ტყვიის შემცველობა სისხლში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიკორონავირუსიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედია

ტყვიის შემცველობა სისხლში

ერთ-ერთი მათგანია ელემენტი ტყვია, რომელიც როგორც აღმოჩნდა დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს და მისი გავლენა განაკუთრებით მძიმეა მზარდი ორგანიზმის განვითარებაზე. ბევრი საზიანო გარემო ფაქტორი უტევს ბავშვის ორგანიზმს როგორებიცაა ალერგენები, ინფექციები, დაბინძურებული ჰაერი და ა.შ. ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ყველა ქვეყანაში ტყვიის გავლენას, რადგან როგორც დადგინდა, გლობალურად დაავადებათა 1% სწორედ ტყვიით გამოწვეული დაავადებები და მისი შორეული ზეგავლენაა ორგანიზმზე.

წყარო

ტყვიით ინტოქსიკაციის წყარო არის დაბინძურებული ფაქტორები, რომლებიც მრავლად გვაქვს ჩვენს ქვეყანაშიც. ერთ-ერთი წყარო ბავშვის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის არის დაბინძურებული ჰაერი, ტყვიის შემცველი საწვავი. ასეთი სახის საწვავი უკვე აიკრძალა ბევრ ქვეყანაში, საქართველოში კი ამისკენ უკვე იდგმევა დიდი ნაბიჯები.

მეორე ძირითადი წყარო არის საღებავები, რომლი დაშლის მომენტი გამოიყოფა ტყვია და ხვდება ადამიანის ორგანიზმში. სამწუხაროდ ძველი შეღებილი კედლები წორედ ასეთი საღებავებით არის შეღებილი, ხოლო ახალი მშენებლობების მხოლოდ გარკვეული ნაწილია ტყვიის არ შემცველი საღებავით შერულებული.

სიმპტომები, გამოვლინებები და შედეგები

ტყვიით ინტოკსიკაცია განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან ორგანიზმის განვითარების ადრეულ სტადიაზე აქვს შედარებით მავნე ზეგავლენა. ხშირ შემთხვევაში არ ვლინდება მწვავე ინტოქსიკაცია, თუმცა როცა დიდი დოზით ხვდება ტყვია ორგანიზმში მოწამვლა რამდენიმე სიმპტომით ვლინდება: კრუნჩხვა, დაბრმავება და შეიძლება ქონდეს ფატალური შედეგიც, თუმცა ეს საბედნიეროდ ძალიან იშვიათად გვხვდება.

უფრო ხშირად გვხვდება ქრონიკული ინტოქსიკაცია, რაც ნიშნავს ორგანიზმში ტყვიის მოხვედრას მცირე დოზით, თუმცა დიდი პერიოდის განმავლობაში. მიჩნეულია რომ ასეთი შემთხვევა იწვევს შეუქცევად ცვლილებებს, რასაც მივყავართ ბავშვის ნერვული სისტემის დაზიანებამდე. ხშირად ამის გამოვლენა ხდება ჰიპერაქტიური ქცევით ან ყურადღების დაქვეითებით, ეს კი თავის მხრივ ინტელექტის განვითარებას აფერხებს.

ტყვიით ინტოქსიკაცია ასევე ძალიან საყურადღებოა ორსულებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა, პატარა წონიანი ბავშვის დაბადება ან ბავშვის ზრდის შეფერხება. ასე რომ ორსულები და ბავშვები არის ის კონტიგენტი, რომელსაც უნდა მიექცეს განსაკუთრებით დიდი ყურადღება.

გამოკვლევა და ნორმა

ორი ძირითადი გზა ორგანიზმნში ტყვიის მოსახვედრად არის რესპირატორული (ჩასუნთქვით) და გასტროენტერალური (საკვებით მოწამვლა). დაახლოებით 80/20 არის პროპორცია,თუმცა ბავშვებში გასტროენტერალური გზით მოწამვლა იზრდება და აღწევს დაახლოებით 30-40 %.

მკურნალობის დასაწყენად აუცილებელია განისაზღვროს ტყვიის ზუსტი რაოდენობა ადამიანის სისხლში. ეს გამოკვლევები უკვე ტარდება საქართველოში და ხდება რაოდენობი განაზღვრა როგორც კაპილარულ, ასევე ვენურ სისხლში.

დღევანდელი მონაცემებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დასაშვვები ზღურბლი დაწია ბავშვებისთვი 5 მიკროგრამ/დეცილიტრამდე, ხოლო ზრდასრულებში 10 მიკროგრამ/დეცილიტრამდე.იმის მიხედვით თუ რამდენად ჭარბობს შემცველობა მოცემულ საზღვარს, ხდება სამომავლო ნაბიჯების განაზღვრა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

ტყვიისგან ინტოკსიკაციის თავიდან ასაცილებლად,უნდა მოვერიდოთ ისეთ ადგილებში სიარულს ,სადაც დავირთული საგზაო მოძრაობაა. ასევე აუცილებელია კვებითი რაციონის გაუმჯობეება, ორგანიზმში რკინი, კალციუმი და თუთიის დეფიციტის დრო ძლიერია მოწამვლა, ამიტომ საჭიროა ამ მიკროელემენტების დეფიციტის შევსება კვებით.

იშვიათ შემთხვევაში მკურნალობისთვის საჭირო ხდება ეგრედწოდებული ხელატური პრეპარატების გამოყენება, გადასხმის ან ტაბლეტების სახით. თუმცა ეს საჭიროება მხოლოდ მაშინ არის როცა შემცველობა აჭარბებს 45 მიკროგრამ/დეცილიტრს.

ტყვიით მოწამვლა ძალიან მნიშვნელოვანი და საფრთხილო საკითხია,რომელსაც წარსულში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. სწორედ ამიტომ ის ხშირად აღენიშნება ბავშვებს. აუცილებელია გამოკვლევა და მკურნალობა რათა შევამციროთ ტყვიის ექსპოზიცია და არ მოხდე აკუმულირება ამ საშიში ელემენტის ადამიანის ორგანიზმში.

კლინიკა ნეოლაბი

ტაშკენტის ქ. 47

(+995 32) 239-28-03

(+995 32) 239-28-96