რომელი დაავადების გადამტანები არიან კოღოები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი დაავადების გადამტანები არიან კოღოები

მალარია

საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. მალარიით ადამიანი ავადდება Anopheles გვარის ინფიცირებული მწერის ნაკბენით. თავად დაავადებას იწვევს პარაზიტი Plasmodium. ამასთან საუბარია არა მთელ გვარზე, არამედ 5 სახეობაზე.

მალარიის ნიშნებია: სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი და შემცივნება. აღნიშნული სიმპტომები ვლინდება კბენიდან დაახლოებით ორ კვირაში ან შეიძლება უფრო ადრეც. ამასთან, სპეციალისტების თქმით, ინკუბაციური პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე თვეც კი.

მნიშვნელოვანია, რომ დაავადება რთული სადიაგნოსტიკოა და საჭიროა შესაბამისი მკურნალობის დაწყება დასნებოვნებიდან პირველ 24 საათში.

ყვითელი ცხელება

გვხვდება ტროპიკებში და პირველი სიმპტომები ვლინდება ინფიცირებიდან პირველ 3-4 დღეში. პირველ სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს ისეთი ნიშნები, როგორიცაა: სხეულის ტემპერატურის მომატება, კუნთების და თავის ტკივილი, შემცივნება, მადის დაქვეითება, გულისრევა და ღებინება.

შესაძლებელია 3-4 დღის შემდეგ ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ნორმას დაუბრუნდეს. თუ დაავადება გადადის ტოქსიკურ სტადიაში - იზრდება ტემპერატურა, ვლინდება სიყვითლე და სისხლდენა. ტოქსიკურ ფაზაში, დაავადებულთა ნახევარი იღუპება რამდენიმე კვირაში. ამ დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური თერაპია არ არსებობს. სამაგიეროდ არის ვაქცინა, რომლის გაკეთებასაც ურჩევენ მოგზაურებს ეგზოტიკური ქვეყნებში გამგზავრების წინ.

ზიკას ცხელება

მისი გამავრცელებელია Aedas გვარის მწერი, რომელიც დღისით იკბინება. ინფიცირების ნიშნებია: ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მომატება, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.

ზიკას ცხელების ერთერთ გართულებად ასახელებენ გიიენ-ბარეს სინდრომს. მისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების ნაწილობრივი დამბლა, რომელიც რამოდენიმე საათში შეიძლება გავრცელდეს ხელებზე და სხეულის კუნთებზეც. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები, რის შედეგადაც ადამიანი უბრალოდ შეიძლება დაიხრჩოს. ზოგჯერ დამბლა მთელი ცხოვრება შეიძლება დარჩეს.

დიროფილარიოზი

გადამტანს წარმოადგენს Aedes, Culex და Anopheles გვარის კოღოები. ამ სახელწოდების ქვეშ იგულისხმება ქსოვილოვანი ჰელმინტოზი. ანუ პრობლემა ვითარდება კანქვეშა უჯრდისში, ასევე ლორწოვანზე და კონიუნქტივაზე. პათოლოგია გამოირჩევა ნელი მიმდინარეობითა და ხანგრძლივი განვითარებით.

დაავადების დასაწყისზე შეიძლება მიუთითებდეს კანზე წარმოქმნილი შესქელება, რომლის ქვეშაც იმალება მზარდი მატლი. ამასთან მატლს შეუძლია მიგრირება და დღეღამეში 30 სმ-ით გადაადგილება. დაავადების პარაზიტული ბუნების დადგენა ხდება ოპერაციული ჩარევისას.

დენგეს დაავადება

მისი გამომწვევია თანამოსახელე ვირუსი. ამასთან არსებობს 4 სეროტიპი, რაც იმას ნიშნავს, რომ დასნებოვნება შესაძლებელია ოთხჯერ.

არსებობს დაავადების ისეთი ვარიანტი, როგორიცაა მძიმე დენგე, რომელიც იწვევს გართულებებსა და სიკვდილს. დენგემ შეიძლება გამოიწვიოს გრიპისმაგვარი მდგომარეობა. სპეციფიკური თერაპია არ არსებობს. მაგრამ დაავადების გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ვირუსის გადამტანებია Aedes და Ae.albopictus გვარის კოღოები. დენგეს დაავადება ტროპიკებშია გავრცელებული.

დენგეს დაავადების სიმპტომებია: თავის ძლიერი ტკივილი, თვალების, კუნთების, სახსრების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ლიმფური ჯირკვლების შესიება, გამონაყარი.

როგორ დავიცვათ თავი.

რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობის დაგეგმვისას, უნდა გავიგოთ რომელი დაავადებები შეიძლება მივიღოთ კოღოებისგან და ჩავიტაროთ პროფილაქტიკური ვაქცინაცია.

ასევე უნდა გამოვიყენოთ არასპეციფიკური დაცვის საშუალებები- მწერების საწინააღმდეგო ბადეები, ფუმიგატორები და სპეციალური სპრეები, რომლებიც აფრთხობს კოღოებს. ენდემურ რაიონებში მგზავრობისას, დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე, საჭიროა მივმართოთ ექიმს. ოპერატიულად დაწყებული თერაპია შეგვინარჩუნებს სიცოცხლეს.