მინერალური წყლებით მკურნალობა - გოგირდწყალბადიანი აბაზანა ახდენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მინერალური წყლებით მკურნალობა - გოგირდწყალბადიანი აბაზანა ახდენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს

საერთო აქვს ნახშირმჟავა აბაზანებთან და ამავე დროს განსხვავებული თვისებებიც ახასიათებს.

გოგირდწყალბადიანი აბაზანა ახდენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, აუმჯობესებს ძვალ-სახსართა სისტემის მდგომარეობას, დადებით გავლენას ახდენს კანზე და ზოგიერთ ენდოკრინულ დაავადებაზე. ყოველივე ამის გამო გოგირდწყალბადიანი წყლებით მკურნალობის ჩვენებათა ჩამონათვალი უფრო ფართოა.

სისხლის მიმოქცევის ორგანოთა დაავადებებთან ერთად მათი მეშვეობით წარმატებით მკურნალობენ სახსრების, ხერხემლისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს, კანის სნეულებებს, ქალურ დაავადებებს და სხვა. სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა კონცენტრაციის გოგირდწყალბდიანი წყალი. რაც უფრო მაღალია წყალში გოგირდწყალბადის შემცველობა, მით უფრო გამაღიზიანებელია მისი ზემოქმედება, ამიტომ გოგირდწყალბადის კონცენტრაცია და აბაზანის ტემპერატურა ექიმმა უნდა შეარჩიოს. გოგირწყალბადიან წყლებს მიეკუთვნება თბილისის თბილი გოგირდოვანი წყალი, მენჯი, გორიჯვარი, რუსეთში - მაცესტა, დაღესტანში - თალგა, ლატვიაში - კემერი, უცხოეთში - აახენი (გერმანია), ბადენი (ავსტრია).

რადონულ წყლებს საუცხოო სამკურნალო თვისებები აქვს. საუკეთესოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ თვისებებს, ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აწესრიგებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციას.

რადონული წყლის აბაზანები ძალზე შედეგიანია რევმატიზმის ნარჩენი მოვლენების მკურნალობისას, დადებითად მოქმედებს გულისა და სისხლძარღვების არაერთ დაავადებაზე. ამ აბაზანების გავლენით უმჯობესდება სისხლის შემადგენლობა. კურორტებზე, სადაც რადონული წყლები მოედინება, განსაკუთრებით ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებების, კანის სნეულებებისა და სხვათა მკურნალობა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება წყალტუბოს, ტყვარჩელის, პიატიგორსკის, ბელოკურიხის, ხმელნიკის მინერალური წყლები.

თერმული წყლები, რომელთა სითბური მოქმედება კარგ შედეგს იძლევა სახსრების, ხერხემლის, კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროს, გამოიყენება კურორტ აბასთუმანში, ცაიშში და სხვა. იოდ-ბრომიანი წყლები კი, რომლებსაც საუცხოო ეფექტი აქვს ხანდაზმულ ავადმყოფთა მკურნალობისას, კურორტ უჯარმასა და ჩრდილოეთ კავკასიაში (ნალჩიკი) მოიპოვება.

წაიკითხეთ სრულად