რატომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანიზმში მაგნიუმის დონის გაკონტროლება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანიზმში მაგნიუმის დონის გაკონტროლება

გაამახვილეს ყურადღება ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა. აღმოჩნდა, რომ მაგნიუმი ხელს უწყობს ვიტამინის კონცენტრაციის მომატებას მისი დეფიციტის პირობებში და აქვეითებს D ვიტამინის დონეს მისი პროფიციტის შემთხვევაში.

სხვადასხვა ადამიანში D ვიტამინი განსხვავებული მოცულობით სინთეზირდება. ზოგჯერ დიდი დოზებით გარედან შეყვანილი ვიტამინიც კი არ შველის მდგომარეობას. 250 მოხალისის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაგნიუმმა გადაჭრა ეს პრობლემა და მას ვიტამინის სიჭარბის კორექტირების უნარიც შესწევს.

აღმოჩნდა, რომ მაგნიუმის დეფიციტის ფონზე ითრგუნებოდა D ვიტამინის სინთეზი და მეტაბოლიზმი. ამიტომ ბალანსის შენარჩუნებისთვის აუცილებელია მაგნიუმის დღიური ნორმის მიღება. 30 წლამდე მამაკაცებისთვის ის შეადგენს 400 მგ-ს, 30 წლის შემდეგ - 420 მგ-ს. ქალებისთვის 310 და 320 მგ შესაბამისად (ორსულებისთვის გაციელბით მეტია). გარდა ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა, მაგნიუმის მიღება შესაძლებელია საკვები პროდუქტებისგან (პარკოსნები, მუქი შოკოლადი, ცხიმიანი თევზი, ნიგოზი და ავოკადო).

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომებია:

  • დეპრესიისადმი მიდრეკილება;
  • გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, განწყობილების ცვალებადობა;
  • ღამის კრუნჩხვები (კუნთების ტკივილი და სპაზმი);
  • ტიკები;
  • ყელში ბურთის გაჩრის შეგრძნება;
  • ძლიერი დაღლილობის შეგრძნება;
  • ცუდი ძილი;
  • ჰიპერტონიისადმი მიდრეკილება;
  • არითმია, გახშირებული გულისცემა (80 დარტყმა წუთში და მეტი);
  • სისუსტე, მოდუნება;
  • ვირუსებისა და ბაქტერიებისადმი დაბალი სენშეუვალობა.

ლალი ჩხიკვაძე

მაგნიუმის დეფიციტი

რითია სახიფათო მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში

10 ცალი ფინიკის ჩირი ორგანიზმს მაგნიუმის, სპილენძისა და გოგირდის დღიური ნორმით უზრუნველყოფს

დაღლილობა, სისუსტე, უძილობა, ნერვული აღგზნებადობა, თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა - თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ამ ელემენტის ანალიზი ჩაიტარეთ