ნივთიერებათა ცვლა

საინტერესო სიახლე! - А ვიტამინს მძლავრი ცხიმის დამწვავი თვისება აღმოაჩნდა

საინტერესო სიახლე! - А ვიტამინს მძლავრი ცხიმის დამწვავი თვისება აღმოაჩნდა
ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ვიტამინ А -ს გააჩნია ცხიმის დამწვავი თვისება. ის დაბალ ტემპერატურაზე თეთრ ცხიმს გარდაქმნის ყავისფერად. ცნობილია, რომ თეთრი ცხიმი პასუხისმგებელია ენერგიის მომარაგებაზე, ხოლო ყავისფერი წვავს თეთრ ცხიმს სითბოს გამოყოფით. გარემოს ტემპერატურის დაქვეითებისას, ხდება ვიტამინი А-ს მარაგის გაზრდა.

ეს პროცესი ახდენს ყავისფერი ცხიმის სინთეზის ინიცირებას, ზრდის მეტაბოლურ აქტივობას და ენერგიის მოხმარებას. თუმცა სხეულში მაინც აღინიშნება თეთრი ცხიმის დაგროვება (ძირითადად, თეძოებისა და მუცლის მიდამოში).

კვლევის ავტორების განცხადებით, ვიტამინი А მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციაში და მოქმედებს გლობალურ ენერგეტიკულ
ცვლაზე. სპეციალისტები არ გვირჩევენ თვითნებურად, დიდი რაოდენობით ვიტამინი А-ს მიღებას. აღნიშნული ეფექტის მისაღებად, ვიტამინი А სხეულში უნდა მოხვდეს მკაცრად განსაზღვრულ დროს და საჭირო უჯრედებში.