როგორ ვლინდება ორგანიზმში А ვიტამინის დეფიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვლინდება ორგანიზმში А ვიტამინის დეფიციტი

А — უნივერსალური ვიტამინია, რომელიც აუცილებელია ზრდის, რეპროდუქციის, ეპითელური და ძვლის ქსოვილის დიფერენციისათვის, ასევე იმუნიტეტისა და მხედველობის შენარჩუნებისათვის. დეფიციტის ნიშანი პირველ რიგში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემაა. А ვიტამინის დეფიციტისას ვითარდება „ქათმის სიბრმავე“. მწვავე უკმარისობისას ვითარდება მდგომარეობა რომელსაც ეწოდება ქსეროფთალმია („მშრალი თვალი“), რაც საბოლოო ჯამში იწვევს რქოვანას წყლულების განვითარებას და მხედველობის დაკარგვას.

ბავშვებში А ვიტამინი მნიშვნელოვანია ზრდისა და წონის მატებისათვის. ის მონაწილეობს ძვლების განვითარებასა და მომწიფებაში. დაბალი იმუნიტეტი ასევე შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმში А ვიტამინის უკმარისობაზე. აღნიშნული ვიტამინის უმნიშვნელო დეფიციტისას, ადამიანები მიდრეკილები არიან რესპირატორული დაავადებებისა და ინფექციური დიარეისაკენ.

А ვიტამინის მარაგების შესავსებად რეკომენდებულია მივიღოთ: თევზის ქონი, ღვიძლი, კვერცხის გული, კარაქი, ყველი, რძე, სტაფილო, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ყვითელ და მწვანე ფოთლოვან ხილ-ბოსტნეულს, როგორიცაა ბროკოლი, ისპანახ, გარგარი, გოგრა და ნესვი.