მოძრაობა, ვარჯიში და ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოძრაობა, ვარჯიში და ნივთიერებათა ცვლა

ისეთია, რომ საკმაოდ მცირდება ფიზიკური აქტიურობის დრო და იზრდება ოფისში, შინ, ტელევიზორის წინ გატარებული დღის მონაკვეთი.

უკვე დამტკიცებულია და ეჭვს არ იწვევს, რომ მჯდომარე ცხოვრების წესის შედეგი საკმაოდ გავრცელებული გაცხიმოვნებაა, რამდენადაც ჰიპო- და ადინამია, პირველ ყოვლისა, ანელებს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს, თითქმის ყველა დონეზე მიმდინარე ბიოქიმიურ ძვრებს, შენელებული მეტაბოლიზმი კი ისეთი დარღვევების რისკფაქტორია, როგორებიცაა:

  • ჭარბი წონა;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • სასუნთქი კუნთების სისუსტე;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება;
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევები;
  • მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა დაავადებები;
  • სქესობრივი სისუსტე და უძლურება.

მოძრაობა – ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველი

ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიშები ის ეფექტიანი პროფილაქტიკური საშუალებებია, რომლებიც ადამიანს უამრავი დაავადებისგან იცავს და ამასთან, საკმაოდ ახანგრძლივებს ბიოლოგიური დაბერების პროცესს.

ფიზიკური ვარჯიშები

  • ასტიმულებენ ენდოკრინული სისტემის ფუნქციებს, ნივთიერებათა და ქსოვილოვან ცვლას;
  • ორგანიზმში იმუნობიოლოგიურ თვისებებს და ფერმენტულ აქტივობას ამაღლებენ, ხელს უწყობენ და აძლიერებენ ორგანიზმის დაავადებების გამომწვევებთან მედეგობის უნარს;
  • დადებითად მოქმედებენ ადამიანის ფსიქოემოციურ სფეროზე, აუმჯობესებენ გუნება-განწყობილებას, გამოირჩევიან ანტისტრესული ეფექტით;
  • აუმჯობესებენ ორგანიზმში კვებით და კომპენსატორულ მექანიზმებს;
  • საზოგადოდ, ფიზიკური ვარჯიშების ყველაზე დიდი ღირსება კი ის არის, რომ ზრდიან ორგანიზმის გამძლეობას გარემოს მთელი რიგი მავნე ფაქტორების მიმართ, მაგალითად: დაქვეითებული ატმოსფერული წნევა, გადაცივება, გადახურება, ზოგიერთი შხამი და ტოქსინი, მაიონებელი რადიაცია და სხვა.

ვის ეკრძალება ვარჯიში?

ვარჯიში ეკრძალება, ძირითადად, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირებს.

რამდენად დასაშვებია ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში, ან პირიქით – ხომ არ გვეკრძალება იგი – ამის განსაზღვრა მკურნალი ექიმის პრეროგატივაა. იმ სპეციალისტის, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობს პაციენტის ჩივილებს, მის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, გააჩნია ინფორმაცია სისხლის საერთო მდგომარეობის, გულის მუშაობის მახასიათებლებისა და მარკერების თაობაზე.

ყველაზე ხშირი მდგომარეობები, როდესაც ვარჯიში იკრძალება, არის:

  • არასტაბილური სტენოკარდია, გულის იშემიური დაავადება მიმდინარე ხშირი სტენოკარდიული შეტევებით მცირე დატვირთვის ან მოსვენების დროს;
  • სისხლის მიმოქცევის II ხარისხის უკმარისობა;
  • გულის რიტმის დარღვევები;
  • ტაქიკარდიული შეტევები, ექსტრასისტოლები;
  • მოციმციმე არითმია;
  • არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • გულის თანდაყოლილი ან შეძენილი მანკები;
  • სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე სასუნთქი სისტემის დაავადებები;
  • თრომბოფლებიტი და თრომბოემბოლიური გართულებები;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე და ქრონიკული პათოლოგიები;
  • მხედველობის დარღვევა, მაღალი ხარისხის მიოპია – 8 დიოპტრიაზე მეტი;
  • საშუალო და მძიმე ხარისხის არაკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი;
  • თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებანი;
  • ციებ-ცხელებით მიმდინარე პათოლოგიები;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • ნ ფსიქიკური დაავადებები.

გაითვალისწინეთ!

1. შეზღუდვა ყოველთვის სრულ აკრძალვას არ ნიშნავს, შესაძლოა, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩეს თანდათანობითი, თანმიმდევრული და სისტემური პრინციპების გათვალისწინებით დატვირთვის სახე და ტიპი.

2. ვარჯიშები უნდა დაიწყოთ საკმაოდ ნელა, მკვეთრი მოძრაობების გარეშე, ისე, რომ არ მიაღწიოთ დაღლისას ტკივილის ზღურბლს;

3. გონივრულად შერჩეული მოთელვისა და ფიზიკური აქტივობების ტიპის შემთხვევაში, არსებული დაავადებების არსებობის პირობებშიც კი, შესაძლებელია კუნთური აქტივობის ზრდა, სახსრების მოძრაობის გავარჯიშება, კოორდინაციის გაუმჯობესება და სხეულის მასის კონტროლი.

რომელი ჯობს?

ანაერობული (სტატიკური) დატვირთვები

ეს ვარჯიშის ის ტიპია, რომელიც მოკლე დროში ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. მათთვის დამახასიათებელია მაღალი ინტენსივობის დატვირთვა მოკლე დროში.

ანაერობული ტიპის ვარჯიშებია:

  • სირბილი მოკლე დისტანციაზე;
  • ცურვა მოკლე დისტანციაზე;
  • ძალოსნობა – სიმძიმეების აწევა;
  • ბოდიბილდინგი;

ანაერობული ვარჯიშისას:

  • კუნთებში მცირდება ჟანგბადის მიწოდება;
  • ძლიერდება კუნთური ძალა და ამტანობა;
  • კუნთოვანი აპარატი ინარჩუნებს მაღალ ტონუსს და უზურნველყოფს გულის, როგორც ორგანიზმის ყველაზე მთავარი კუნთის, შეუსვენებლივ მუშაობას;
  • ანაერობული დატვირთვა ხელს უწყობს უარყოფით ენერგეტიკულ ბალანსს და იწვევს ორგანიზმში ცხიმის გადანაწილების ცვლილებას;
  • ანაერობული ვარჯიშისას საგრძნობლად იზრდება კუნთური მასა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მეტაბოლურ კონტროლსა და მეტაბოლიზმის პროცესების გააქტიურებას მოსვენებით მდგომარეობაში;
  • ანაერობული დატვირთვებისთვის დამახასიათებელია სხეულის მასის დაქვეითება ცხიმოვანი ქსოვილის დანაკარგის ხარჯზე მაშინ, როცა კუნთური მასა ნარჩუნდება;
  • ამგვარი ვარჯიშები რეკომენდებულია ჯანმრთელი ადამიანებისთვის.

აერობული (დინამიკური) დატვირთვები

ეს ვარჯიშის ის ტიპია, რომელიც მოითხოვს სხეულის მოძრაობას და გადაადგილებას, განმეორებით მოძრაობებს, რომლის დროსაც ფილტვები ჯერდება ჟანგბადით და ხანგრძლივი დროის მანძილზე ნარჩუნდება გულის მუშაობის რიტმი და მაჯისცემა უსაფრთხო ზონის ფარგლებში.

აერობული ტიპის ვარჯიშებია:

  • ციკლური სიარული;
  • სკანდინავიური სიარული;
  • გამაჯანსაღებელი სირბილი;
  • ცურვა;
  • ველოსიპედი;
  • თხილამურებით სრიალი;
  • აციკლური ცეკვები;
  • სპორტული თამაშები;
  • აერობული დატვირთვები კარდიოტრენაჟორზე – სარბენი ბილიკი;
  • ჯგუფური აერობული ვარჯიშები;
  • რიტმული ვარჯიში მუსიკის თანხლებით – აერობიკა;
  • ფითბოლი – აერობიკის სახე, ხორციელდება დიდი ბურთების გამოყენებით.

აერობული ვარჯიშებისას:

  • ორგანიზმი ჯერდება ჟანგბადით, რაც აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს;
  • ყველა ორგანოთა სისტემა გადადის ეფექტიან და ეკონიმიურ მუშაობის რეჟიმზე, რაც ექსტრემალურ პირობებში საკმაოდ მოკლე დროში იძლევა ჯანმრთელობისთვის აუცილებელ რეზერვების მობილიზებას;
  • გააჩნია ანტისკლეროზული ეფექტი – სისხლში რეგულირდება კარგი და ცუდი ქოლესტერინის ფრაქციებს შორის ბალანსი;
  • გულისა და სასუნთქი სისტემის სრულფასოვანი შრომისუნარიანობის მხრივ, აერობული დატვირთვები სხეულის გაჯანსაღების უნივერსალური საშუალებაა.

გაითვალისწინეთ!

  • ნივთიერებათა ცვლის და მეტაბოლური პროცესების მაქსიმალურად მოსაწესრიგებლად წარმოებული ფიზიკური ვარჯიშების დიდ ნაწილს აერობული დატვირთვა უნდა შეადგენდეს – ის მთელი დატვირთვის 75% უნდა იყოს.
  • ამგვარი ტიპის ვარჯიშისას ჟანგბადი, რომელიც ორგანიზმში ხვდება, ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცხიმებისგან ენერგიის გამოთავისუფლებას. ვარჯიშის პირველ 20-30 წუთში იწვება ნახშირწყლები, მხოლოდ ამ დროის შემდეგ დგება ცხიმების ჯერი, სწორედ ამიტომ ორგანიზმში ცხიმის შემცირებისა და მასის დასაქვეითებლად ვარჯიში უნდა იყოს რეგულარული და ხანგრძლივი. ასეთი ვარჯიშები დაბალკალორიულ დიეტასთან კომბინაციაში საკმაოდ მოკლე დროში უზრუნველყოფენ წონის დარეგულირებას;
  • არ დაგვავიწყდეს, დატვირთვა უნდა მიმდინარეობდეს უსაფრთხო პულსის ზონაში – ეს ჯანმრთელობის შენარჩუნების უნივერსალური მიდგომაა.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენთვის საუკეთესოს, ამის განსაზღვრისას ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობითა და პირადი შეხედულებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ – უპირატესობა მას მიანიჭეთ, რომელიც მაქსიმალურ აერობულ ეფექტთან ერთად, მაქსიმალურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ!