ომეგა-3-ის დეფიციტი მოწევაზე არანაკლებად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ომეგა-3-ის დეფიციტი მოწევაზე არანაკლებად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას

რომელთა შესახებაც ცნობებს 11 წლის განმავლობაში აგროვებდნენ. მკვლევარებმა თითოეული მათგანისათვის გამოთვალეს ომეგა-3 ინდექსი- მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების პროცენტულ შემადგენლობას სისხლში მოცირკულირე ცხიმოვანი მჟავების საერთო მოცულობაში. ომეგა-3-ის მაღალი ინდექსია 8%, საშუალო- 4-8%, დაბალი 4%-ზე დაბალი.

მკვლევარებმა ასევე შეაფასეს, რამდენად შესაძლებელია ომეგა-3 ინდექსზე ისეთივე ხარისხით დაყრდნობა სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირებისას, როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების განვითარების რისკის სტანდარტულ ფაქტორებზე (ასაკი, სქესი, სისხლში საერთო და "ცუდი" ქოლესტერინის დონის განსაზღვრა, მოწევა, ჰიპერტონიისა და დიაბეტის არსებობა).

აღმოჩნდა, რომ 11 წლის განმავლობაში ომეგა-3 მაქსიმალური ინდექსის მქონე ადამიანების გარდაცვალების ალბათობა 33%-ით დაბალი იყო სისხლში ამ მჟავების მინიმალური შემცველობის მქონე ადამიანებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ომეგა-3 დაბალი ინდექსი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების, შესაბამისად, ნაადრევი სიკვდილისა და სხვა სტანდარტული ფაქტორების მაღალი რისკის შემცველია.

ამასთან ომეგა-3 უკმარისობა სიცოცხლის ხანგრძლივობას თამბაქოზე ნაკლებად არ ამცირებს. მაგალითად, თუ მოწევა 65 წლის ასაკში, ადამიანს ართმევს ოთხ წელზე მეტი ხნის სიცოცხლეს, იგივე აღინიშნება ომეგა-3 დაბალი ინდექსის შემთხვევაშიდაც.

როგორც კვლევის ავტორი, გუელფის უნივერსიტეტის (კანადა) მკვლევარი მაიკლ მაკბარნი (Michael McBurney) აღნიშნავს, იაპონიაში, სადაც ომეგა-3 საშუალო ინდექსი 8%-ზე მაღალია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აშშ-სთან შედარებით (სადაც ომეგა-3 საშუალო ინდექსი 5%), ხუთი წლით უფრო მეტია. ამგვარად კვების რაციონის შეცვლა ზრდის ომეგა-3 ინდექსს, და ისევე როგორც თამბაქოზე უარის თქმა, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.