რატომ არის D ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისა და მამაკაცის ძალისთვის? - ენდოკრინოლოგ ანა მამასახლისის ვრცელი გზამკვლევი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

D ვიტამინი - ჰორმონი, რომელიც ჩვენს ენერგიას, იმუნიტეტს და განწყობას მართავს: რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი ანა მამასახლისი?

მოკლე ჩრდილის წესი“ და მზისგან მიღებული უფასო ჰორმონი: როგორ ავიცილოთ თავიდან D ვიტამინის დეფიციტი - განმარტავს ენდოკრინოლოგი ანა მამასახლისი

ხშირად ვფიქრობთ, რომ ქრონიკული დაღლილობა, მოზარდების გაღიზიანებადობა ან ბავშვებში ზრდის შეფერხება მხოლოდ სტრესისა და გადატვირთული გრაფიკის ბრალია. თუმცა, ამ ყველაფრის უკან შესაძლოა ერთი “უხილავი“ მიზეზი – D ვიტამინის დეფიციტი იდგეს, რომელიც სინამდვილეში უფრო ჰორმონია, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი.

რატომ არის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფარისებრი ჯირკვლისთვის, როგორ მოქმედებს მამაკაცის ენერგიაზე და რა არის “მოკლე ჩრდილის წესი“, რომელიც მზისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში გვეხმარება? ენდოკრინოლოგი ანა მამასახლისი დეტალურად გვიხსნის, რატომ გახდა D ვიტამინი თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული და, ამავდროულად, ყველაზე სათუთად გამოსაყენებელი ნივთიერება

- ქალბატონო ანა, რა არის D ვიტამინის ნაკლებობის პირველი, ხშირად შეუმჩნეველი ნიშნები ბავშვებში? (გარდა რაქიტისა, რომელიც უკიდურესი ფორმაა).

- ვიტამინი D მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვილობისა და ბავშვობის ასაკში, რადგან დიდი როლი აქვს ჩონჩხისა და ძვალკუნთოვანი სისტემის ზრდასა და განვითარებაში. მისი დეფიციტი ბავშვებში შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქი, შეუმჩნეველი სიმპტომებით, როგორიცაა ქვედა კიდურების ტკივილი, კუნთების სისუსტე და ტკივილი, ადვილად დაღლა, ზრდის შეფერხება, ოფლიანობა, განსაკუთრებით თავის არეში, ადვილად გაღიზიანებადობა, ხშირი რესპირატორული ინფექციები.

d-vitamini-1778093600.jpg

რაქიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომები რა თქმა უნდა, უფრო შესამჩნევია და ადვილად იპყრობს ყურადღებას, ესენია ქვედა კიდურების გამრუდება, ბაყაყისებრი მუცელი, ქალას ძვლების დარბილება, სიმაღლეში ზრდისა და განვითარების ეტაპების მნიშვნელოვანი ჩამორჩენა.

- როგორ აისახება დეფიციტი მოზარდების ემოციურ მდგომარეობაზე? (აკავშირებენ თუ არა თანამედროვე კვლევები D ვიტამინს თინეიჯერულ აპათიასთან ან გაღიზიანებადობასთან).

- ვიტამინი D-ს დაბალი დონე დაკავშირებულია ზოგადად დეპრესიულ სიმპტომებთან ხშირად შესაძლოა აპათია, დაღლილობა და გაღიზიანებადობა. ზოგიერთ კვლევებში შფოთვის, სევდისა და სიბრაზის მეტი სიხშირე იყო იმ მოზარდებში, რომელთაც ჰქონდათ დ ვიტამინის დაბალი დონე, ასევე გარკვეული კავშირი იყო ქცევით დარღვევებთან აქედან გამომდინარე, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ დ ვიტამინის დეფიციტი მოზარდების ემოციური დარღვევების განვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად.

- რამდენად დიდია მისი როლი კბილის მინანქრის ჩამოყალიბებაში?

- დ ვიტამინს მნიშვნელოვანი როლი აქვს კბილის მინანქრის ფორმირებასა და საერთო სტომატოლოგიურ ჯანმრთელობაში, თუმცა ის არ არის ერთადერთი ფაქტორი. მისი მთავარი ფუნქციაა კალციუმისა და ფოსფორის სწორად ათვისება, რაც აუცილებელია მინანქრის მინერალიზაციისთვის. D ვიტამინი ხელს უწყობს მინანქრის აღდგენას, კალციუმის კბილებამდე ტრანსპორტირების ხელშეწყობით, რამაც შეიძლება შეაჩეროს მინანქრის მცირე დაზიანება.

დეფიციტი პირდაპირ აუარესებს კბილების ჯანმრთელობას, კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის შემცირებით, რომლებიც აუცილებელია მინანქრის მინერალიზაციის, სიმტკიცისა და რემინერალიზაციისთვის. დეფიციტი განაპირობებს ემალის შესუსტებას, ჰიპომინერალიზაციას ზრდის კარიესის რისკს და დაკავშირებულია ქრონიკულ პაროდონტალურ დაავადებებთან.

- როგორ მონაწილეობს D ვიტამინი ჰორმონალურ ბალანსში და რა კავშირი აქვს მას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებასთან?

- დ ვიტამინი თავად სტეროიდული ჰორმონია, მისი მნიშვნელობის, მოქმედების და წარმოქმნის მექანიზმების გათვალისწინებით. მისი რეცეპტორები ფართოდ არის გავრცელებული ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების უმეტესობაში. ძვლის მეტაბოლიზმსა და კალციუმ-ფოსფორის ჰომეოსტაზში მისი როლის გარდა, D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავტოიმუნურ დაავადებებში, კიბოსა და მეტაბოლურ სინდრომებში. ანუ გარდა ძვლოვანი სარგებლისა, მას გააჩნია არა ძვლოვანი მოქმედება და ბენეფიტები.

D ვიტამინი აუცილებელია მრავალი ორგანოს, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ D ვიტამინის დეფიციტი ითვლება ფარისებრი ჯირკვლის მრავალი დაავადების, მათ შორის აუტოიმუნური ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორად.

D ვიტამინსა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას შორის ურთიერთქმედება ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა არსებობს რიგი კვლევები რომლებიც ავლენს კორელაციას, ამ კვლევების მიხედვით D ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური აქტივობის რეგულირებას და ანთების შემცირებას. დ ვიტამინის ადეკვატური დონის შენარჩუნება - ამცირებს ავტოიმუნურ პასუხს ფარისებრ ჯირკვალზე და აუმჯობესებს

ჰორმონალურ ბალანს. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ დაავადებებს როგორცაა აუტოიმუნური (ჰაშიმოტოს) თირეოიდიტი და გრეივსის დაავადება. ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე ადამიანების 85%-ს აღენიშნება D ვიტამინის დეფიციტი. რიგი კვლევები მიუთითებს, რომ D ვიტამინის დანამატებს შეუძლიათ შეამცირონ TSH დონე (ანუ გააუმჯობესონ ჰორმონალური ბალანსი) და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეამცირონ აუტოიმუნური თირეოიდიტის პროგრესირება), თუმცა ეს კიდევ საჭიროებს დაზუსტებას.

d-vitaminii-1778093634.jpg

- მართალია თუ არა, რომ მამაკაცებში D ვიტამინის ადეკვატური დონე პირდაპირ კავშირშია ტესტოსტერონის სინთეზთან და კუნთოვან მასასთან?

- D ვიტამინი, რომელიც უფრო ჰორმონის მსგავსად მოქმედებს, ვიდრე ვიტამინის, გავლენას ახდენს ტესტოსტერონის წარმოებაზე სათესლე ჯირკვლის ქსოვილში რეცეპტორებთან შეკავშირებით, ხოლო დეფიციტი ხშირად თანხვედრაშია ტესტოსტერონის დაბალ დონესთან, ნაყოფიერების დაქვეითებასთან და ენერგიის შემცირებასთან. დეფიციტის გამოსასწორებლად დანამატების მიღებამ შეიძლება გაზარდოს ტესტოსტერონის საერთო და თავისუფალი დონე, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს დაახლოებით 25%-იან ზრდას. დეფიციტის გამოსწორებამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გააუმჯობესოს: ენერგია, ფიზიკური გამძლეობა,კუნთური ძალა, ლიბიდო.

ტესტოსტერონის დონე მამაკაცებში დაკავშირებულია კუნთურ მასასთან და ზოგადადაც D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებაში. D ვიტამინის დეფიციტი პირდაპირ კავშირშია კუნთოვანი მასის, ძალისა და ფუნქციის შემცირებასთან, რაც ხშირად ხელს უწყობს სარკოპენიას (ასაკთან დაკავშირებული კუნთოვანი მასის დაკარგვას) და დაცემის მაღალ რისკს.

დ ვიტამინის დეფიციტი ასევე ასოცირდება კუნთოვანი მასის შემცირებასთან და სხეულის ცხიმის მომატებასთან. დაბალი დონე იწვევს კუნთების ტკივილს, კუნთების ძალის შემცირებას და ატროფიას, აფერხებს კუნთების აღდგენას და შეკუმშვას, ამცირებს ძალას და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

-რატომ უჩივიან ადამიანები შუა ასაკში ქრონიკულ დაღლილობას მაშინაც კი, როცა გამოძინებას ახერხებენ? არის თუ არა ეს D ვიტამინის "ბრალი"?

- ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს დ ვიტამინის "ბრალი"და ასევე შესაძლოა კავშირში იყოს სხვადასხვა დაავადებებთან, როგორიცაა, ანემია, ჰიპოთირეოზი, დეპრესია, გლუკოზის დარღვევები სისხლში, ძილის აპნოე. დღესდღეობით ძალიან გავრცელებული პრობლემაა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რომელიც ცივილიზაციის განვითარების შედეგია და მუდმივ სტრესს და ცხოვრების აუტანლად სწრაფ ტემპს უკავშირდება. ის ასევე კავშირშია მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტთან, განსაკუთრებით დ ვიტამინის დეფიციტთან.

ბოლო დროს სულ უფრო მეტი კვლევა ინტერესდება, თუ როგორ უწყობს ხელს D ვიტამინის დეფიციტი, დაღლილობას და მასთან დაკავშირებულ სიმპტომებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს. დანამატების მიღება ხშირად დაკავშირებულია სიმპტომების შემსუბუქებასთან.

- გავრცელებული მოსაზრებით, ხელისგულების 15 წუთით მზეზე მოხვედრა საკმარისია დღიური დოზის მისაღებად.

- მზის სხივები უდავოდ D ვიტამინის მიღების ყველაზე ოპტიმალური გზაა, სხვა მრავალი სარგებლის გარდა, ის უფასოა და ჩვენს ორგანიზმს შეუძლია თავად დაარეგულიროს მიღებული D ვიტამინის რაოდენობა, რაც მის ტოქსიკურობას ნაკლებად სავარაუდოს ხდის. კანს აქვს 7-დე ჰიდროქოლესტერინი, რომელიც შთანთქავს ულტრაიისფერ B გამოსხივებას და გარდაიქმნება პრევიტამინ D3-ად, რომელიც თავის მხრივ იზომერიზებულია D3 ვიტამინად.

ოპტიმალურია მზეზე ყოფნა დღეში 5-დან 30 წუთამდე, საშუალოდ 15 წთ, კვირის უმეტეს დღეებში, მზისგან დამცავი კრემის გარეშე, რადგან SPF ≤8-მა შეიძლება დაბლოკოს ორგანიზმის უნარი, შეიწოვოს UVB სხივები D ვიტამინის ეფექტურად წარმოსაქმნელად.

არსებობს ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებასა და D ვიტამინის სინთეზზე, მათ შორის სეზონი, დრო და დღის ხანგრძლივობა, ღრუბლიანობა, გარემოს დაბინძურება, მელანინის შემცველობა და მზისგან დამცავი კრემი, როგორც აღვნიშნეთ.

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები თან გვირჩევს მზის აბაზანებს მზისგან დამცავი კრემის გარეშე, მაინც გონივრულია მზეზე ყოფნის დროის შეზღუდვა კანის კიბოს განვითარების გაზრდილი რისკის გამო, მზისგან დამცავი კრემის გარეშე. ოპტიმალურ პირობებში, D ვიტამინის სინთეზისთვის შეიძლება მზეზე მცირე დროის გატარება (არაუმეტეს 30 წუთისა) და შემდეგ მზისგან დამცავი კრემის რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის, შესაბამისი SPF დონის მქონე მზისგან დამცავი კრემების და ტანსაცმლის/ქუდების გამოყენება დაუცველი ადგილების დასაფარად.

მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა ასევე დამოკიდებულია კანის ტიპზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ამინდზე, დღის დროზე და სეზონზე. D ვიტამინის სინთეზი, როგორც წესი, აპრილიდან სექტემბრამდე, დილის 10 საათიდან შუადღის 3 საათამდეა შესაძლებელი, რადგან მზის დაცემის კუთხე არ იძლევა საკმარისი ულტრაიისფერი გამოსხივების საშუალებას წლის დანარჩენ პერიოდში.

რათა მზის სხივებმა ეფექტურად წარმოქმნას D ვიტამინი კანში. ჩრდილი უნდა იყოს ადამიანის სიმაღლეზე მოკლე, ეს ნიშნავს, რომ მზე ცაში საკმაოდ მაღლა უნდა იყოს, რაც, როგორც წესი, ხდება დილის 10-11 საათიდან შუადღის 3-4 საათამდე და ამას მოკლე ჩრდილის წესს უწოდებენ. ეს წესი ეხმარება ორგანიზმს ულტრაიისფერი B (UVB) სხივების მაქსიმალურად ათვისებაში.

თუ ჩრდილი თქვენზე გრძელია, ეს ნიშნავს, რომ მზის სხივები ირიბად მოდის და D ვიტამინის სინთეზი მინიმალურია. კვირაში რამდენჯერმე 15-20 წუთი მზის აბაზანა საკმარისია (ღია ფერის კანის შემთხვევაში უფრო ნაკლები დროცაა საჭირო).

bavshvi-1778093738.jpg

მზის სხივი უნდა ეცემოდეს ხელებს, ფეხებს ან ზურგს ან მუცელს. მნიშვნელოვანია, რომ კანი შიშველი იყოს, ხელისგულები (და ფეხისგულები) ნაკლებად ეფექტური ადგილია. ამ ადგილებში კანი უფრო სქელია და შეიცავს ნაკლებ რეცეპტორებს, რომლებიც საჭიროა ვიტამინ D-ს სინთეზისთვის. ასევე, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები D ვიტამინს არ წარმოქმნის, რადგან მინა ბლოკავს UVB სხივებს.

D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით ეფექტურად მიღების ერთადერთი გზა , მზის აბაზანების შემდეგ რჩება დანამატების სახით დ ვიტამინის მიღება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანებმა ეს თვითნებურად და ექიმის რეკომენდაციების გარეშე გააკეთონ. რა თქმა უნდა, საჭიროა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და შესაბამისად ექიმის რეკომენდაციით, ასაკის, სქესის, წონის, თანმხლები დაავადებების მიხედვით დოზის შერჩევა.

- რატომ არის საშიში D ვიტამინის თვითნებური, გადაჭარბებული დოზებით მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე?

- თვითნებურად დ ვიტამინის მიღება არაა გონივრული გადაწყვეტილება, რადგან ორგანიზმში დ ვიტამინს როგორც დეფიციტი ასევე ჭარბი რაოდენობა არის მავნებელი. დ ვიტამინის დანამატების ჭარბი, მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მიღება განაპირობებს ტოქსიური რაოდენობით დ ვიტამინს დაგროვებას. D ვიტამინის ტოქსიურობა, სერიოზული მდგომარეობაა, რაც იწვევს სისხლში კალციუმის საშიშად მაღალ დონეს (ჰიპერკალციემია). ახასიათებს: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, სისუსტე, ხშირი შარდვა, კუნთების სისუსტე და სიარულის გაძნელება, ძვლების ტკივილი, გაძლიერებული წყურვილი, ძლიერი დეჰიდრატაცია, თირკმლის პრობლემები ( უკმარისობა, კენჭოვანი დაავადება ) და გულის არითმიები. ძირითადი რისკ-ფაქტორია ყოველდღიურად 10,000 ერთეულზე მეტის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თუმცა ტოქსიკურობა შეიძლება განვითარდეს უფრო დაბალი დოზებით რეგულარულად და თვეების მანძილზე მიღების დროს.

ლაბორატორიულად 100 ნგ/მლ-ზე მეტი დონე - ითვლება რომ არის პოტენციურად სარისკო მდგომარეობა, ხოლო კლინიკური ტოქსიკურობის სიმპტომები ჩვეულებრივ მაშინ ვლინდება, როდესაც შრატში 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს დონე 150 ნგ/მლ-ზე მეტია.

შესაბამისად, თუ იღებთ D ვიტამინის დანამატს, პერიოდულად აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი D ვიტამინის დონის შესამოწმებლად.

- რატომ გახდა D ვიტამინი “მთავარი“ ვიტამინი, მაშინ როცა კალციუმის თუ კალიუმის დეფიციტიც კრიტიკულია?

- პრობლემა რეალური და გლობალურია, თუმცა ვიტყოდი რომ მოდური და ტრენდული გახდა საზოგადოებაში რაც მიუღებელია, ვინაიდან დ ვიტამინი არ არის მხოლოდ დანამატი, მას გააჩნია თავისი გამოხატული ეფექტები, ჩვენებები თუ უკუჩვენებები. გახსოვდეთ, დ ვიტამინის დანამატების მიღებამ არ უნდა გაგვიტაცოს.

კალიუმისა და კალციუმის დეფიციტიც რა თქმა უნდა საყურადღებოა, ამასთან კლინიკურად ადვილად ამოსაცნობი და ხშირ შემთხვევაში მწვავე. მძიმე კალიუმის დეფიციტი სწრაფად იწვევს არითმიას, კალციუმის მძიმე დარღვევა კი კრუნჩხვებს ან გულის პრობლემებს.

D ვიტამინის დეფიციტი კი ვითარდება ნელა და ხშირად უსიმპტომოა, ვფიქრობ დიდი ინტერესი დ ვიტამინთან დაკავშირებით გამოწვეულია მისი არა მხოლოდ ძვლოვანი, არამედ არაძვლოვანი ეფექტების და ბენეფიტების არსებობის გამო. თუმცა, გვახსოვდეს რომ დ ვიტამინი არ არის პანაცეა და სასწაულმოქმედი. თავისი მოქმედებით არის უნიკალური, მაგრამ მხოლოდ სწორი და ჩვენების მიხედვით გამოყენების შემთხვევაშია მისი სარგებელი დიდი.