როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი
დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათი გააჩერეთ, გადაწურეთ და სვით 1/2 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. იმუნიტეტის დაქვეითების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევაში, ორგანიზმის მოსაძლიერებლად, წიდისგან გასაწმენდად და ათეროსკლეროზულ პროცესთა პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ტიბეტური მედიცინის შემდეგი რეცეპტი: აიღეთ 100-100 გრამი კრაზანა, ნეგო, არყის კვირტი და გვირილის ყვავილი, დააქუცმაცეთ, ნარევი მოათავსეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და საღამომდე გააჩერეთ. საღამოს აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, 20 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ ტილოს ნაჭერში (და არა დოლბანდში), ნაჭერში დარჩენილი მასა მსუბუქად გაწურეთ, ერთ ჭიქა ნაყენს დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და ძილის წინ მიირთვით. დილით შეათბეთ დარჩენილი ნაყენი, ისევ დაუმატეთ თაფლი და უზმოზე დალიეთ. ნახევარ საათში შეგიძლიათ ისაუზმოთ. ასე უნდა იმკურნალოთ, სანამ ნარევი არ გათავდება. სასურველია, თითო ასეთი კურსი 5 წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ. აიღეთ სამ-სამი წილი ბერულა და შავბალახა, ორი წილი წყლის იელი, თითო წილი მინდვრის შვიტა და ხეჭრელის ქერქი. ყველაფერი წვრილად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. აიღეთ ორი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით სამი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. არ აგიდუღდეთ! გადმოდგით, გააჩერეთ 30 წუთი სითბოში, გადაწურეთ. მიირთვით 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. იხილეთ ვრცლად