6 იაფი და უმარტივესი რეცეპტი ორგანიზმის გასაწმენდად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

6 იაფი და უმარტივესი რეცეპტი ორგანიზმის გასაწმენდად

6 იაფი და უმარტივესი რეცეპტი ორგანიზმის გასაწმენდად
1.ვაშლი და დარიჩინი: თხლად დაჭერით 1 ცალი ვაშლი, დაასხით 500 მლ ანადუღარი, მდუღარე წყალი და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი. როცა გაცივდება, მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ვაშლისა და დარიჩინის ერთობლიობა აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

2. ლიმონის წვენი და თაფლი: 2 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს დაუმატეთ 200 მლ თბილი წყალი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და მწიკვი დაფქვილი ჯანჯაფილი. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნარევი ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და იძლევა სასიცოცხლო
ენერგიის მუხტს.

3. ჯანჯაფილის სასმელი: მცირე რაოდენობით ჯანჯაფილის ფესვი (3-4 სმ) გათალეთ და წვრილად დაჭერით. დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, მიიყვანეთ ადურებამდე და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთი. გადაწურეთ, როცა გაგრილდება დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი და რამოდენიმე კოვზი ასკილის სიროფი. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში 100-150 მლ-ის
ოდენობით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას.

4.ჭარხლის წვენი:
წვენი მოამზადეთ 1 ჭარხლის, 2 ვაშლისა და 4 ღერი ნიახურისგან. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს), ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

5.ჯანმრთელობის კოქტეილი:
1 ფორთოხლის, 1 ლიმონის და 1 სტაფილოსგან გამოწურულ წვენს დაუმატეთ 100 მლ მინერალური წყალი. დალიეთ უზმოზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს კოქტეილი დაღლილობის მოსახსნელი საშუალებაა, მასში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებია.

6. კიტრი და ნიახური: 1 ცალი კიტრი და 1 ნიახურის ფესვი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ 300 მლ წყალი. დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. იდეალური სასმელია განტვირთვის დღეებისთვის.


ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ცალკეულ გართულებათა ასარიდებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული ვიტამინებისა და
ვიტამინების ნაკლებობა, ჩვეულებრივ, ასოცირდება მუდმივ დეპრესიებთან, ძალთა განლევასთან და განუწყვეტელ გაციება-ავადმყოფობებთან.
შემჩნეულია, რომ ზედმეტად აგრესიულ ადამიანებს სისხლში ქოლესტერინის დონე საგრძნობლად დაბალი აქვთ.
დიეტოლოგები ცალსახედ მიგვითითებენ ცხიმიანი პროდუქტების მავნებლობაზე, თუმცა რაციონში სასარგებლო ცხიმების
ვიტამინი K აფერხებს თრომბების წარმოქმნას, დიდ როლს ასრულებს ზოგიერთი ცილის სინთეზში, სისხლის
გაითვალისწინეთ, შეუძლოდ ყოფნის მიზეზი, ისევე როგორც ორგანიზმში აღმოცენებული ბევრი პათოლოგიისა,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად