პროდუქტები, რომლებიც ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროდუქტები, რომლებიც ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში

რადგან ქოლესტერინის დონის მატება და ათერომული ფოლაქების ჩალაგება სისხლძარღვთა კედლებზე სულ უფრო მეტად აღრმავებს ათეროსკლეროზულ პროცესებს ორგანიზმში და საშიშ დაავადებათა განვითარების რისკს ზრდის.

პროდუქტები, რომლებიც ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში

კონცენტრირებული ბულიონები

საზოგადოდ ხორცი და ქოლესტერინი განუყოფელი მცნებებია. იგივე ეხება სოკოსა და თევზის ბულიონებს. ასაკოვანი ადამიანებისთვის აღნიშნული ბულიონების ჭამა არარეკომენდებულია, და მაინც, თუ ვერ ელევით ამ სახის წვნიანს, მოსახარშად უმჯობესია უძვლო ხორცი გამოიყენოთ, რადგან სწორედ ძვლებია დიდი რაოდენობით ქოლესტერინისა და კალორიების წყარო.

ცხიმიანი ხორცი

ღორის, ცხვრის, ბატისა და ინდაურის ხორცი ასევე მავნებელია ასაკოვანი ადამიანებისთვის, დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველობის გამო. ნაჯერი ცხიმები ხომ ჯანმრთელობისათვის მავნე ცხიმებად არის აღიარებული, ისინი უშუალოდ უკავშირდება ე.წ ცუდ ქოლესტერინს.

ამ კუთხით საყურადღებოა აგრეთვე ტვინი და ღვიძლი. ეს პროდუქტები ასევე ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში.

შებოლილი პროდუქტები, ძეხვეული და კონსერვები

დასახელებული პროდუქტების ჭამა სერიოზული დარტყმაა ორგანიზმისათვის. ისინი გაჯერებულია საკვები დანამატებითა და ტრანსცხიმებით, რომლებიც ყველაზე საშიში ცხიმებია ორგანიზმისათვის. სწორედ ისინი აჩქარებს ათერომული ფოლაქების განვითარებას და სისხლძარღვთა დაზიანებას. გარდა ამისა კანცეროგენებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს.

რძის პროდუქტები

არასასურველი პროდუქტების სიაშია მაღალი ცხიმიანობის რძე, როგორც ახალმოწველილი ასევე შედედებული, ნაღები, არაჟანი, ცხიმიანი ხაჭო და 30 %-ზე მეტი ცხიმიანობის ყველი. ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი გაჯერებულია ცხოველური ცხიმებით, რომლებიც ზრდის ქოლესტერინის დონეს. ცალკე უნდა გამოიყოს მარგარინი, რომელიც განსაკუთრებულად მავნე ტრანსცხიმებითაა გაჯერებული.

საკონდიტრო ნაწარმი

ნამცხვრები და საზოგადოდ საკონდიტრო ნაწარმი შეიცავს მარგარინს ან ემულგირებულ მცენარეულ ცხიმს, რომელთა შემადგენლობაშიც ათეროსკლეროზის გამომწვევი ტრანსცხიმებია. იმისაც შეგახსენებთ, რომ დიდი რაოდენობით შაქარი ცხიმებზე არანაკლებ მავნებელია სისხლძარღვთა კედლებისათვის. მავნებელია ორგანიზმსათვის ასევე გაზიანი სასმელებიც.

ჯანსაღ საკვებსა და რაციონალურ, დაბალანსებულ კვებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჯანმრთელობისათვის. მხოლოდ ჯანსაღი და ორგანიზმისათვის სასარგებლო საკვები პროდუქტებითაა შესაძლებელი სისხლძარღვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და საშიშ დაავადებათა არიდება!