ბუასილი ინერტული ცხოვრებით გამოწვეული დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბუასილი ინერტული ცხოვრებით გამოწვეული დაავადება

ეს „უხერხული“ დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ნაწლავის დაავადების გამო ექიმთან მიმართვის საერთო რიცხვიდან 40% ჰემოროის უკავშირდება. პროქტოლოგების აზრით, ადამიანების 70%, ადრე თუ გვიან, აწყდება ჰემოროის სიმპტომებს.

სწორი ნაწლავის შიგნითა შრეში ნორმისას არსებობს განსაკუთრებული სისხლძარღვოვანი სტრუქტურები, რომლიდანაც შეიძლება ჩამოყალიბდეს ჰემოროიდული კვანძები. ჰემოროის წარმოქმნის ძირითადი მიზეზი სისხლის მოდინების დარღვევაა.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლძარღვების აგებულების თანდაყოლილი თავისებურება, რომელიც დაავადების განვითარებას ეხმარება.

სწორ ნაწლავში არტერიებით მოწოდებული სისხლი სრულად ვერ გადაედინება ვენებში, სისხლი გუბდება, სისხლძარღვების კედლები ფართოვდება და დეფორმირდება. წარმოიქმნება ჰემოროიდული კვანძები.

რა განაპირობებს დაავადების განვითარებას?

მთავარი მიზეზი სისხლის მოდინების მექანიკური გაძნელებაა, ეს შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ადამიანს მჯდომარე ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, ქრონიკული ყაბზობა აქვს ან მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევა, ალკოჰოლი, ცხარე საკვებიც უარყოფითად მოქმედებს.

ბუასილის სიმპტომები:

  • დეფეკაციისას ალისფერი სისხლი, განავლოვან მასებში სისხლის მინარევი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს სხვა დაავადებები;
  • უკანა ტანის მიდამოს ქავილი, წვა;
  • უკანა ტანში უცხო სხეულის, სიმძიმის შეგრძნება;
  • სწორი ნაწლავიდან კვანძების გამოვარდნა;
  • დეფეკაციის, სიარულის ან ჯდომისას ტკივილი.

ტკივილი ყოველთვის არ ახლავს დაავადებას და ეს სიმპტომი დაავადების შორსწასულობაზე მეტყველებს. კვანძები დიდდება, იჭყლიტება, მასში შეიძლება მოხვდეს ინფექცია, ვითარდება ანთება, საიდანაც აღმოცენდება ტკივილი.

უფრო სერიოზული პათოლოგიის გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს თითით გასინჯვა, რექტომანოსკოპია ან კოლონოსკოპია.

როგორ ვუმკურნალოთ?

ჰიპოკრატეს დროს ჰემოროიდულ კვანძებს გახურებული რკინით წვავდნენ. დღეს მედიცინა უფრო ჰუმანურია. პაციენტებს ენიშნებათ დიეტა - კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად, ალკოჰოლისა და ცხარე პროდუქტების გარეშე. ხმარობენ ვენების მუშაობის მოსაწესრიგებელ პრეპარატებსაც. კონსერვატული მკურნალობის გარდა, არსებობს ბუასილის მკურნალობის ოპერაციული მეთოდები. დაავადების ბოლო სტადიაში, როდესაც აღინიშნება ტკივილი და ჭარბი სისხლდენა, კვანძებს ქირურგიული გზით აშორებენ. ეს დღეისათვის ერთადერთი მეთოდია, რომელიც დაავადების სრულად აღმოფხვრის საშუალებას იძლევა.

ბუასილის პროფილაქტიკა

  • კუჭის მოქმედების მოწესრიგება;
  • სწორი კვება;
  • სპირტიანი სასმელების და ცხარე საკვების მოხმარების შეზღუდვა;
  • დეფეკაციის შემდეგ დაბანა;
  • ფიზიკური ვარჯიში.