რას იწვევს A ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას იწვევს A ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში

, თუმცა მის წყაროს მცენარეული საკვები, სტაფილო, მზესუმზირა წარმოადგენს. ნაწლავებში კარგად შეიწოვება ცხიმების არსებობის პირობებში. A – ვიტამინი უზრუნველყოფს კანისა და ლორწოვანი გარსების ეპითელური ქსოვილის ნორმალურ განვითარებას.

მისი ნაკლებობა იწვევს:

  • კანის სიმშრალესა და აქერცვლას;
  • ლორწოვანი გარსების გარქოვანებას, მათზე ეროზიების განვითარებას;
  • კერატიტს _ თვალის რქოვანა გარსის ანთებას;
  • კონიუნქტივიტს _ თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთებას;
  • ჰემერალოპიას ანუ ქათმის სიბრმავეს. ეს მხედველობის დარღვევის თავისებური ფორმაა. ამ დროს მხედველობა უკეთესია დღისით და ძლიერი განათების პირობებში, ღამით კი დაქვეითებულია.
  • ლორწოვანი გარსების ეპითელური ქსოვილის ბარიერული ფუნქციის დაქვეითებას, რაც თავის მხრივ დასაბამს აძლევს სხვადასხვა ინფექციური დაავადების განვითარებას;
  • საშარდე გზების ლორწოვანი გარსების მეტაპლაზიას, ანუ ერთი სახის ქსოვილის გარდაქმნას სხვა მორფოლოგიისა და ფუნქციის ქსოვილად და სხვა.

ზოგადად, ჰიპოვიტამინოზის მკურნალობისა და მით უფრო პროფილაქტიკის მთავარი საშუალება, სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი საკვებით რაციონალური კვებაა. თანამედროვე ფარმაცევტული წარმოება პოლივიტამინების პრეპარატების ფართო არჩევანს გვთავაზობს. ვიტამინები დღეს სხვადასხვა ფორმით გამოდის - სიროფის, სუსპენზიის, აბის, ხსნადი ფხვნილის, საღეჭი აბის, დრაჟეს და სხვა სახით. თუმცა, კონკრეტული პრეპარატის მიღების პარალელურად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საკვებ რაციონსა და ზოგადად კვების რეჟიმს. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ხორცით, მარცვლეული კულტურებისაგან მიღებული პროდუქტებით, ხილითა და ბოსტნეულით.

A – ვიტამინის ჰიპოვიტამინოზს (ანუ ნაკლებობას) თავიდან აიცილებთ, თუ სათანადო რაოდენობით მიირთმევთ სტაფილოს, კვერცხის გულს, თევზის ქონსა და მცენარეულ ზეთს.

თინათინ გოცაძე

B ჯგუფის ვიტამინები ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციობას უზრუნველყოფენ

ორგანიზმი C ვიტამინის მარაგს ვერ აგროვებს

როგორ მივიღოთ ვიტამინები