ვიტამინები - ზედმეტი არაფერი ვარგა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინები - ზედმეტი არაფერი ვარგა

20-30 წლის წინანდელი გამოკვლევების თანახმად, მათ, ვინც სხვებზე მეტ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდა, გაცილებით იშვიათად ემართებოდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ავთვისებიანი სიმსივნე.

ასეთივე მოსაზრება არსებობდა ვიტამინებისა და კვებითი დანამატების თაობაზეც, მაგრამ გაირკვა, რომ ბეტა-კაროტინით მდიდარი დანამატები, თუ ნებადართულზე ჭარბად გამოვიყენეთ, ფილტვის სიმსივნის განვითარების ალბათობას 20%-ით ზრდის.

ფოლიუმის მჟავა, რომელიც რეკომენდებულია ნაწლავებში პოლიპების გაჩენის პროფილაქტიკისთვის, ჭარბი გამოყენების შემთხვევაში ზრდის კიდეც მათი წარმოშობის რისკს.

მეცნიერებს სულაც არ სურთ, მოსახლეობამ ეს ვიტამინებსა და კვებით დანამატებზე უარის სათქმელ არგუმენტად გამოიყენოს, რადგან მართებული დოზირების შემთხვევაში ვიტამინები და მიკროელემენტები ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ვერასდროს შეცვლიან სრულფასოვან და ნატურალურ საკვებს.

უკანასკნელ ხანს გავრცელდა მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ ვიტამინების დარტყმითი დოზა იმუნიტეტს ასუსტებს. ამან საგონებელში ჩააგდო ახალგაზრდა დედები, რადგან გრიპისა და სხვა ვირუსული რესპირატორული ინფექციების დროს ვიტამინების გამოყენების ალტერნატივა ჯერჯერობით ვერ უპოვიათ.

რა ხდება სინამდვილეში?

ეს მოსაზრება არავითარ შემთხვევაში არ ვრცელდება C ვიტამინზე, რომელიც მართლაც რომ შეუცვლელია ამგვარ ვითარებაში იმუნიტეტის გასაძლიერებლად. რაც შეეხება პოლივიტამინურ კომპლექსებს, მათზე დიდი იმედის დამყარება არ ღირს.

ვიტამინების დარტყმით დოზას ორგანიზმი სათანადოდ ვერ ითვისებს. ნაცვლად ამისა, იზრდება ღვიძლისა და თირკმელების დატვირთვა და შესაძლოა, ალერგიულმა რეაქციამაც კი იჩინოს თავი, განსაკუთრებით - მცირეწლოვან ბავშვებთან.

საზიანოა ცხიმში ხსნადი A და D ვიტამინების გადაჭარბებული დოზებიც, რომელთა გამოყენებამ რესპირატორული ინფექციების დროს შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის გართულება.

ამ შემთხვევაში შეუცვლელია ბუნებრივი ვიტამინები, უფრო სწორად, მათი შემცველი საკვები, განსაკუთრებით - კივი, კომბოსტო, ასკილი, ქაცვი, ციტრუსები, ბულგარული წიწაკა. ნებისმიერი მათგანის ყოველდღიური მიღება ნამდვილად წაადგება ბავშვის ჯანმრთელობას.

იმუნიტეტის გაძლიერების საუკეთესო გზა კი გაკაჟებაა, რომლისთვისაც, სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანებს არც დრო და არც მოთმინება არ ჰყოფნით.