამთავრებული ღია ქირურგიული ოპერაციებით. ბუნებრივია, თითოეულ მეთოდს თავისი ჩვენება გააჩნია და მათი შერჩევა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, სიმძიმის გათვალისწინებით ხდება. თუმცა კონსერვატიულ თერაპიას პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში მივმართავთ ცალკე თუ მინი-ინვაზიურ, ქირურგიულ პროცედურებთან კომბინაციაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება ბუასილის დიაგნოსტიკა, მით უფრო მარტივია მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა გაცილებით იშვიათად ხდება საჭირო.

mkurnali.ge

კონსერვატიული მკურნალობა ადგილობრივი და სისტემური მოქმედების საშუალებებს მოიაზრებს. ადგილობრივი საშუალებები, როგორებიცაა რექტული სანთლები, მალამოები, აბაზანები, დღეს ძალიან ფართოდ გამოიყენება როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე თვითნებურად - პაციენტების მიერ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომების დროებით შემსუბუქებას ემსახურება. ბუასილის ეფექტური მკურნალობა კი აუცილებლად დაავადების პათოლოგიურ მექანიზმებზე სისტემურ ზემოქმედებას საჭიროებს. სწორედ ამგვარ სისტემურ მკურნალობას მიეკუთვნება ვენოტონური პრეპარატები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ ცალკე ან ადგილობრივ საშუალებებთან ერთად ბუასილის მკურნალობისთვის. ვენოტონური პრეპარატების შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ის მტკიცებულებები და რეკომენდაციების დონე, რომლებიც მედიკამენტებს გააჩნია. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩვენს პრაქტიკაში ყველაზე აქტიურად მიკრონიზებულ დაწმენდილ ფლავონოიდურ ფრაქციას ვიყენებთ ფრანგული ორიგინალი ბრენდის - დეტრალექსი 1000 მგ-ის სახით, რომელსაც ყველაზე მაღალი ხარისხის მტკიცებულებები და რეკომენდაცია გააჩნია საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან. დეტრალექსი ბუასილის ძირითად პათოლოგიურ მექანიზმებზე მოქმედებს, აქვს გამორჩეული დამზადების ფორმა და შემადგენლობა. შედეგად, ეფექტურად ხსნის დაავადების შემაწუხებელ სიმპტომებს და ამასთან, ხელს უშლის განმეორებითი ეპიზოდების განვითარებას. მწვავე შეტევების მოსახსნელად ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყენება დეტრალექსის ახალი - 18-ტაბლეტიანი შეფუთვა, რომელიც პრეპარატის ზუსტად საჭირო რაოდენობას მოიცავს კოლოფზე დატანებული დოზირების სქემით, რაც ძალიან უმარტივებს პაციენტებს, ზუსტი სქემით ჩაიტარონ მკურნალობა.

რომ შევაჯამოთ, დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე სასურველია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რათა გამოირიცხოს სიმპტომების გამომწვევი სხვა სერიოზული დაავადებები და თავიდან იქნეს აცილებული ბუასილის გართულებები. ადრეულ ეტაპზე მკურნალობა არის მარტივი და მხოლოდ თერაპიულ საშუალებებს მოიცავს. ჩვენი გამოცდილებით, ადგილობრივი საშუალებებისა და ვენოტონური მედიკამენტის კომბინაცია პაციენტების სრულყოფილი მკურნალობის შესაძლებლობას გვაძლევს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰემოროდიული დაავადების მასიურად გავრცელება უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვლილმა ცხოვრების სტილმა განაპირობა.
ყოველ მესამე ადამიანს ცხოვრების მანძილზე ბუასილის ერთი ეპიზოდი მაინც აქვს გადატანილი.
სწორი ნაწლავის პოლიპი სწორი ნაწლავის პოლიპები კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნებია. ისინი სწორი ნაწლავის კედლიდან მის სანათურში იზრდება.
ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საგრძნობლადაა გაზრდილი სწორი ნაწლავის სიმსივნის შემთხვევები, რასაც 2018 წლის
პროქტოლოგიური დაავადებები დიდი უსიამოვნების მომტანია, ხშირ შემთხვევებში ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს.
ბუასილის დროს სისხლი გუბდება, ჰემოროიდული ვენები ფართოვდება და სწორი ნაწლავის ირგვლივ წარმოქმნის კვანძებს.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად