D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება სიმსუქნის განვითარებას შეუწყოს ხელი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება სიმსუქნის განვითარებას შეუწყოს ხელი

D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება სიმსუქნის განვითარებას შეუწყოს ხელი
D ვიტამინი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაერთია. ის აძლიერებს ძვლებს და ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. ახალი კვლევის თანახმად, ამ ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე. ამ შემთხვევაში ირღვევა მეტაბოლური ბალანსი ცხიმის დაგროვებასა და სხეულის ზრდას შორის.

კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს კავშირი D ვიტამინის დონესა და მეტაბოლურ წონასწორობას შორის. ამ ვიტამინის დეფიციტისას, სისხლში აღინიშნება ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის უფრო მაღალი დონე, რაც მეტაბოლური დისბალანსის ნიშანია და შეიძლება გამოიწვიოს კარდიო-მეტაბოლური დაავადებები. აღმოჩნდა, რომ ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რათა ენერგია მიმართული იყოს ზრდაზე და არა ცხიმის შენახვაზე.

ვიტამინის უკმარისობის ეფექტი შეისწავლეს თევზებზე. გამოკვლეული იქნა სამი ჯგუფი. პირველმა მიიღო დანამატი ვიტამინის გარეშე, მეორემ მიიღო დანამატი ვიტამინი D-თი, ხოლო მესამე ჯგუფი იყო საკონტროლო. ოთხი თვის შემდეგ შეისწავლეს შემდეგი მაჩვენებლები: ზრდა, ძვლის სიმკვრივე, სისხლში ტრიგლიცერიდების, ქოლესტერინის, D ვიტამინის დონე, ცხიმის წარმოებასთან, შენახვასა და მობილიზაციასთან და
ზრდის სტიმულაციასთან დაკავშირებული ძირითადი მეტაბოლური გზები.

თევზები D ვიტამინის დეფიციტით, უფრო მცირე ზომითა და ცხიმიანობით გამოირჩეოდნენ. D ვიტამინის დანამატების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, D ვიტამინის უკმარისობის უარყოფითი შედეგები, ნაწილობრივ უკუგანვითარდა.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ხშირად, ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი ბადები ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების
ცნობილია, რომ ქოლესტერინი მნიშვენლოვანია პლაზმური მემბრანის შენარჩუნების, სტეროიდული სასქესო ჰორმონების
ფარმაცევტმა აშშ - დან სიუზი კოენმა დაასახელა ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის უჩვეულო ნიშნები:
ცნობილია, რომ ვიტამინი D-ს დეფიციტისას აღინშინება ძვლოვანი ქსოვილის დარბილება
ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ვიტამინ А -ს გააჩნია ცხიმის დამწვავი თვისება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად