5 დაავადება, რითაც შეიძლება ბავშვი ქვიშაში თამაშის დროს დასნებოვნდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 დაავადება, რითაც შეიძლება ბავშვი ქვიშაში თამაშის დროს დასნებოვნდეს

დასნებოვნება საკმაოდ იშვიათობაა, მაგრამ სიფრთხილეც აუცილებელია.

ენტერობიოზი - ყველაზე გავრცელებული საბავშვო ჰელმინთური დაავადებაა, რომელსაც იწვევს მახვილა. დასნებოვნება ხდება კვერცხების გადაყლაპვით - ჩვეულებრივ ჭუჭყიანი ხელებიდან ან საერთო სათამაშოებიდან. თავისთავად ქვიშა ერთ-ერთი ადგილია, სადაც ბავშვმა შეიძლება მახვილა „აიკიდოს“. ღამღამობით მდედრი ჭიები გამოდიან უკანა ტანიდან და დებენ კვერცხებს, რის გამოც ბავშვს აღენიშნება ქავილი, ის იქავებს კანს და პარაზიტი ხვდება ხელზე.

საღამოს აღმოცენებული ანუსის ქავილი დაავადების ძირითადი გამოვლინებაა. ამის გამო ბავშვი ჭირვეულია, ტირის, ცუდად ძინავს, აქვს ტკივილები მუცლის არეში, უქვეითდება მადა და შეიძლება ღამით შარდის შეუკავებლობაც აღინიშნოს.

პარაზიტების აღმოსაჩენად საჭიროა განავლის ანალიზი ჭიის კვერცხებზე. მკურნალობა ჭიისაწინაარმდეგო პრეპარატებით, ჩვეულებრივ, 5 დღეს მოიცავს.

ლამბლია - ერთუჯრედიანი პარაზიტებია. ქვიშაში ის ხვდება ცისტების ფორმით, დასნებოვნებული კატის ან ძაღლის ფეკალიებით. ლამბლიოზით ბავშვი შეიძლება დასნებოვნდეს სათამაშოთი, განსაკუთრებით თუ მას პირში ჩაიდებს. ყველაზე ხშირად ლამბლიოზი აღინიშნება 1-5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ლამბლიოზის გამოვლინება სხვადასხვანაირია. შეიძლება აღინიშინოს დიარეა, მუცლის შებერვა, ტკივილი. შემდეგ დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში პერიოდული გამწვავებებით. ზოგიერთ ბავშვში ლამბლიები იწვევს სანაღვლე გზების დისკინეზიას, რეაქციულ პანკრეატიტს.

ტოქსოპლაზმა - ერთუჯრედიანი პარაზიტია, რომლისთვისაც საბოლოო მასპინძელი კატაა, შუალედური - ადამიანი. კატის ფეკალური მასებით ქვიშაში ხვდება ცისტები, რომელიც შეიძლება თვეების განმავლობაში ინახებოდეს. ბავშვმა ისინი შეიძლება გადაყლაპოს პირში ჭუჭყიანი ხელების ჩადებისას.

ტოქსოპლაზმოზი სხვადასხვანაირი ფორმით შეიძლება მიმდინარეობდეს. ბევრ ბავშვს სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება. ქრონიკული ფორმისას აღინიშნება ტემპერატურის მცირედ მომატება, სისუსტე, დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, გულისა და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, მხედველობის დარღვევა, პულსის გახშირება, არტერიული წნევის დაქვეითება, წონაში კლება, მადის დაქვეითება, გულისრევის შეგრძნება.

მწვავე ფორმა იშვიათად გვხვდება. აღინიშნება ცხელება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, კანზე გამონაყარი, შეიძლება განვითარდეს ენცეფალიტი. მწვავე ტოქსოპლაზმოზი მძიმედ მიმდინარეობს და შეიძლება გართულდეს ეპილეფსიური გულყრებით, ინტელექტის დაქვეითებითა და ჰიდროცეფალიით.

მკურნალობა ტარდება ანტიმიკრობული პრეპარატებით, ანტიალერგიული საშუალებებით, ინიშნება იმუნოთერაპია.

ტოქსოკაროზი - პარაზიტობს ძაღლის კუჭსა და წვრილ ნაწლავში. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში (საშუალოდ 4 თვე) მდედრი ასწრებს დღეში 200 000 კვერცხის დადებას. კვერცხები ძაღლის სხეულს ფეკალურ მასასთან ერთად ტოვებს. დასნებოვნება ხდება ნიადაგთან ან ქვიშასთან კონტაქტისას. 3-5 წლის ბავშვები მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ტოქსოკაროზი ქრონიკულად მიმდინარეობს, პერიოდული გამწვავებებით და ვლინდება ბრონქიტით, ბრონქოპნევმონიით, ღვიძლისა და ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, მუცლის არეში ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, დიარეით. გულის დაზიანებისას ვითარდება მიოკარდიტი, თავის ტვინისას ეპილეფსური გულყრის მსგავსი შეტევები, თვალის ტოქსოკაროზისას უარესდება მხედველობა. მკურნალობა ანტიჰელმინთური პერეპარატებით ხდება.

ასკარიდოზი - დაავადების დასაწყისში აღინიშნები ალერგიული რეაქციით განპირობებული სიმპტომები. ბავშვი მოთენთილია, ხშირად ტირის, ტემპერატურა მომატებულია, აღინიშნება კუნთების, სახსრების ტკივილი, გამონაყარი, შეშუპება, ქავილი, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, მადის დაქვეითება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა. თუ ასკარიდები დიდი რაოდენობითაა, შეიძლება დაეხშოს ნაწლავი, გაგლიჯოს კედელი და გამოვიდეს გარეთ, გამოიწვიოს აპენდიციტი, რა დროსაც აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.

როგორ დავიცვათ ბავშვი

ჩამოთვლილი დაავადებები არაა იმის მიზეზი რომ ბავშვი ქვიშაში სათამაშოდ არ გავუშვათ, მაგრამ სიფრთხილე უნდა დავიცვათ. პირველ რიგში უნდა მოვერიდოთ ისეთ ადგილს, საიდანაც დამახასიათებელი სუნი მოდის და ცხოველების ექსკრემენტებია.

სახლში ცხოველის არსებობის შემთხვევაში, უნდა დავამუშავოთ იგი ჰელმინთებზე.

ქუჩაში თამაშის დროს, ყურადღება მიაქციეთ ბავშვს, რომ არ ჩაიდოს პირში სათამაშოები და ხელები. გასეირნების შემდეგ ბავშვს ხელები აუცილებლად უნდა დავბანოთ საპნითა და წყლით.

ლალი ჩხიკვაძე