როგორ აღვადგინოთ ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ აღვადგინოთ ნივთიერებათა ცვლა

საქმე ისაა, რომ ორგანიზმის დაბერების პროცესი მაშინ იწყება, როდესაც ენდოკრინული სისტემის მუშაობა ირღვევა. ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად საჭიროა აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ასევე უმნიშვნელოვანესია სასარგებლო პროდუქტები და დაბალანსებული კვება. თუმცა არსებობს ცალკეული წესები, რომელთა სისტემატური დაცვით ჩქარდება მეტაბოლიზმი და ზედმეტი წონაც აღარ შეგაწუხებთ.

1. ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მაშინვე აისახება ადამიანის ზოგად მდგომარეობაზე: ვლინდება აპათიის გრძნობა, დაღლილობა და დეპრესია, ქვეითდება ლიბიდო. ფარისებრი ჯირკვლის არასწორი ფუნქციობა აისახება კანის მდგომარეობაზეც და ვლინდება ნაადრევი დაბერების ნიშნები. ამგვარი მოვლენების ასარიდებლად ენდოკრინოლოგები იოდის, В და С ვიტამინების, ასევე თიროზინის მიღებას გვირჩევენ. ამ აუცილებელ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს კარტოფილი, პომიდორი, შვრია, ლობიო, ბოლოკი, ლუდის საფუარი და ზღვის პროდუქტები.

2. სასქესო ჯირკვლები

როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჯირკვლები დაბერების პროცესზე არიან პასუხისმგებელნი (ქალებთან საკვერცხეები, მამაკაცებთან კი სათესლეები). ამიტომ ექიმები არ გვირჩევენ მკაცრი დიეტის დაცვას, რადგან აუცილებელი ელემენტების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების მდგომარეობასა და მუშაობაზე. მათი ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია С და Е ვიტამინების შემცველი პროდუქტების მიღება.

3. თირკმელზედა ჯირკვალი

ორგანიზმის ენერგიით მომარაგებაზე პასუხისმგებელ სეკრეტს გამოყოფს. თირკმელზედა ჯირკვლების სწორი მუშაობა დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე. მათი ტონუსისა და აქტივობის შესანარჩუნებლად საჭიროა А, С და Е ვიტამინების შემცველი პროდუქტების მიღება.

4. პარათირეოიდული ჯირკვლები

ამ ჯირკვლების დისფუნქცია ვლინდება მომატებული გაღიზიანებით, აუხსნელი, უკონტროლო სიფიცხითა და აღგზნებით. ფარისებრახლო ჯირკვლების გამართულად მუშაობისათვის ორგანიზმს უნდა მიეწოდოს D ვიტამინი, რომელსაც თევზის ქონი და კვერცხის გული შეიცავს.

5. კუჭუკანა ჯირკვალი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პანკრეასის ფუნქციის დარღვევა ორგანიზმს მრავალგვარ პრობლემას უქმნის. პანკრეასის ჯირკვლის დისფუნქციამ შეიძლება შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს. ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის და მეტაბოლიზმის აღსადგენად საჭიროა გლუტამინის მჟავას, ცისტინისა და В ჯგუფის ვიტამინების მიღება.