პროდუქტები, რომლებიც ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

პროდუქტები, რომლებიც ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში

პროდუქტები, რომლებიც ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში
ასაკთან ერთად სულ უფრო მეტად უნდა მიაქციოთ ყურადღება კვების რაციონს,
რადგან ქოლესტერინის დონის მატება და ათერომული ფოლაქების ჩალაგება სისხლძარღვთა კედლებზე სულ უფრო მეტად აღრმავებს ათეროსკლეროზულ პროცესებს ორგანიზმში და საშიშ დაავადებათა განვითარების რისკს ზრდის.

პროდუქტები, რომლებიც ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში


კონცენტრირებული ბულიონები

საზოგადოდ ხორცი და ქოლესტერინი განუყოფელი მცნებებია. იგივე ეხება სოკოსა და თევზის ბულიონებს. ასაკოვანი ადამიანებისთვის აღნიშნული ბულიონების ჭამა არარეკომენდებულია, და მაინც, თუ ვერ ელევით ამ სახის წვნიანს, მოსახარშად უმჯობესია უძვლო ხორცი გამოიყენოთ, რადგან სწორედ ძვლებია დიდი რაოდენობით ქოლესტერინისა და კალორიების წყარო.

ცხიმიანი ხორცი

ღორის, ცხვრის, ბატისა და ინდაურის ხორცი ასევე მავნებელია ასაკოვანი ადამიანებისთვის, დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველობის გამო. ნაჯერი ცხიმები ხომ ჯანმრთელობისათვის მავნე ცხიმებად არის აღიარებული, ისინი უშუალოდ უკავშირდება ე.წ ცუდ ქოლესტერინს.
ამ კუთხით საყურადღებოა აგრეთვე ტვინი და ღვიძლი. ეს პროდუქტები ასევე ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში.

შებოლილი პროდუქტები,
ძეხვეული და კონსერვები

დასახელებული პროდუქტების ჭამა სერიოზული დარტყმაა ორგანიზმისათვის. ისინი გაჯერებულია საკვები დანამატებითა და ტრანსცხიმებით, რომლებიც ყველაზე საშიში ცხიმებია ორგანიზმისათვის. სწორედ ისინი აჩქარებს ათერომული ფოლაქების განვითარებას და სისხლძარღვთა დაზიანებას. გარდა ამისა კანცეროგენებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს.

რძის პროდუქტები

არასასურველი პროდუქტების სიაშია მაღალი ცხიმიანობის რძე, როგორც ახალმოწველილი ასევე შედედებული, ნაღები, არაჟანი, ცხიმიანი ხაჭო და 30 %-ზე მეტი ცხიმიანობის ყველი. ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი გაჯერებულია ცხოველური ცხიმებით, რომლებიც ზრდის ქოლესტერინის დონეს. ცალკე უნდა გამოიყოს მარგარინი, რომელიც განსაკუთრებულად მავნე ტრანსცხიმებითაა გაჯერებული.

საკონდიტრო ნაწარმი

ნამცხვრები და საზოგადოდ საკონდიტრო ნაწარმი შეიცავს მარგარინს ან ემულგირებულ მცენარეულ ცხიმს, რომელთა შემადგენლობაშიც ათეროსკლეროზის გამომწვევი ტრანსცხიმებია. იმისაც შეგახსენებთ, რომ დიდი რაოდენობით შაქარი ცხიმებზე არანაკლებ მავნებელია სისხლძარღვთა კედლებისათვის. მავნებელია ორგანიზმსათვის ასევე გაზიანი სასმელებიც.

ჯანსაღ საკვებსა და რაციონალურ, დაბალანსებულ კვებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჯანმრთელობისათვის. მხოლოდ ჯანსაღი და ორგანიზმისათვის სასარგებლო საკვები პროდუქტებითაა შესაძლებელი სისხლძარღვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და საშიშ დაავადებათა არიდება!





გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 11-10-2020
Ia
პირველ რიგში ქოლესტერინის მომატებისას შესამოწმებელია ფარისებრი ჯირკვალი და ღვიძლის მდგომარეობა.მაშინვე წამალს გაჯახებენ და დიეტას,არ ამოწმებენ იმას რც იწვევს ცუდი ქოლესტერინის მომატებას
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ ვიტამინი D-ს დეფიციტისას აღინშინება ძვლოვანი ქსოვილის დარბილება
ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ვიტამინ А -ს გააჩნია ცხიმის დამწვავი თვისება.
D ვიტამინი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაერთია. ის აძლიერებს ძვლებს და ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას.
კალციუმი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია. ის აუცილებელია
აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ვიტამინი С შეიძლება იყოს ხანდაზმულ ასაკში კუნთოვანი
ცნობილია, რომ D ვიტამინი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ ცვლაში, აუცილებელია სისხლის შედედებისათვის,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად