უჯრედული სუნთქვა, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემის რეგულირება, ნერვული იმპულსის გატარება - რა როლს ასრულებენ მინერალები ორგანიზმის ფუნქციონირებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უჯრედული სუნთქვა, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემის რეგულირება, ნერვული იმპულსის გატარება - რა როლს ასრულებენ მინერალები ორგანიზმის ფუნქციონირებაში

  • პირველი და ყველაზე მთავარი ფუნქცია ძვლებისა და კბილების ფორმირებაა;

  • მინერალები აკონტროლებენ გულისა და კუნთოვან შეკუმშვათა რიტმს;

  • უზრუნველყოფენ ნერვული იმპულსის გატარებას;

  • ვიტამინებთან ერთად არეგულირებენ უჯრედულ სუნთქვას;

  • მონაწილეობენ უჯრედული ცვლის რეგულაციაში. მათ აუცილებლად უნდა შეიცავდეს ის ფერმენტები და ჰორმონები, რომლებიც უჯრედულ აქტივობას განსაზღვრავს.

ძვლებისა და კბილების ფორმირება

ჩვენი ძვლები როგორც ორგანული, ისე არაორგანული ნივთიერებებისგან შედგება. მზარდი ორგანიზმის ძვლებში ორგანული და არაორგანული ნივთიერებების თანაფარდობა ორგანულთა სასარგებლოდ იხრება, ანუ მათში მეტია ელასტიკურობისა და დრეკადობის განმსაზღვრელი ცილა კოლაგენი, რომლის ხარჯზეც იზრდება ძვლები. მოზრდილი ორგანიზმის ძვლებში იმატებს არაორგანული ნივთიერებების შემცველობა - შემადგენლობის 60-70%-ს აღწევს.

კუნთოვანი შეკუმშვების რეგულაცია

ადამიანის კუნთები კალციუმის წყალობით იკუმშება, მათი მოდუნებისთვის კი აუცილებელია, კუნთოვან ქსოვილში სათანადო რაოდენობით იყოს კალიუმი, ნატრიუმი და მაგნიუმი.

ნერვული იმპულსის გატარება

ნერვული იმპულსი ელექტრული იმპულსია, რომლის გასავრცელებლადაც აუცილებელია პოტენციალთა სხვაობა. უფრო გასაგებად თუ ვიტყვით, იმისთვის, რომ ნერვულმა იმპულსმა ნორმალურად, მიზანმიმართულად და სათანადო აქტივობით გაიაროს ორგანიზმში, აუცილებელია, უჯრედშიდა და უჯრედგარე გარემოში იყოს კალიუმი და ნატრიუმი, რომელთა იონებიც უჯრედის მემბრანის შიგნით და გარეთ შექმნიან პოტენციალთა სხვაობას, რომლის შედეგადაც ნერვული იმპულსი მიზანმიმართულად და საჭიროებისამებრ გაივლის ნერვული სისტემიდან შესაბამის მორეაგირე ორგანომდე.

უჯრედული სუნთქვა

უჯრედულ სუნთქვაში მინერალები ვიტამინებთან ერთად მონაწილეობენ. ისინი ან აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას, ან, პირიქით, ასუსტებენ. მაგალითად, E ვიტამინი და სელენი ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აძლიერებენ ერთმანეთის ანტიოქსიდანტურ თვისებებს. ვიტამინი B6 ხელს უწყობს მაგნიუმის მსუბუქ ათვისებას, D ვიტამინი ძვლოვან ქსოვილს კალციუმის ათვისებაში ეხმარება.

ხდება პირიქითაც: თუ ადამიანმა რკინა კალციუმთან ერთად მიიღო, რკინის ათვისება 45%-ით შემცირდება. ყოველივე ეს მშვენივრად იციან სპეციალისტებმა, ამიტომ მიკროელემენტების მიღებისას აუცილებელია მათთან კონსულტაციის გავლა.

ვიტამინები და მიკროელემენტები უმეტესად კარგად ეწყობიან ერთმანეთს. ამის კვალობაზე, ვიტამინების მიღება მათ “მოკავშირე” მინერალთან ერთად ჯობს. ამიტომ არის, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ისინი ერთად, ვიტამინ-მინერალური კომპლექსების სახით იყიდება.