რა კავშირშია გაცხიმოვნებასთან D ვიტამინი? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

რა კავშირშია გაცხიმოვნებასთან D ვიტამინი?

რა კავშირშია გაცხიმოვნებასთან D ვიტამინი?
ცნობილია, რომ D ვიტამინი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ ცვლაში, აუცილებელია სისხლის შედედებისათვის, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ნორმალური ფუნქციობისათვის. D ვიტამინის დეფიციტისას  ფერხდება განვითარების პროცესი, ძვლოვანი ქსოვილის ზრდა და შეხორცება, ვითარდება დაავადება - რაქიტი.

ხანდაზმული ასაკის ქალებისა და ბავშვების ორგანიზმზე D ვიტამინის ზეგავლენის შესწავლისას გაირკვა, რომ სხეულის გაცხიმოვნება მჭიდროდ უკავშირდება აღნიშნული ვიტამინის დაბალ შემცველობას. კვლევები ამ კუთხით გრძელდება, ბევრი ექსპერტი ჯერჯერობით ვერ აცხადებს გადაჭრით იმას, რომ სიმსუქნის განვითარების მიზეზი D ვიტამინის დეფიციტია, თუმცა, ის უდავოა, რომ ჯანსაღი დიეტა, სისხლში გლუკოზის კონტროლი და
სუფთა ჰაერზე გატარებული დრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხეულის მასის კონტროლში. D ვიტამინის მიღება ეხმარება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლსა და ინსულინისადმი რეზისტენტობის დაქვეითებას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებთან.

სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინებისაგან განსხვავებით ადამიანის ორგანიზმს შეუძლია D ვიტამინის გამომუშავება მზის სხივების ზემოქმედებით. მზის უსაფრთხო ზემოქმედება D ვიტამინის მარაგის შევსების
ყველაზე სწრაფი საშუალებაა!

თინათინ გოცაძე




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ხშირად, ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი ბადები ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების
ცნობილია, რომ ქოლესტერინი მნიშვენლოვანია პლაზმური მემბრანის შენარჩუნების, სტეროიდული სასქესო ჰორმონების
ფარმაცევტმა აშშ - დან სიუზი კოენმა დაასახელა ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის უჩვეულო ნიშნები:
ცნობილია, რომ ვიტამინი D-ს დეფიციტისას აღინშინება ძვლოვანი ქსოვილის დარბილება
ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ვიტამინ А -ს გააჩნია ცხიმის დამწვავი თვისება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად