კამა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდისა და სხვა მავნე პროდუქტების გამოდევნას, აფერხებს დაბერების პროცესს, განამტკიცებს ჯანმრთელობას, კანს უბრუნებს ახალგაზრდობასა და სიჯანსაღეს. შეიგრძენით მწვანილის განსაკუთრებული არომატი, შეიყვარეთ ის და რეგულარულად მიირთვით კერძებთან ერთად.
კამა - მდიდარია C და B ვიტამინებით, კაროტინით, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავებით, ასევე - ღირებული მიკროელემენტებით: კალციუმით, კალიუმით, რკინითა და ფოსფორით. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აწესრიგებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, ხელს უწყობს წონის კლებას, აფერხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა განვითარებას, იმავე დროს თავის ტკივილისა და სისხლძარღვთა პათოლოგიების პროფილაქტიკის საშუალებაც არის. ყველაფერთან ერთად, კამა აქვეითებს არტერიულ წნევას და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე.
ოხრახუში - უხვად შეიცავს კალიუმს, მანგანუმს, C, B1, B2 ვიტამინებსა და კაროტინს. სულ რაღაც 25-30 გრამი ოხრახუში აკმაყოფილებს ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას C ვიტამინზე. აქვს სუსტი შარდმდენი მოქმედება. ორგანიზმიდან გამოაქვს მარილები, ხელს უშლის შეშუპების განვითარებასა და წონის მომატებას.
ქინძი - B1, B2, C, P ვიტამინებისა და კაროტინის წყაროა. უხდება თვალებს, კანსა და ლორწოვან გარსებს. ხალხურ მედიცინაში მას საჭმლის მონელების პროცესთა გასაუმჯობესებლად და მადის გასაძლიერებლად იყენებენ.