ხშირი ავადობა, სახსრების ტკივილი, შეკრულობა, დაღლილობა - ორგანიზმის გაუწყლოების 11 ნიშანი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
ხშირი ავადობა, სახსრების ტკივილი, შეკრულობა, დაღლილობა - ორგანიზმის გაუწყლოების 11 ნიშანი
ხშირი ავადობა, სახსრების ტკივილი, შეკრულობა, დაღლილობა - ორგანიზმის გაუწყლოების 11 ნიშანი
ჩვეულებრივი წყალი ხშირად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ფინჯანი ყავა თუ გაზიანი სასმელი. მიუხედავად ამისა, ბევრი ყოველდღიურად, საკმარისი რაოდენობით წყალს არ იღებს, რითაც ორგანიზმს სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსს უკარგავს.

1. პირის სიმშრალე.
საკმაოდ თვალსაჩინო სიმპტომია, განსხვავებით მისი შედეგებისა. ცხადია, ნებისმიერ მომენტში, როდესაც ამ უსიამოვნო გრძნობას აწყდებით, გსურთ რაიმე სითხის მიღება. მაგრამ ტკბილი სასმელები პრობლემას მხოლოდ დროებით აგვარებს. სასმელი წყალი ატენიანებს პირისა და ყელის ლორწოვან გარსს და წყურვილის გრძნობაც დიდხანს აღარაა შემაწუხებელი.

2. მშრალი კანი.
კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელსაც ესაჭიროება დატენიანება. მშრალი
კანი სრული გაუწყლოების ერთ-ერთი ნაადრევი სიმპტომია, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. წყლის უკმარისობა, ოფლის ნაკლებობას ნიშნავს. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია ორგანიზმიდან დღის განმავლობაში გამომუშავებული ჭარბი ცხიმისა და ჭუჭყის გამოსადევნად. ამის თავიდან აცილების ყველაზე მარტივი საშუალება მეტი წყლის დალევაა.

3. გაძლიერებული წყლურვილის გრძნობა.
ნაბახუსევის
სინდრომისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ალკოჰოლი ორგანიზმის სრულ გაუწყლოებას იწვევს, რის გამოც ტვინი ჯიუტად აგზავნის SOS სიგნალს.

4. თვალის სიმშრალე.
არასაკმარისი რაოდენობით წყლის მოხმარების ნიშანია მშრალი, ჩაწითლებული თვალები. საკმარისი რაოდენობის წყლის გარეშე საცრემლე არხიც შრება, რაც თვალისთვის საზიანოა, განსაკუთრებით კონტაქტური ლინზების ხმარებისას.

5. სახსრების ტკივილი.
სახსრები და ხრტილოვანი დისკები 80% წყლისგან შედგება, რათა ძვლები, სიარულისას ერთმანეთს არ ეხახუნებოდეს და სახსრებმა გაუძლოს მკვეთრი მოძრაობების (სირბილი, ხტუნვა ან უხერხული დაცემა) შედეგებს.

6. კუნთოვანი მასის შემცირება.
კუნთებიც მეტწილად წყლისგან შედგება, ამიტომ რაც უფრო ნაკლებია ორგანიზმში წყალი, მით ნაკლებია კუნთური მასა. ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ წყლის დალევა, აუცილებელია არა მარტო კომფორტისთვის, არამედ ფიზიკურ ვარჯიშთან დაკავშირებული ანთებისა და ტკივილის განვითარების ალბათობის შესამცირებლად.

7. ხშირად ავადობა.
წყალი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს. არასაჭირო პროდუქტების გასაფილტრად, ორგანოები ერთიანი მექანიზმივით მუშაობს. მაგრამ წყლის გარეშე მექანიზმი საჭიროებისამებრ ვერ იფუნქციონირებს. საბოლოო ჯამში გაუწყლოებულ ორგანიზმში ორგანოები იწყებენ წყლის „გადაქაჩვას“ სისხლიდან, რაც პრობლემებს კიდევ მეტად აჩენს.

8. დაღლილობა, ძილიანობა.
როდესაც სხეული წყალს სისხლიდან „იღებს“, გაუწყლოება იწვევს ორგანოებთან გადასატანი ჟანგბადის ნაკლებობას, რაც პირდაპირ კავშირშია ძილიანობასა და დაღლილობასთან.

9. შიმშილის გრძნობა.
გაუწყლოებული ორგანიზმი შიმშილის სიგნალსაც აგზავნის. ეს ხდება დღის განმავლობაში, ხოლო ღამით ვითარდება შემაწუხებელი შიმშილის გრძნობა. საკვების მიღება კი სხეულს მუშაობას აიძულებს, მაშინ, როდესაც წყალი ასუფთავებს მას და ყველა პროცესისთვის აუცილებელ „საწვავს“ აწვდის.

10.საკვების მონელების პრობლემები.

მნიშვნელოვანია არა მარტო პირის ღრუს, არამედ მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის დატენიანება. საკმარისი სითხის არარსებობისას კუჭში ლორწოს რაოდენობა და სიმკვრივე მცირდება, რის შედეგადაც კუჭის წვენი აზიანებს შინაგან ორგანოებს, რაც იწვევს გულძმარვასა და კუჭის ფუნქციონირების დარღვევას.

11. ნაადრევი დაბერების ნიშნები.
ორგანიზმის მიერ შეკავებული წყლის რაოდენობა ასაკთან ერთად მცირდება, ამიტომ აუცილებელია წყლის მოხმარების გაზრდა. ნაადრევი დაბერების ნიშნები უფრო თვალსაჩინო გარეგნულადაა, მაგრამ შინაგანი ორგანოების მიმართ მიყენებული ზიანი დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. ამასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, მთელი ცხოვრების მანძილზე აუცილებელია წყლის რეჟიმის დაცვა.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.99
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.99
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.99
მსგავსი სიახლეები
პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ზრდასრული ადამიანები, რომლთაც ნაცვლად 8 საათისა, 6
15-11-2018
სამკურნალო აბებს ზოგი სხვადასხვა სითხეს აყოლებს. მაგალითად, საუზმის შემდეგ რეკომენდებული
25-10-2018
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
17-10-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
წლების მატებასთან ერთად რატომ ვიმატებთ წონაში? ადამიანები ამჩნევენ, რომ კვების ჩვეული რეჟიმის
B12 ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნერვული და ფსიქიკური გადახრები. ეს ვიტამინი
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
თუთიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უჯრედთა რეგენერაციისთვის (განახლებისათვის), ამის გამოა, რომ თუთიის
ორგანიზმში წარმოდგენილ ელემენტებს შორის კალციუმს მეხუთე ადგილი უპყრია (ნახშირბადის, ჟანგბადის, წყალბადისა და აზოტის შემდეგ),
მეტაბოლური სინდრომი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა კომპლექსი,
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,