როდის და რამდენი ჭიქა წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

როდის და რამდენი ჭიქა წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში

როდის და რამდენი ჭიქა წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში
რამდენად მნიშვნელოვანია წყლის დალევა სწორად შერჩეულ დროს და რა გავლენას ახდენს წყლის მიღება ადამიანის ჯანმრთელობაზე? კომპანია "ბაკურიანის" ინსტრუქტორი, ირმა შერაზადიშვილი წყლის მნიშვნელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბრობს და რამდენიმე რჩევას გამოყოფს.

სწორად შერჩეულ დროს წყლის დალევა მის ეფექტურობას ზრდის

2 ჭიქა წყლის მიღება გაღვიძების შემდეგ, ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების აქტივაციას;
კვებამდე 30 წუთით ადრე, ერთი ჭიქა წყლის დალევა საკვების მონელებას აუმჯობესებს;
1 ჭიქა წყლის მიღება აბაზანის მიღებამდე, დაბლა სწევს გულის წნევას
1 ჭიქა წყალი დაძინებამდე გულის შეტევის რისკს ამცირებს

ადამიანის სხეულის
70% წყლისგან შედგება


სისხლში წყლის შემცველობა – 70%
კუნთებში – 75%
ცხიმოვან ქსოვილში – 10%
ძვლებში – 22 %
ტვინში – 85%

ირმა შერაზადიშვილის რეკომენდაციით, მამაკაცებმა დღის განმავლობაში 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღონ, ხოლო ქალბატონებმა - 2,2 ლიტრი.

"უნდა დალიოთ უფრო მეტი სითხე, ვიდრე თქვენი
ორგანიზმი გამოყოფს.
თუ სიცხეში ვარჯიშობთ, წყურვილის შეგრძნებას არ დაელოდოთ. დალიეთ წყალი ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის მერეც", - აღნიშნავს ირმა შერაზადიშვილი.

ვარჯიშის პერიოდში, სასურველია, 15-20 წუთში ერთხელ, ½ - 1 ჭიქა წყალი მიიღოთ, ვარჯიშამდე - 2 ჭიქა, ვარჯიშის შემდეგ კი 1 ჭიქა წყალი დალიოთ.

მონაცემები იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენს ვარჯიშობთ, სად ვარჯიშობთ და როგორ გრძნობთ თავს.

10 საუკეთესო პროდუქტი წყლის ბალანსის აღსადგენად:

კიტრი - 96%
საზამთრო - 96%
ანანასი - 95%
სალათის ფურცლები - 95%
პომიდორი - 94%
ყურძენი - 95%
ბროკოლი - 95%
მანგო - 92%
ფორთოხალი - 92%
მსხალი - 89%

რამდენ ოფლს გამოყოფს ადამიანი, როდესაც 1 საათი ვარჯიშობს?

ადამიანის ორგანიზმი მაქსიმუმ 5ლ ოფლს გამოყოფს
ათლეტის ორგანიზმი - 3.7ლ. ოფლს
რიგითი ადამიანის ორგანიზმი კი 1.4 ლ.

"ოფლის გამოყოფის შემდეგ უნდა დალიოთ ბევრი წყალი, გადახვიდეთ უფრო გრილ ადგილზე, დაიბანოთ სახე და ტანი კანიდან მარილების მოსაშორებლად", - გირჩევთ "ბაკურიანის" ინსტრუქტორი ირმა შერაზადიშვილი.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ცალკეულ გართულებათა ასარიდებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული ვიტამინებისა და
ვიტამინების ნაკლებობა, ჩვეულებრივ, ასოცირდება მუდმივ დეპრესიებთან, ძალთა განლევასთან და განუწყვეტელ გაციება-ავადმყოფობებთან.
შემჩნეულია, რომ ზედმეტად აგრესიულ ადამიანებს სისხლში ქოლესტერინის დონე საგრძნობლად დაბალი აქვთ.
დიეტოლოგები ცალსახედ მიგვითითებენ ცხიმიანი პროდუქტების მავნებლობაზე, თუმცა რაციონში სასარგებლო ცხიმების
ვიტამინი K აფერხებს თრომბების წარმოქმნას, დიდ როლს ასრულებს ზოგიერთი ცილის სინთეზში, სისხლის
გაითვალისწინეთ, შეუძლოდ ყოფნის მიზეზი, ისევე როგორც ორგანიზმში აღმოცენებული ბევრი პათოლოგიისა,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად