არის თუ არა საქართველოში გავრცელებული 6-სანტიმეტრიანი მატლები - პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის კომენტარი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

არის თუ არა საქართველოში გავრცელებული 6-სანტიმეტრიანი მატლები - პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის კომენტარი

არის თუ არა საქართველოში გავრცელებული 6-სანტიმეტრიანი მატლები - პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის კომენტარი
სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში, მომხმარებელმა გაავრცელა პოსტი, რომელმაც დიდი აჟიორაჟი და გაურკვევლობა გამოიწვია. გთავაზობთ ამ პოსტის შინაარსს:

"ვაიმეე !! გოგოებო ბავშვები მოარიდეთ მინდორს!! რაღაც საშინელებაა გავრცელებულიიი! ჩემს ბიჭს ხელი ეფხანებოდააა მტკივაო ვნახე რაღაც ქონდა მეთქი ტკიპაათქო შემეშინდა ჩემით ამომეღო ვიცი რომ თუ თავი ჩარჩა საშიშია გავაქანე პედიატრთან და 6 სანტიმეტრის სიგრძის შავი მატლი ამოუღო! ლამის იქვე გული წამივიდააა! ასე მითხრა ბოლო 1 კვირაში მეცხრე შემთხვევაა თქვენი შვილი რაღაც არის გავრცელებულიო. ჯერ ვერ დაადგინესო იკვლევა ჯანდაცვის სამინისტროო. ან ტელევიზორში რატო არ
ხმაურდევა ან რამე რეაგირება რატომ არ არის ამ ყველაფერზე ?!!! ეხლაც ხელით მიჭირავს გული ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა. კიდევ კარგი დროულად მოხვედითო თორემ ზოგს გვიან მოყავს
და სიცხე და პირღებუნება ეწყებათ მერეო! შოკში ვარ"

მკურნალი.გე დაუკავშირდა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, ექიმ-პარაზიტოლოგს, მედიცინის დოქტორ ირმა კოკაიას და ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა:

mkurnali.ge - ჩვენამდე არ მოსულა არცერთი მსგავსი შემთხვევა, პარაზიტოლოგიური პათოლოგიები, როგორც წესი, აუცილებლად მოდის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტამდე, მით უმეტეს, თუ ერთ პედიატრს ცხრა შემთხვევა ჰქონდა, ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს თუნდაც ინფორმაცია ამ ყველაფერზე. ამასთან, არსებობს გარკვეული რეგულაციები, როცა გაურკვეველი ეტიოლოგიის პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, აუცილებლად უნდა მივიდეს ეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომდე და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრამდეც. ასეთი რამ არ მომხდარა. მე ვერ გეტყვით, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არავითარი 6-სანტიმეტრიანი მატლები გავრცელებული არ არის საქართველოში. ამიტომ ნუ აყვებით პანიკას. ზოგადად კი, მცირეწლოვანი ბავშვები, უმჯობესია, მოარიდოთ ბალახებსა და ყვავილებს - ამით დაიცავთ მათ ალერგიისგანაც და მწერებისგანაც.  

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მშრალი თვალისთვის-13მლ
ფასი: 14.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მსგავსი სიახლეები
მომხმარებელმა 17 აპრილს ახალშეძენილ სოსისში მატლები აღმოაჩინა.
18-04-2018
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
ქვიშაში ყოფნა უყვართ არა მარტო ბავშვებს, ძაღლებს, კატებსა და მრავალრიცხოვან პარაზიტებს. თამაშის დროს
მწერებისა და მათი ნაკბენების პრობლემა მეტად აქტუალურია. ერთია შიში და მეორეა ამა თუ იმ მწერის ნაკბენით გამოწვეული მძიმე გართულებები - ქავილისა და წვის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, მძიმე ალერგიული რეაქციები - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება,
ტილი თავისებური პარაზიტია, არც ხტუნავს და არც დაფრინავს, მხოლოდ დაღოღავს, რაც მთავარია, ერთი თავიდან მეორეზე შეხებისთანავე შესაშური სიმარდით ძვრება. ტილები სისხლს დღეში რამდენჯერმე წოვენ. მათი კბენა უმტკივნეულოა, თუმცა, პარაზიტის ნერწყვი ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ქავილს იწვევს.
პარაზიტული ბაქტერიები მთლიანად არიან დამოკიდებულნი სხვა ორგანიზმზე. ახლახან მეცნიერებმა ასეთი ბაქტერიები ადამიანის ნერწყვშიც აღმოაჩინეს.
ზაფხულის ცხელ დღეებს, მცხუნვარე მზითა და მწვანე ბალახით, თან სდევს მომაბეზრებელი ბუზები, კოღოები და სხვა მწერები.
ადამიანის ტრიქინელოზი მძიმედ მიმდინარე პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი ჭიის განვითარების თავისებურებებსა და დაავადების კლინიკურ მახასიათებლებზე გვესაუბრება ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი მარინა მანჯგალაძე.

განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად