დღეში 50 გრამი ნიგოზი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს
ყველაზე გავრცელებული დაავადებების (ოსტეოპოროზის, გულის დაავადებების, ძუძუს კიბოს) თავიდან ასაცილებლად. ლიკოპინით მდიდარი პომიდორი ამცირებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს და გულის დაავადებების განვითარების რისკს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა და უჯრედისის შემადგენლობაში შემავალი ლიგნინით მდიდარი სელის ზეთი აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინის - ე.წ. "ცუდი" ქოლესტერინის - დონეს.
მეიოს კლინიკის ექსპერტთა მიერ ჩატარებული კლინიკური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კლიმაქსურ პერიოდში "ალებისგან" თავის დასაღწევად და ძუძუს კიბოთი დაავადების რისკის შესამცირებლად საკმარისია დღეში 40 გრამი ამ პროდუქტის მიღება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს სელის ზეთი არ არის რეკომენდებული. კომბოსტოს ფოთლები, რომლებიც შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის ცილა ლუთეინს, ქალს კარგი მხედველობის შენარჩუნებაში ეხმარება. ცე ვიტამინი იმუნურ სისტემას აძლიერებს, ხოლო კალციუმი და ცე ვიტამინი ამაგრებს ძვლებს და ოსტეოპოროზისგან იცავს. ზუთხი, თართი, ორაგული იცავს ქალს მშობიარობის შემდგომი დეპრესიისგან, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს ესტროგენების დონეს, რომელიც საგრძნობლად იკლებს 40 წლის შემდეგ. ცე ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი შტოშის წვენი, გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნურ სისტემას, საშარდე გზების ინფექციების თავიდან აცილებასაც უწყობს ხელს.
ცხვრის რძისაგან მომზადებული ბერძნული იოგურტი მდიდარია ცილით და ნაკლები რაოდენობით შეიცავს შაქარს. ის ამცირებს დიაბეტით ავადობის რისკს, ასევე აუმჯობესებს კუნთოვანი ქსოვილების ტონუსს და ანელებს დაბერების პროცესს. ნიგოზი ამცირებს სარძევე ჯირკვლების სიმსივნური დაავადებებისა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. ბოლო ხანს ჩატარებული გამოკვლევები ადასტურებს, რომ თუ დღეში 50 გრამ ნიგოზს მივიღებთ, სიმსივნური უჯრედების ზრდა შეფერხდება. ის ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაშიც გვეხმარება.