რა არის D ვტამინის ნაკლებობის ძირითადი ნიშანი
სპეციალისტების მონაცემებით, ამ ვიტამინის უკმარისობაზე შეიძლება მეტყველებდეს ძვლების ტკივილი და საერთო სისუსტე. მედიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ D ვიტამინის დეფიციტს უკავშირდება გულის ან ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკის ზრდა.
ექსპერტები აღნიშნული ვიტამინის მიღების წინ ექიმთან კონსულტაციას გვირჩევენ, რადგანაც D ვიტამინი ზოგიერთ სამკურნალო საშუალებასთან შეუთავსებელია.
სამწუხაროდ, D ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტების ნუსხა მწირია. მისი შევსება შესაძლებელია რაციონში ცხიმიანი თევზის (ორაგული, სკუმბრია, ტუნეცი, სარდინები, ქაშაყი) და კვერცხის გულის ჩართვით. ენდოკრინოლოგები ასევე გვირჩევენ მზის აბაზანების მიღებას.