როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ სწორი ნაწლავის კიბოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ სწორი ნაწლავის კიბოს

ამერიკის სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. ქალებში ის ძუძუს კიბოს შემდეგ მეორე ადგილზეა, მამაკაცებში კი, ფილტვისა და პროსტატის კიბოს შემდეგ - მესამეზე.

კოლორექტულ სიმსივნეებთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, მსოფლიო მედიცინა მივიდა დასკვნამდე, რომ მკურნალობის პირველ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევაზე ბევრად შედეგიანი სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაციის გამოყენებაა. ამ მეთოდს უპირატესობას ანიჭებს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრიც.

როგორ ამოვიცნოთ სწორი ნაწლავის სიმსივნის სიმპტომები და რატომ არის მისი მკურნალობის სხივური და ქიმიოთერაპიით დაწყება გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანი?

ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ნატალია ჯანყარაშვილი გვესაუბრება.

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის სიმსივნეს და როდის არის აუცილებელი ექიმთან კონსულტაცია?

პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ სისხლიანი ან ლორწოიანი გამონადენი უკანა ტანიდან, ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობა, კუჭის მოქმედების გაძნელება, რასაც პაციენტები ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ. იტარებენ თვითმკურნალობას და დიდი ხნის განმავლობაში არ მიმართავენ ექიმს, რის გამოც დაავადება პროგრესირებს და სიმპტომები მეტად შემაწუხებელი ხდება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ კვლევას, როცა თვითმკურნალობით დაავადების მართვას ვეღარ ახერხებენ. იმატებს სისხლდენა, ტკივილი და შესაძლოა, გაუვალობაც განვითარდეს, რასაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

რომელი კვლევები უტარდება პაციენტს პირველ ეტაპზე და რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს ექიმი მკურნალობის დაგეგმვამდე?

პირველ ეტაპზე ხდება პაციენტის გასინჯვა და სიმსივნის კლინიკურად დადასტურება. სანამ მკურნალობის სტრატეგია დაიგეგმება და ჩამოყალიბდება, აუცილებელია, პაციენტი დეტალურად იქნას გამოკვლეული, რაც გულისხმობს მუცლისა და მენჯის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, გულ-მკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას, კოლონოსკოპიასა და სიმსივნური უბნიდან აღებული უჯრედული მასალის კვლევას, ონკოლოგიური მარკერების განსაზღვრას.

წინასწარ უნდა გავარკვიოთ, ზუსტად რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და როგორია მისი გავრცელება. ამის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა განიხილება კონსილიუმზე, რომელშიც მონაწილეობენ ქირურგი, რადიაციული ონკოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, დიაგნოსტები და ისინი ინდივიდუალურად ურჩევენ პაციენტს მკურნალობის მეთოდს. თუ დადგინდა, რომ დაავადება ადგილობრივი გავრცელებისაა, რაც სწორ ნაწლავში დაავადების არსებობასა და მენჯის ღრუს ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირებას გულისხმობს, ამ შემთხვევაში უფრო ეფექტიანია, მკურნალობა დაიწყოს სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაციით.

რა შემთხვევაშია ქირურგიული ჩარევა გადაუდებელი და ვინ იღებს ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილებას?

ოპერაციული ჩარევით მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება მკურნალობა, თუ სიმსივნური წარმონაქმნები არ სცდება სწორ ნაწლავს, არ აზიანებს მისი კედლის გარეთა შრეს და არის მცირე ზომის. ეს ეხება მხოლოდ თ1, თ2 ტიპის სიმსივნურ დაავადებებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მხოლოდ ქირურგმა, არამედ პაციენტის მდგომარეობა ინდივიდუალურად უნდა გაირჩეს სხივურ და ქიმიოთერაპევტთან ერთად და ამის შემდეგ გადაწყდეს, რა მკურნალობა უნდა შევთავაზოთ პაციენტს.

და თუ სიმსივნე ნაწლავის ყველა შრეს მოიცავს, მიმდებარე ცხიმში ვრცელდება და მით უმეტეს, ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირდება, ამ დროს წამყვანი მეთოდი სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაციით მკურნალობის დაწყებაა. ეს არის წინასაოპერაციო მკურნალობა, რომელიც დაახლოებით 6 კვირამდე გრძელდება.

ქირურგიული ჩარევა გადაუდებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩამოყალიბებულია გაუვალობა. ასეთ დროსაც ქირურგიული ჩარევა გულისხმობს სტომის ფორმირებას, ანუ ნაწლავის მუცელზე გამოტანას.

როგორ მიმდინარეობს სხივური თერაპია და რა სიხშირით ხდება დაზიანებულ უბნებზე დასხივება?

ეს არის ამბულატორიული მკურნალობის მეთოდი. პაციენტი ყოველდღიურად მოდის კლინიკაში, იტარებს დასხივებას და სახლში ბრუნდება. ამავდროულად ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ქიმიოთერაპიულ მედიკამენტს, რომლის მიზანია, გააძლიეროს სხივური თერაპიის მოქმედება სიმსივნურ წარმონაქმნებზე და უფრო ეფექტიანი გახადოს მკურნალობა.

როგორც წესი, აღნიშნული პროცესი პაციენტებისთვის არ არის რთული. ისინი ინარჩუნებენ შრომისუნარიანობას და ცხოვრების ჩვეული რიტმით ცხოვრობენ. დასხივებას ყოველდღიურად დაახლოებით 15 წუთი სჭირდება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად უმტკივნეულოა.

აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები ამ პროცედურებს და რამდენად მარტივად შეიძლება მათი მართვა?

სხივურ თერაპიაში ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა მკურნალობის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენების ალბათობის მკვეთრი შემცირება. ჩვენი სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით. ასე რომ, მკურნალობის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები არ არის ხშირი და თუ მაინც განვითარდა, მსუბუქ ფორმებში ვლინდება და ძირითადად მედიკამენტოზურად მართვადია. შესაძლოა, გამოვლინდეს ფაღარათი, ხშირი შარდვა, წვა შარდვის დროს. რადგან პაციენტს ერთდროულად ორი რთული მეთოდით უტარდება მკურნალობა (სხივური და ქიმიოთერაპია), გვერდითი მოვლენების მართვაში ჩართულია ორივე ექიმი: როგორც სხივური, ისე ქიმიოთერაპევტი.

mkurnali.ge

რა უპირატესობა აქვს მკურნალობის სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაციით დაწყებას, რისგან იცავს ეს პაციენტს?

ათასობით პაციენტზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაციით მკურნალობის დაწყებით იზრდება რადიკალური ოპერაციის ჩატარების ალბათობა, რაც სიმსივნური წარმონაქმნების მაქსიმალურ მოშორებას გულისხმობს; ასევე, მინიმუმამდე ვამცირებთ სწორი ნაწლავის განმეორების რისკს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მცირდება კოლოსტომის, ანუ ოპერაციის დროს ნაწლავის მუცლის წინა კედელზე გამოტანის აუცილებლობა. ეს სამი ფაქტორი არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მკურნალობის პირველ ეტაპზე უნდა მივმართოთ სხივურ და ქიმიოთერაპიას. ასევე, სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინირებული მკურნალობით დაწყების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა დიაგნოზის დასმიდან დაახლოებით 3-4 თვეში იგეგმება. ამ პერიოდში ვაკვირდებით დაავადების მიმდინარეობას, რაც გულისხმობს დაავადების მკურნალობაზე პასუხისა და დაავადების ბიოლოგიური ბუნების შეფასებას. ზოგიერთ პაციენტში მკურნალობის დროს დაავადება პროგრესირებს, ჩნდება ახალი კერები. ასეთ პაციენტებში შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა მკურნალობის ციკლიდან ამოვარდეს და სისტემური მკურნალობით, ანუ ქიმიოთერაპიით ჩანაცვლდეს.

რა პერიოდი სჭირდება და რამდენად იოლია პაციენტისთვის მკურნალობისშემდგომი რეაბილიტაცია?

სხივური და ქიმიოთერაპიული კომბინირებული მკურნალობის შემდეგ პაციენტი დაახლოებით 6 კვირა გადის რეაბილიტაციას. ამ პერიოდში ვნახულობთ შედეგს, ვაკეთებთ საკონტროლო გამოკვლევებს, ვაფასებთ, რამდენად აგრესიულად მიმდინარეობს სიმსივნე, რადგან, როგორც აღვნიშნე, ზოგიერთ შემთხვევაში, თუ მას

აგრესიული მიმდინარეობა აქვს, მენჯის ღრუში მკურნალობის მიუხედავად, ის შესაძლოა, სხვა ადგილზეც გავრცელდეს. მაგალითად, ახალი კერა გაჩნდეს ღვიძლში ან ფილტვში. ამ დროს შეუძლებელია ოპერაციული ჩარევა და პაციენტს გაუგრძელდება სისტემური მკურნალობა, ხოლო თუ ახალი კერები არ წარმოიქმნა და დაავადება უკან იხევს, პაციენტი ემზადება ოპერაციისთვის.

რამდენად ზუსტი და უსაფრთხოა სხივური თერაპიის აპარატურა, რომელსაც თოდუას სამედიცინო ცენტრი იყენებს?

კლინიკა აღჭურვილია ამერიკული მწარმოებელი კომპანია "ვარიანის" თანამედროვე წრფივი ამაჩქარებლებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, სამკურნალო დოზა დასასხივებელ არემდე მივიტანოთ და, ამავდროულად, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანსაღი ქსოვილები. ასეთი ზუსტი დასხივება განაპირობებს მინიმალური გვერდითი მოვლენების ფონზე მაქსიმალური შედეგის მიღწევას. ასევე, დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი - რადიაციული ონკოლოგები, სამედიცინო ფიზიკოსები და რადიაციული თერაპიის ტექნიკოსები მომზადებულები არიან ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში.

თოდუას სამედიცინო ცენტრში დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ტარდება. პაციენტს შეუძლია, ერთ სივრცეში და მოკლე მონაკვეთში ჩაიტაროს ყველა საჭირო კვლევა თუ მკურნალობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რაც, ხშირ შემთხვევაში, მკურნალობას სრულად აფინანსებს.