პროქტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

პროქტოლოგია

სწორი ნაწლავი ადამიანის საჭმლის მომნებელი სისტემის ბოლო ნაწილია. მისი სიგრძე დაახლოებით 10-12,5 სანტიმეტრია. მისი ღია დაბოლოებაა ანუსი ანუ ანალური არხი. ამ არის პრობლემები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ბევრი უკიდურესობამდე ითმენს დისკომფორტს და ექიმს მანამდე არ მიმართავს, სანამ ვითარება გაუსაძლისი არ გახდება. საბედნიეროდ, სწორი ნაწლავის პრობლემათა უმეტესობა ადვილად იკურნება, ერთი პირობით: თუ დროულად აღმოაჩინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რაც არაერთხელ გვითქვამს: სწორი ნაწლავის ტკივილის, ამ არიდან სისხლდენისა და სხვა სიმპტომების შემჩნევისას დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. ქვემოთ რამდენიმე პათოლოგიას მიმოვიხილავთ.
არიან ექიმები, რომელთა სახელები ყველას პირზე აკერია: გინეკოლოგები, თერაპევტები, კარდიოლოგები, ოკულისტები... ექიმი პროქტოლოგები მათ რიცხვში რატომღაც ვერ ხვდებიან, თუმცა კი ის დაავადებები, რომელთაც პროქტოლოგები მკურნალობენ, ძალიან ბევრს აწუხებს. იმისთვის, რომ გავიგოთ, როდის მივმართოთ პროქტოლოგს, უნდა ვიცოდეთ, რას მკურნალობენ ამ სპეციალობის ექიმები. პროქტოლოგი მკურნალობს მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებებს. ეს მეტად დელიკატური სფეროა, ამიტომ ბევრი დიდხანს არიდებს თავს ექიმთან მისვლას, ზოგიერთმა კი არც იცის, რომელ სპეციალისტს მიმართოს ან სად იპოვოს. ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმ პროქტოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რომან პირტახიას.
სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ან განავლოვან მასებში სისხლის მინარევების არსებობა სწორი ნაწლავის დაავადებების - ბუასილის,  ანალური ნაპრალის,  პოლიპების, სწორი ნაწლავის კიბოს - ერთ-ერთი ჩვეული სიმპტომია. ზოგჯერ სისხლდენას თან სდევს ტკივილი დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ. ალისფერი სისხლის წვეთების ან სისხლის ნაკადის წამოსვლა, უმეტესად - დეფეკაციის აქ-ტის ბოლოს, უფრო ბუასილსა და ანალურ ნაპრალს ახასიათებს. სწორი ნაწლა-ვიდან სისხლდენა ძლიერი იშვიათად არის, მაგრამ თუ დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ანემიაც განვითარდეს. ამ უკანასკნელს საერთო სისუსტე, მადის დაკა-რგვა, ფიზიკური დატვირთვის დროს თავბრუხვევა და ძილიანობა ახასიათებს.
ნაჩვენებია მე-2 გვერ 2 - დან
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად