ადამიანის ნერწყვში საშიში პარაზიტი ბუდობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ადამიანის ნერწყვში საშიში პარაზიტი ბუდობს

ადამიანის ნერწყვში საშიში პარაზიტი ბუდობს
პარაზიტული ბაქტერიები მთლიანად არიან დამოკიდებულნი სხვა ორგანიზმზე. ახლახან მეცნიერებმა ასეთი ბაქტერიები ადამიანის ნერწყვშიც აღმოაჩინეს. როგორც ვარაუდობენ, ისინი დაკავშირებულნი არიან ღრძილების პათოლოგიასთან, მუკოვისციდოზთან და წამლებისადმი მდგრადობასთან (რეზისტენტობასთან). New Scientist აცხადებს: "ცნობილია მხოლოდ ერთი შტამი ამ ბაქტერიებისა, რომლებიც სხვა ბაქტერიათა ინფიცირებას ახდენს. ეს არის Bdellovibrio – თავისუფლად მცხოვრები უჯრედი, რომელიც უბრალოდ ნადირობს თავის მსხვერპლზე. ახლახან აღმოჩენილ ორგანიზმს ძალიან ცოტა გენი აქვს. ის მთლიანად დამოკიდებულია პატრონ-ორგანიზმზე (სხვა ბაქტერიათა ზედაპირზე ბინადრობს). შედეგად დაინფიცირებული ორგანიზმი კიდევ უფრო მეტად საშიში ხდება ადამიანისთვის. გარდა ამისა, მისი გამოვლენა ძალიან
ძნელია. თუმცა, მეცნიერებმა შეძლეს ამ მიკროორგანიზმისთვის დამახასიათებელი რნმ-ის ნიმუშის გამოყოფა. როგორც გაირკვა პარაზიტი ბინადრობს Actinomyces odontolyticus ბაქტრეიებზე და ეს არის კლასიკური მაგალითი პარაზიტიზმისა".

საყურადღებოა ისიც, რომ ეს პარაზიტი უნიკალურია. ის თავის პატრონს თანდათანობით ანგრევს (ანადგურებს). მას სულ 700
გენი აქვს (შესადარებლად Actinomyces odontolyticus ბაქტერიას 2200 გენი გააჩნია) და ეს გახლავთ პირველი სახეობა ბაქტერიისა, რომელსაც თავად არ შეუძლია ამინმჟავების წარმოება. ამიტომაც ის ამ ნივთიერებებს სხვა ბაქტერიებისგან იღებს. არ არის გამორიცხული, რომ ეს პარაზიტი სხვა ბაქტერიებსაც "ეწებება". როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ამ პარაზიტის კვალი ხშირი იყო ღრძილების პათოლოგიით და მუკოვისციდოზით დაავადებულებში. Actinomyces odontolyticus , ჩვეულებრივ, იწვევს ღძილების პათოლოგიებს და მაკროფაგები (სისხლის თეთრი უჯრედები) მას შესანიშნავად ებრძვიან. პარაზიტის არსებობა ბაქტერიებზე კი,  აფერხებს დამცავ სისტემას, არღვევს მის ფუნქციას და დაავადების მიმდინარეობას მნიშვნელოვნად ართულებს.

თინათინ გოცაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
ქვიშაში ყოფნა უყვართ არა მარტო ბავშვებს, ძაღლებს, კატებსა და მრავალრიცხოვან პარაზიტებს. თამაშის დროს
სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში, მომხმარებელმა გაავრცელა პოსტი, რომელმაც დიდი აჟიორაჟი და გაურკვევლობა გამოიწვია. გთავაზობთ ამ პოსტის შინაარსს:
მწერებისა და მათი ნაკბენების პრობლემა მეტად აქტუალურია. ერთია შიში და მეორეა ამა თუ იმ მწერის ნაკბენით გამოწვეული მძიმე გართულებები - ქავილისა და წვის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, მძიმე ალერგიული რეაქციები - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება,
ტილი თავისებური პარაზიტია, არც ხტუნავს და არც დაფრინავს, მხოლოდ დაღოღავს, რაც მთავარია, ერთი თავიდან მეორეზე შეხებისთანავე შესაშური სიმარდით ძვრება. ტილები სისხლს დღეში რამდენჯერმე წოვენ. მათი კბენა უმტკივნეულოა, თუმცა, პარაზიტის ნერწყვი ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ქავილს იწვევს.
ზაფხულის ცხელ დღეებს, მცხუნვარე მზითა და მწვანე ბალახით, თან სდევს მომაბეზრებელი ბუზები, კოღოები და სხვა მწერები.
ადამიანის ტრიქინელოზი მძიმედ მიმდინარე პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი ჭიის განვითარების თავისებურებებსა და დაავადების კლინიკურ მახასიათებლებზე გვესაუბრება ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი მარინა მანჯგალაძე.

ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად