D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება სიმსუქნის განვითარებას შეუწყოს ხელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება სიმსუქნის განვითარებას შეუწყოს ხელი

ახალი კვლევის თანახმად, ამ ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე. ამ შემთხვევაში ირღვევა მეტაბოლური ბალანსი ცხიმის დაგროვებასა და სხეულის ზრდას შორის.

კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს კავშირი D ვიტამინის დონესა და მეტაბოლურ წონასწორობას შორის. ამ ვიტამინის დეფიციტისას, სისხლში აღინიშნება ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის უფრო მაღალი დონე, რაც მეტაბოლური დისბალანსის ნიშანია და შეიძლება გამოიწვიოს კარდიო-მეტაბოლური დაავადებები. აღმოჩნდა, რომ ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რათა ენერგია მიმართული იყოს ზრდაზე და არა ცხიმის შენახვაზე.

ვიტამინის უკმარისობის ეფექტი შეისწავლეს თევზებზე. გამოკვლეული იქნა სამი ჯგუფი. პირველმა მიიღო დანამატი ვიტამინის გარეშე, მეორემ მიიღო დანამატი ვიტამინი D-თი, ხოლო მესამე ჯგუფი იყო საკონტროლო. ოთხი თვის შემდეგ შეისწავლეს შემდეგი მაჩვენებლები: ზრდა, ძვლის სიმკვრივე, სისხლში ტრიგლიცერიდების, ქოლესტერინის, D ვიტამინის დონე, ცხიმის წარმოებასთან, შენახვასა და მობილიზაციასთან და ზრდის სტიმულაციასთან დაკავშირებული ძირითადი მეტაბოლური გზები.

თევზები D ვიტამინის დეფიციტით, უფრო მცირე ზომითა და ცხიმიანობით გამოირჩეოდნენ. D ვიტამინის დანამატების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, D ვიტამინის უკმარისობის უარყოფითი შედეგები, ნაწილობრივ უკუგანვითარდა.