ლიპიდები ჩვენს ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიპიდები ჩვენს ორგანიზმში

1) ენერგეტიკული – ერთი გრამი ცხიმის წვისას 39 კილოჯოული ენერგია თავისუფლდება. ამასთან, ცხიმები ენერგიის ყველაზე მოცულობითი წყაროა, განსაკუთრებით – გამძლეობაზე მოვარჯიშე სპორტსმენებისათვის. საყურადღებოა ის, რომ ცხიმების დაჟანგვით მიღებული ენერგია გამოიყენება არა მხოლოდ მუშაობისას, არამედ მოსვენების პერიოდშიც აღდგენითი პროცესების უზრუნველსაყოფად;

2) თბოსაიზოლაციო – პოლარულ ცხოველებსა და მცენარეებს შორის;

3) დამცველობითი (ამორტიზაციული) – ცხიმები იცავს შინაგან ორგანოებს მექანიკური დაზიანებებისაგან და აფიქსირებს მათ;

4) საშენი – ცხიმები უჯრედთა მემბრანების სტრუქტურული კომპონენტია. ლიპიდებით განსაკუთრებულად მდიდარია ნერვული ქსოვილი;

5) ჰორმონული – ლიპიდები ასრულებენ რეგულატორულ ფუნქციას, წარმოადგენენ რა სტეროიდული ჰორმონების საფუძველს. გარდა ამისა, ლიპიდები გვევლინება გამხსნელებად მრავალი არაპოლარული შენაერთისათვის.

ორგანიზმში არსებული ყველა ცხიმი იყოფა ორ დიდ ჯგუფად – სარეზერვო და პროტოპლაზმურ ცხიმად.

სარეზერვო ცხიმი

სარეზერვო ცხიმი განთავსებულია კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, ბადექონში, თირკმელებისა და სხვა შინაგან ორგანოთა კაფსულაში. ცხიმოვანი (ანუ ადიპოზური) ქსოვილი დეპოს ფუნქციას ასრულებს – სისხლიდან შთანთქავს ლიპიდებს და ათავისუფლებს მათ საჭიროების შემთხვევაში (ენერგოდანახარჯების გაზრდისას). ცხიმის შემცველ უჯრედებს ადიპოციტებს უწოდებენ. ამ უჯრედებს სფერული ფორმა აქვს და მათ უდიდეს ნაწილს ცხიმის წვეთი ქმნის. სარეზერვო ცხიმის შედგენილობა ფართო საზღვრებში მერყეობს კვების ხასიათზე, ორგანიზმის ფუნქციურ მდგომარეობასა და ფიზიკურ აქტივობაზე დამოკიდებულებით. ნორმის დროს ის შეადგენს სხეულის მასის 10-15%-ს, გაცხიმოვნების დროს კი – 30%-სა და მეტს.

პროტოპლაზმური ცხიმი

პროტოპლაზმური ცხიმი შედის უჯრედთა პლაზმური მემბრანების (განსაკუთრებით – ნერვულ უჯრედთა მემბრანების) შემადგენლობაში. ის სტეროიდული ჰორმონების საფუძველია. მისი პროცენტული შემცველობა და ასევე სხვადასხვა ლიპიდურ ფრაქციებს შორის შეფარდება მეტად მდგრადი და მუდმივია, მკაცრად რეგულირდება და არ იცვლება შიმშილობის დროსაც კი.

ლიპიდური ცვლის დარღვევის ძირითადი სახეები

ათეროსკლეროზი

სისხლძარღვთა ამომფენი (შიგნითა) შრის – ენდოთელიუმის – დაზიანებისას ლიპოპროტეინები შეიჭრებიან რა სისხლძარღვთა კედელში, შთაინთქმებიან ფაგოციტების (მშთანთქავი უჯრედების) მიერ. მათი ყველა შემადგენელი ნაწილი ფერმენტების გავლენით იშლება, გარდა ქოლესტერინის ეთერებისა, რამეთუ ფაგოციტებს ამ უკანასკნელთა დაშლისათვის შესაბამისი ფერმენტები არ გააჩნიათ. ქოლესტერინის ეთერები ინკაფსულაციას განიცდიან შემაერთებელი ქსოვილით, მათზე ლაგდება მარილები და წარმოიქმნება ათერომული ფოლაქები. შედეგად სისხლძარღვის სანათური ვიწროვდება, შესაბამისი ქსოვილის სისხლით მომარაგება უარესდება, საბოლოოდ კი ორგანოს ატროფია ვითარდება. ათეროსკლეროზის მიზეზი შესაძლოა იყოს ქოლესტერინის ტრანსპორტის ან სინთეზის (წარმოქმნის) დარღვევა, რაც, თავის მხრივ, დასაბამს აძლევს ჰიპერქოლესტერინემიას, ანუ სისხლში ქოლესტერინის მაღალ შემცველობას.

ნაღველკენჭოვანი დაავადება

ქოლესტერინი ნაღვლის მჟავების ერთ-ერთი კომპონენტია. ის შეიძლება არსებობდეს კრისტალების სახით, რომელთა ერთმანეთთან გაერთიანება-შეწებების გამოც კენჭები წარმოიქმნება.

ცხიმების ძირითადი წყარო და ნორმა კვებისას

ლიპიდები ჩვენს ორგანიზმში მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით აღწევს. ცხოველური ცხიმები და მცენარეული ზეთები ორგანიზმის ერთგვარი კონცენტრირებული ენერგეტიკული და სამშენებლო რეზერვია. ეს, ფაქტობრივად, წყალში უხსნადი ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებებია, რომლებიც შედგება ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებისაგან.

ცხიმები ჩვენი კვების აუცილებელი კომპონენტია. საკვებთან ერთად ცხიმების მიღების მკვეთრად შეზღუდვამ შესაძლოა მრავალ არასასურველ ცვლილებას მისცეს დასაბამი, მათ შორის – ქსოვილებში მიმდინარე დეგენერაციულ პროცესებს, დისტროფიას, ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის დასუსტებას და სხვა.

საყურადღებოა ისიც, რომ ცხიმოვან ქსოვილში გროვდება ცხიმში ხსნადი ვიტამინები. რაც მთავარია, ცხიმების ბიოლოგიური ღირებულება განისაზღვრება მათში შეუცვლელი კომპონენტების – პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების არსებობით. აღნიშნული მჟავები ზოგიერთი ამინომჟავისა და ვიტამინის მსგავსად ორგანიზმში არ სინთეზდება და აუცილებლად საკვებიდან უნდა მოხვდეს.

პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ძირითად წყაროს, უპირველესად, მცენარეული ზეთები წარმოადგენს. ცნობილია, რომ 25-30 გრამი მცენარეული ზეთი უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის დღეღამურ მოთხოვნილებას პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებზე. საკვებ პროდუქტებში ცხიმებთან ერთად ლიპიდების კლასის სხვა ნივთიერებებსაც ვხვდებით. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფოსფოლიპიდებს, კერძოდ კი, ლეციტინს, რომელიც მნიშვნელოვან ბიოლოგიურ თვისებებს ფლობს. როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვები პროდუქტები შეიცავს სტერინებს. ცხოველური სტერინებიდან უმნიშვნელოვანესია ქოლესტერინი. მცენარეულ პროდუქტებში ყველაზე მეტად გავრცელებულია ბეტა-სიტოსტერინი, რომელიც ნორმალიზებას უწევს ქოლესტერინულ ცვლას. ის ქოლესტერინთან უხსნად კომპლექსებს წარმოქმნის. ეს კომპლექსები აფერხებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამით აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

ყველაზე დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს კვერცხი (0,57%), ყველი (0,28-1,61%), კარაქი (0,17-0,21%), ღვიძლი (0,13-0,27%). ხორცში, საშუალოდ, 0,06-0,1% ქოლესტერინია, თევზში კი – 0,3%-მდე. ჩვეულებრივ, დღიურ საკვებ რაციონში უნდა შედიოდეს 500 მგ ქოლესტერინი. უკუჩვენებებისას კი მისი შემცველობა შესაძლოა 300 მგ-მდე შემცირდეს.

სპორტული ვარჯიშისას იზრდება ლიპიდებზე მოთხოვნილება, განსაკუთრებით პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებზე, ფოსფოლიპიდებსა და სტეროიდებზე. გამძლეობაზე ინტენსიური ვარჯიშის ან შეჯიბრებისას დღეღამური ენერგოდანახარჯების რეგულარულად აღდგენის მხრივ გარკვეული სიძნელეები აღმოცენდება. მისი აღმოფხვრა შესაძლოა საკვებით ლიპიდების და მათი ცვლის მასტიმულირებელი ნივთიერებების მოხმარების გაზრდის ხარჯზე. ასე რომ, ადეკვატურ და რაციონალურ საკვებ რაციონს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სპორტსმენებისათვის. ზრდასრული ადამიანის მოთხოვნილება ცხიმზე დღე-ღამეში 80-100 გრამს შეადგენს.