შაქრის შემცვლელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრის შემცვლელები

რით განსხვავდება ხელოვნური დამატკბობლები ერთმანეთისგან? ცალსახად თუ ვიტყვით - ქიმიური ფორმულით.

სახარინი

დამატკბობელი 1879 წელს აღმოაჩინა აშშ-ში კონსტანტინ ფალბერგმა. ლაბორატორიაში მუშაობის დასრულების შემდეგ მან დაარღვია უსაფრთხოების ყველა წესი და გაუსინჯა გემო იმ ნივთიერებას, რომელზეც მუშაობდა. ის მოტკბო გემოსი აღმოჩნდა. მოგვიანებით ფალბერგმა მიიღო თანამედროვე სახარინზე პატენტი. მის დროს ნივთიერება მიიღებოდა ტოლუოლიდან. ეს მეთოდი არაეფექტური იყო და მხოლოდ XX საუკუნის შუა პერიოდში მოიგონეს მეთოდი, რომელიც სახარინის სამრეწველო მასშტაბით წარმოების საშუალებას იძლეოდა.

1 გრამი სახარინი ბევრად ტკბილია 1 გრამ შაქარზე. ეს ყველა დამატკბობლის თვისებაა, განსხვავდება მხოლოდ სიტკბოს ხარისხი. მოცემულ შემთხვევაში შაქარი ჩამორჩება ხელოვნურ დამატკბობელს 300-700-ჯერ.

1970-იან წლებში გამოჩნდა კვლევა, რომლის თანახმადაც, დამატკბობელი მოქმედებდა შარდის ბუშტის კიბოს განვითარებაზე. თუმცა შემდგომ გამოირკვა, რომ მოცემულ შემთხვევაში მღრღნელებზე ჩატარებული ტესტები არ იყო საჩვენებელი, რადგანაც ეს მექანიზმი ადამიანის ორგანიზმზე არ მოქმედებს. სახარინი უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებულებისათვის.

ასპარტამი

პირველად სინთეზირდა 1965 წელს. დაახლოებით 200-ჯერ ტკბილია შაქარზე, პრაქტიკულად არ გააჩნია ენერგეტიკული ღირებულება.

ასპარტამი საფუძვლიანადაა გამოკვლეული და ჯანმრთელობისათვის სერიოზული საშიშროების შემცველი არ არის. მისი კრიტიკა უკავშირდება იმას, რომ ქიმიური რეაქციის მიმდინარეობისას ასპარტამი გამოყოფს მეთანოლს. თუმცა იგივე ნივთიერება, ამასთან - დიდი კონცენტრაციით, ჩნდება ნატურალურ წვენებშიც გამოწურვიდან სამ საათში. მაგალითად, ვაშლის, სტაფილოს, ფორთოხლის ან პომიდვრის წვენში.

დამატკბობელი თერმულად არამდგრადია, ამიტომ არ გამოიყენება ცხობისთვის.

ციკლამატი

1937 წელს მაიკლ სვედა მუშაობდა ილინოისის უნივერსიტეტში სიცხის დამწევ პრეპარატზე. ერთხელაც მან სიგარეტი დადო მაგიდაზე და როდესაც ისევ მოსწია, იგრძნო ტკბილი გემო. ასე გაიცნო სამყარომ კიდევ ერთი სინთეზური დამატკბობელი.

ნატრიუმის ციკლამატი 30-50-ჯერ ტკბილია შაქარზე. ხშირად გამოიყენება სახარინისა და ციკლამატის ნარევი 10:1-ზე, რათა ორივე ნაერთის უსიამოვნო გემო გააუვნებელყოს.

1969 წელს გამოჩნდა პუბლიკაცია, რომლის მიხედვითაც ამ ნარევს უკავშირდებოდა შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკი. ატეხილ ხმაურში ვერავინ შეამჩნია, რომ კორელაცია აღმოჩნდა მღრღნელების 3%-ში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დღეში იმდენ ტკბილს მივცემდით, რამდენსაც შეიცავს 550 ქილა გაზიანი სასმელი.

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ აშშ-ში ციკლამატი აიკრძალა. 1982 წელს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული კონტროლის სააგენტომ (FDA) განაცხადა, რომ მეცნიერულად დადასტურებული კავშირი სიმსივნის გაჩენასა და ამ ნივთიერების გამოყენებას შორის არ აღმოჩენილა. თუმცა თავისი პირვანდელი გადაწყვეტილება ორგანიზაციამ ძალაში დატოვა.

ასპარტამისგან განსხვავებით, ციკლამატი მდგრადია გაცხელებისადმი, ამიტომ მას იყენებენ კულინარიაში.

სუკრალოზა

ქიმიურად ყველაზე ახლოს დგას ჩვეულებრივ შაქართან. ამითაა განპირობებული მისი გემო, რომელიც არ საჭიროებს დამატებით მოდიფიკაციას, სუკრალოზა დაპატენტდა 1976 წელს. ნივთიერება არ იშლება ადამიანის ორგანიზმში და არ არის კალორიული.

მრავალმა კვლევამ დაადასტურა სუკრა­ლოზას უსაფრთხოება, საზოგადოდ, ადამიანებისა და კერძოდ, დიაბეტიანებისათვის. ის არ არის ტოქსიკური და კანცეროგენული, არ მოქმედებს შიმშილის გრძნობაზე. საინტერესო ის არის, რომ ნივთიერებას ღებულობენ პირდაპირ შაქრის მოლეკულისგან ფორმულაში მცირე მოდიფიკაციით. სუკრალოზა რამდენიმე ასეულჯერ ტკბილია შაქარზე.

სასარგებლოა თუ არა დამატკბობლები

მათი საშუალებით შეუძლიათ ტკბილის მირთმევა ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.

დამატკბობელი არის ჭარბ წონასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება.

ქსილიტს მცირე რაოდენობით შეიცავს ქლიავი, მარწყვი, გოგრა, ასევე ღებულობენ ხელოვნურადაც. დამტკიცებულია მისი დადებითი გავლენა კბილებზე კარიესის პროფილაქტიკის თვალსაზრისით.

შაქრის შემცვლელებს არ აღენიშნებათ შაქრისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებები, რაც თავასთავად უკვე სარგებელზე მიუთითებს.