პროქტოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
პროქტოლოგია
სწორი ნაწლავის ნახეთქისწორი ნაწლავის ნახეთქი (ფისურა) წარმოადგენს პათოლოგიურ პროცესს, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ტკივილი შორისის არეში, დაუამებელი წვის შეგრძნება როგორც საკუთრივ ნაწლავის შიგნით, ასევე ანალური ხვრელის გარშემო. ამ პრობლემით უპირატესად 18-50 წლის ქალები იტანჯებიან, თუმცა ის ზოგჯერ მამაკაცებშიც გვხვდება. პათოლოგიური პროცესის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრავმირება მყარი ფეკალური მასებით და/ან უცხო სხეულით. პათოლოგიის პირველი სიმპტომი უკანა ხვრელის არეში ტკივილია. ტკივილი მუდმივია, დღის ნებისმიერ პერიოდშია გამოხატული, მაგრამ განსაკუთრებულად ძლიერდება დეფეკაციისას.
სწორი ნაწლავი ადამიანის საჭმლის მომნებელი სისტემის ბოლო ნაწილია. მისი სიგრძე დაახლოებით 10-12,5 სანტიმეტრია. მისი ღია დაბოლოებაა ანუსი ანუ ანალური არხი. ამ არის პრობლემები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ბევრი უკიდურესობამდე ითმენს დისკომფორტს და ექიმს მანამდე არ მიმართავს, სანამ ვითარება გაუსაძლისი არ გახდება. საბედნიეროდ, სწორი ნაწლავის პრობლემათა უმეტესობა ადვილად იკურნება, ერთი პირობით: თუ დროულად აღმოაჩინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რაც არაერთხელ გვითქვამს: სწორი ნაწლავის ტკივილის, ამ არიდან სისხლდენისა და სხვა სიმპტომების შემჩნევისას დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. ქვემოთ რამდენიმე პათოლოგიას მიმოვიხილავთ.
არიან ექიმები, რომელთა სახელები ყველას პირზე აკერია: გინეკოლოგები, თერაპევტები, კარდიოლოგები, ოკულისტები... ექიმი პროქტოლოგები მათ რიცხვში რატომღაც ვერ ხვდებიან, თუმცა კი ის დაავადებები, რომელთაც პროქტოლოგები მკურნალობენ, ძალიან ბევრს აწუხებს. იმისთვის, რომ გავიგოთ, როდის მივმართოთ პროქტოლოგს, უნდა ვიცოდეთ, რას მკურნალობენ ამ სპეციალობის ექიმები. პროქტოლოგი მკურნალობს მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებებს. ეს მეტად დელიკატური სფეროა, ამიტომ ბევრი დიდხანს არიდებს თავს ექიმთან მისვლას, ზოგიერთმა კი არც იცის, რომელ სპეციალისტს მიმართოს ან სად იპოვოს. ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმ პროქტოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რომან პირტახიას.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 2 - დან
17 დეკემბერი 2018
ზამთარში წონის მა­ტე­ბას მარ­თლაც ბევ­რი უჩი­ვის. ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას განმარტებით, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია
17 დეკემბერი 2018
ინტიმური ჰიგიენა ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელზეც ყურადღების მოდუნება ნამდვილად არ შეიძლება.
სპეციალისტთა განცხადებით, თაფლის რეგულარულად მიღება ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს.
მკურნალი გე-ს რედაქტორი,თამარ მამაცაშვილი გვირჩევს, გავეცნოთ ამ ინფორმაციას ერთი შეხედვით უვნებელი ინფექციის შესახებ:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჟუჟანა ჯაკაბის განცხადებით,