იცით თუ არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა?

"ცინგა" (ასეთია სურავანდის სახელწოდება) ნიდერლანდების ძველ მკვიდრთა ენაზე "პირში გაჩენილ წყლულებს" ნიშნავს. სწორედ ასეთი რამ ემართებოდათC ავიტამინოზის დროს, რომელიც ეპიდემიად იქცეოდა და ადამიანებს მასობრივად ანადგურებდა.C ვიტამინის უკმარისობა ყველაზე დიდ საფრთხეს მეზღვაურებს უქმნიდა. ამ დაავადებით იმაზე გაცილებით მეტი მეზღვაური იღუპებოდა, ვიდრე ბრძოლის ან გემების ჩაძირვის დროს. ვასკო და გამას ცნობილი ექსპედიციის ას სამოცი წევრიდან ასი სწორედ სურავანდმა იმსხვერპლა. სწორედ მეზღვაურების გამოცდილების წყალობით შეიტყვეს მეცნიერებმა, რომ სურავანდით დაავადებული ადამიანი გამოჯანმრთელდებოდა, თუ მის საკვებში ლიმონის წვენს დაუმატებდნენ. ვიტამინების შესახებ მეცნიერება XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა და განვითარდა. ვიტამინოლოგიის, როგორც ვიტამინების შესახებ მეცნიერების, ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა რუსმა მეცნიერმა ლუნინმა, რომელმაც 1880 წელს დაადასტურა, რომ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალურ მარილთა ნაკრები არ არის საკმარისი ადამიანის ორგანიზმის, მისი უჯრედების ნორმალური ფუნქციობისთვის  - მათ სჭირდებათ კიდევ რაღაც ნივთიერებები, რომლებსაც ორგანიზმისთვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრიათ. პირველი პროდუქტი, რომელმაც მეცნიერებს ვიტამინების არსებობა თვალნათლივ დაანახვა, რძე იყო. საექსპერიმენტო თაგვების ერთ ჯგუფს ლუნინი რძის ფხვნილით კვებავდა, რომელიც გასუფთავებულ კაზეინს (რძის ცილას), რძის ცხიმს, შაქარს და რძეში არსებულ მარილებს შეიცავდა, მეორე ჯგუფს კი ნატურალური რძით. პირველი ჯგუფის წევრები არ იზრდებოდნენ, წონას იკლებდნენ და ბოლოს იღუპებოდნენ, მეორე ჯგუფისანი კი ნორმალურად ვითარდებოდნენ. ამ ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ რძეში, გარდა კაზეინისა, შაქრისა და მარილებისა, არის ნივთიერებები, რომლებიც შეუცვლელ როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველქმედებაში. 1912 წელს მეცნიერებმა ფუნკმა და ჰოპკინსმაც დაადასტურეს მეტად საჭირო ნივთიერებების არსებობა. ამერიკელმა მეცნიერმა ჰოპკინსმა დიეტის სხვადასხვა ვარიანტის გამოყენებით აჩვენა, რომ ამ მეტად საჭირო ნივთიერებებს ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ ასინთეზებს, თუმცა მათი ფუნქციის შესასრულებლად მიკროსკოპული ოდენობაც კი საკმარისია, რადგან ეს ნივთიერებები აქტიურ ბიოკატალიზატორებს წარმოადგენენ. 1911 წელს პოლონელმა მეცნიერმა, რომელიც ლონდონში პასტერის სახელობის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, ხორბლის მარცვლების ქერქიდან გამოყო ქიმიური ნივთიერება, რომელიც ამინჯგუფს შეიცავდა. მანვე დაადგინა, რომ ამ აზოტოვან ნაერთს, რაციონში უმნიშვნელო ოდენობით არსებობის შემთხვევაშიც კი, ადამიანის უამრავი დაავადებისგან დაცვა შეუძლია. მეცნიერმა ნივთიერებას ვიტამინი - "სიცოცხლის ამინი" - დაარქვა, მისი უკმარისობით გამოწვეულ დაავადებას კი ავიტამინოზი უწოდა. მინერალური ნივთიერებების ძირითადი წყარო მცენარეული საკვებია - ხილი და ბოსტნეული, ამასთან, ახალი ხილი და ბოსტნეული მათ ყველაზე აქტიურ ფორმებს შეიცავს, რომლებსაც ადვილად იწოვს ორგანიზმი და რომლებიც თავიანთ ფუნქციას განსაკუთრებით კარგად ახორციელებენ.

ლ კალციუმი ანეიტრალებს მავნე მჟავებს და ამით მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც უჯრედის ბირთვის ძირითადი ნაწილი.

ლ მაგნიუმის მონაწილეობით მიმდინარეობს კუნთების მოდუნება; მას აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი თვისება, რითაც ასტიმულებს ნაწლავის პერისტალტიკას და აძლიერებს ნაღვლის გადინებას.

ლ ნატრიუმს უმთავრესად სისხლის პლაზმა და უჯრედშორისი სითხეები შეიცავს. იგი, გარდა იმისა, რომ ინარჩუნებს ოსმოსურ წნევას, ნერვული სისტემიდან კუნთებისა და ცალკეული შემსრულებელი ორგანოებისთვის იმპულსების გადაცემაშიც მონაწილეობს.

ლ ფოსფორი ორგანიზმში ყველაზე მეტად გავრცელებული მინერალია. მისი ნაერთები  ნივთიერებათა ცვლის თითქმის ყველა რგოლში მონაწილეობს.

ლ გოგირდის ყველაზე დიდი წყარო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებია.