/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

რა ვქნა, როცა შვილი მიყვირის

რა ვქნა, როცა შვილი მიყვირის
გამაღიზიანებელია, როცა შვილი გიყვირის. ასეთი მომენტისათვის გამოსადეგ რამდენიმე რჩევას გვაძლევენ ფსიქოლოგები:

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

ეცადეთ არ უპასუხოთ ყვირილით ან გაბრაზებით. ღრმად ჩაისუნთქეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

მოუსმინეთ მას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ხანდახან ბავშვები ყვირიან, რადგან გრძნობენ, რომ მათ არ უსმენენ ან არ ესმით მათი. შეეცადეთ მოუსმინოთ, რას ამბობს თქვენი შვილი და დაუსვით კითხვები, რათა გაიგოთ, რას გულისხმობს.

დააწესეთ საზღვრები

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

აუხსენით თქვენს შვილს, რომ ყვირილი არ არის კომუნიკაციის მისაღები საშუალება და რომ თქვენ მისგან პატივისცემით მოპყრობას ითხოვთ.

გამოიყენეთ ე.წ "მე-გამონათქვამები“

იმის ნაცვლად, რომ ბრალი დასდოთ ​​და დაადანაშაულოთ ​​თქვენი შვილი, გამოიყენეთ "მე განცხადებები“ თქვენი გრძნობების გამოსახატავად. მაგალითად, "მე მტკივა, როცა მიყვირი".

შეისვენეთ

თუ სიტუაცია ძალიან დაიძაბა, შეიძლება უმჯობესი იყოს შესვენება. მოგვიანებით დაუბრუნდით მას, როცა ყველა დამშვიდდება.

მიმართეთ ფსიქოლოგს

თუ თქვენი შვილის ემოციური ქცევა გრძელდება და იწვევს მნიშვნელოვან სტრესს ან ზიანს, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალის დახმარებას, რომელიც სპეციალიზირებულია ბავშვთა ქცევასა და ოჯახის მართვაში.

დაიმახსოვრეთ

აღზრდა არ არის მარტივი პროცესი და ნორმალურია რთული მომენტების გადალახვა რომ გიწევთ. მოთმინებით, სწორი კომუნიკაციით და პრობლემების გადასაჭრელად მზადყოფნით, შეგიძლიათ იპოვოთ გზა კონფლიქტების მოსაგვარებლად და გაიუმჯობესოთ ურთიერთობა შვილთან.

კომენტარები (1)
სანდრო
მე მოგიწოდებთ, ბავშვებმა აღგაზრდონ მშობლები!
თარიღი : 07-04-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი: პირველად საქართველოში ჰემოროიდული დაავადების სამკურნალოდ ლაზერულ ოპერაციებს ვნერგავთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი: პირველად საქართველოში ჰემოროიდული დაავადების სამკურნალოდ ლაზერულ ოპერაციებს ვნერგავთ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროქტოლოგიური პრობლემა ჰემოროიდული დაავადებაა, ასევე, საკმაოდ ხშირია პილონიდური სინუსი, იგივე გავა-კუდუსუნის ეპითელიალური გზა, რომელსაც მოსახლეობაში თმის ჩაბრუნებას უწოდებენ.

პირველად საქართველოში, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში პილონიდური სინუსის ლაზერული დესტრუქციის ტექნოლოგია ინერგება. სულ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება მსგავსი ტიპის ლაზერული ოპერაცია და, მათივე კვლევებით, საკმაოდ წარმატებულად.

რა იწვევს ამ დაავადებებს, რამდენად რთულია მისი მკურნალობა და რა პროცედურებს მოიცავს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის პროქტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ერეკლე გრატიაშვილი საუბრობს:

– პროქტოლოგიური პათოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია. ზოგიერთი მათგანი თითქმის თანაბრად გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში, მაგალითად, ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი) თანაბრად არის გავრცელებული ორივე სქესის მოსახლეობაში, პილონიდური სინუსი კი მამაკაცებში 3-ჯერ უფრო მეტი სიხშირითაა წარმოდგენილი.

– რა მეთოდები არსებობს ამ დაავადებების სამკურნალოდ?

– ამ დაავადებების სამკურნალოდ სხვადასხვა სახის მედიკამენტოზური, მინიინვაზიური და ოპერაციული ტექნიკებია შემუშავებული. თუმცა, ქირურგიული ჩარევების დიდი უმრავლესობა საკმაოდ მტკივნეულ და ხანგრძლივ რეაბილიტაციას მოითხოვს. მიმდინარეობს მუშაობა ამ მეთოდების დახვეწაზე, რათა პაციენტს ტკივილები შეუმსუბუქდეს, რეაბილიტაციის ხანგრძლივობა შეუმცირდეს და მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

– რა იწვევს ამ ტიპის დაავადებებს?

– ჰემოროიდული დაავადების გამომწვევი მიზეზი, გარდა გენეტიკური წინასწარგანწყობისა, სხვადასხვა გარეგანი მავნე ფაქტორიცაა. მაგალითად, უმოძრაო ცხოვრების წესი, არარეგულარული კუჭის მოქმედება, ალკოჰოლისა და ცხარე საკვების ჭარბად მიღება, ქალბატონებში ორსულობა, მშობიარობა. დაავადება ვლინდება სისხლდენით დეფეკაციის დროს, დისკომფორტით, ტკივილითა და გამონადენით უკანა ტანის არეში. რაც შეეხება პილონიდურ სინუსს, ის ნაყოფის განვითარების პროცესში კუდუსუნის არეში ყალიბდება კანის წვრილი მილისებრი ჩაღრმავების სახით, ანუ თანდაყოლილი პათოლოგიაა და როგორც წესი, 16 წლის ასაკიდან იწყებს გამოვლენას ტკივილით, შესიებითა და ჩირქოვანი გამონადენით კუდუსუნის არეში.

– რა მეთოდოლოგიით მკურნალობს პაციენტებს განყოფილება, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ?

– ჩვენს განყოფილებაში ჰემოროიდულ დაავადებაზე თითქმის ყველა მინიინვაზიური პროცედურა ტარდება. ამიტომ ყველა სტადიაზე შესაბამისი პროცედურა გვაქვს შერჩეული. ბოლო პერიოდში აქტიურად ვცდილობთ, ლაზერული ოპერაციები დავნერგოთ.

– პროქტოლოგიური პათოლოგიების რომელ შემთხვევებში გამოიყენება ლაზერული ტექნოლოგია?

– ლაზერული ოპერაციები ძირითადად სამი მიმართულებით გამოიყენება: ლაზერული აპარატი შეიქმნა გერმანული კორპორაცია ბიოლიტეკის მიერ. 2006 წლიდან გერმანელმა სპეციალისტებმა შესაბამისი ტექნოლოგია შეიმუშავეს და ამ აპარატის გამოყენება დაიწყეს ჯერ ჰემოროიდული დაავადების დროს, 2010 წლიდან - ანალური ფისტულებისთვის, 2013 წლიდან კი - პილონიდური სინუსის სამკურნალოდ.

– რამდენად ეფექტურია ლაზერული ოპერაციები და რა გამოცდილება არსებობს?

– ლაზერული მკურნალობის მაღალეფექტურობა სხვადასხვა კვლევების მონაცემებით შეგვიძლია დავადასტუროთ. ჰემოროიდული დაავადების დროს ტრადიციულ ქირურგიულ ოპერაციებს ბოლომდე ვერ ანაცვლებს, რადგან მეოთხე სტადიის დროს ნაკლებად ეფექტურია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პათოლოგიის გამოვლენის ადრეულ ეტაპზევე მოგვმართონ. პილონიდურ სინუსზე კი ახლა ვიწყებთ გამოყენებას და, შესაბამისად, გამოცდილების გაზიარება გაგვიჭირდება, თუმცა არსებული კვლევებით საკმაოდ ეფექტურია, მით უმეტეს გაურთულებელ შემთხვევებში.

mkurnali.ge

– როგორია რეაბილიტაციის პროცესი ეპითელიალური ხვრელმილების ლაზერული დესტრუქციის შემდეგ და რამდენად მსუბუქია ის ტრადიციულ ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით?

– პილონიდური სინუსის ქირურგიული მკურნალობა მის ამოკვეთას გულისხმობს ჭრილობის ღიად დატოვებით, ჭრილობის კიდეების ფსკერზე ჩაკერებით ან ჭრილობა სხვადასხვა წესით იკერება. ღია წესით ამოკვეთისას საკმაოდ ფართო ზომის განაკვეთებია, ზოგიერთ შემთხვევაში 3-4 თვემდე გრძელდება შეხორცების

პროცესი. ლაზერული ოპერაციის დროს განაკვეთი, ფაქტობრივად, არ კეთდება, უკვე არსებული ხვრელებიდან შევდივართ ლაზერის ზონდით, რომელიც 360 გრადუსით ასხივებს ლაზერულ ენერგიას და მისი უკუ მიმართულებით გამოტანისას იხურება ფისტულის არხი. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება, მთელი პროცედურის ხანგრძლივობა 5-10 წუთს არ აღემატება და პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე. რეაბილიტაციის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 2-4 კვირას არ აჭარბებს და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

– როგორია პირველადი სიმპტომები?

– ჰემოროიდული დაავადების პირველადი სიმპტომია სისხლი დეფეკაციის დროს, კვანძის გამობერვა, დისკომფორტი, ქავილის შეგრძნება უკანა ტანის არეში. მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებს, შემდეგ უკვე კვანძი იწყებს გამოვარდნას და ბოლო სტადიაში უკან აღარ ბრუნდება. სისხლდენა შეიძლება წლების განმავლობაში ისე გაგრძელდეს, რომ ტკივილი არ აღინიშნებოდეს, რაც ხშირად ხდება დაგვიანებული მომართვის მიზეზი. ბუასილის დროს ტკივილი ვითარდება, თუ ანალური ნაპრალით ან თრომბოზით გართულდა. რაც შეეხება პილონიდურ სინუსს, ის გაურთულებელ შემთხვევაში ადამიანს არ აწუხებს. დაავადება ვლინდება 16 წლის ასაკიდან, როდესაც, ჰორმონული ცვლილებების გამო, ოფლიანობა მატულობს, თმა იზრდება არსებულ ხვრელმილში და ყალიბდება კისტა, რომლის ინფიცირების შემდეგ იწყება ტკივილი და შესიება კუდუსუნის არეში, ტემპერატურული რეაქცია, ჩირქოვანი გამონადენი. პაციენტი ზოგჯერ გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს ჩირქგროვის დრენირების სახით.

– რას ურჩევდით პაციენტებს ასეთი დისკომფორტული დაავადების პრევენციასთან დაკავშირებით?

– ჰემოროიდული დაავადების პრევენცია გულისხმობს უჯრედისით მდიდარი საკვების მიღებას, კუჭის მოქმედების მოწესრიგებას, ფიზიკური აქტიურობის მომატებას, ჰიგიენის დაცვას და სპეციალისტთან კონსულტაციას პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. რაც შეეხება პილონიდურ სინუსს, ანუ თმის ჩაბრუნებას, ეს დაავადება თანდაყოლილი პათოლოგიაა და, შესაბამისად, მისი პრევენცია არ არსებობს, თუმცა ხშირად ოჯახური ანამნეზია, ანუ წინაპრებს, დედას, მამას ჰქონდათ იგივე დაავადება და ოპერაცია აქვთ გადატანილი. ამიტომ მინდა, მშობლებს მოვუწოდო, რომ დაუთვალიერონ ბავშვებს კუდუსუნის მიდამო. თუ რამდენიმე პატარა, წერტილის მსგავსი ჩაღრმავება შენიშნეს, ეს ნიშნავს, რომ შვილებსაც აქვთ აღნიშნული დაავადება და როცა იქნება, ის აუცილებლად გამოუვლინდებათ. სჯობს, გართულებამდე მოგვმართონ, რადგან ამ დროს მეტი ეფექტი აქვს ლაზერულ მკურნალობას და მომავალში თავიდან ააცილებთ უფრო რთულ ოპერაციას.