რატომ არ მუშაობს დიეტა 50 წლის ზემოთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რატომ არ მუშაობს დიეტა 50 წლის ზემოთ

რატომ არ მუშაობს დიეტა 50 წლის ზემოთ
წლების მატებასთან ერთად რატომ ვიმატებთ წონაში? ადამიანები ამჩნევენ, რომ კვების ჩვეული რეჟიმის პიროებებში ზედმეტ კილოგრამებს კრეფენ. ასაკთან ერთად გროვდება პრობლემები, რომელიც გახდომაში ხელს გვიშლის.

ქრონიკული დაავადებები - აღრმავებს ჭარბი წონის პრობლემას. წონის ეფექტურად დასაკლებად აუცილებელია ქრონიკული დაავადებების კონტროლი, რათა ექიმების ზედამხედველობის ქვეშ მივაღწიოთ სტაბილურ მდგომარეობას (რემისია).

ჰორმონული პაუზა
- საუბარია ქალებში მენოპაუზაზე, ხოლო მამაკაცებში მსგავს მდგომარეობაზე - ანდროპაუზაზე. წლების განმავლობაში ქვეითდება ჰორმონმაპროდუცირებელი სასქესო ორგანოების ფუნქცია (სათესლე მამაკაცებში, საკვერცხე ქალებში). ამის გამო ძლიერ სქესში ქვეითდება ტესტოსტერონი, ხოლო ქალებში - პროგესტერონი. მაგრამ ბუნებამ
კომპენსაციური მექანიმზმიც გაითვალისწინა. როდესაც სასქესო ფუნქცია ქრება, ჰორმონები გამომუშავდება ცხიმოვან ქსოვილებში. ამასთან, რაც ნაკლებად მუშაობს სასქესო ჯირკვლები, მით აქტიურად იზრდება ცხიმი. ამ პირობებში ქალებმა რეგულარულად უნდა მიმართონ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს, მამაკაცებმა ანდროლოგ-უროლოგს. შეიძლება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის საკითხი დადგეს. ჰორმონების დეფიციტი არა მარტო სიმსუქნის საშიშროებას ქმნის, არამედ იწვევს მეტაბოლური
სინდრომის განვითარებას (შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი).

კორტიზოლის დონის ზრდა - წლების განმავლობაში ეს კომპენსატორულად მიმდინარეობს, როგორც სასქესო ჰორმონების გამომუშავების შემცირებაზე პასუხი. კორტიზოლი შფოთვის და სტრესის ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვალში. ეს ჰორმონი გვეხმარება ტონუსში ყოფნაში, სწრაფად გაღვიძებაში, გარემოში უკეთ ადაპტირებაში. მაგრამ მისი სიჭარბისას, ის ბლოკავს სასქესო ჰორმონებს და იწვევს გულის ცემის სიხშირის გაზრდას, არტერიული წნევის მატებასა და სიმსუქნეს. ჩვენ წლების მატებასთან ერთად, კორტიზოლის დონის მატების შეჩერება არ შეგვიძლია, მაგრამ საჭიროა:

· ვაკონტროლოთ საკუთარი ფისიქიკური რეაქციები აუტოტრენინგის, მედიტაციის, ფსიქოლოგთან მუშაობის, ნევროლოგის მეთვალყურეობით დამამშვიდებელი საშუალებების მიღების საშუალებით.

· სრულფასოვანი ძილი. 7-8 საათზე ნაკლები ძილი ზრდის სტრესის ჰორმონის დონეს.

დაბალი ფიზიკური აქტივობა - ასაკთან ერთად ვკარგავთ კუნთოვან მასას და რადგანაც კუნთები ენერგიის ყველაზე მძლავრი მომხმარებელია, წარმოიქმნება კალორიის სიჭარბე, რაც ცხიმად გარდაიქმნება. ეს არა მარტო სიმსუქნეს გვიქადის. კუნთების ატროფიას პირველ რიგში მწყობრიდან გამოჰყავს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი და შემდგომში დანარჩენი ორგანოები და სისტემები. ამიტომ ასაკი არ არის მიზეზი ვარჯიშის დასავიწყებლად, საჭიროა მეტი მოძრაობა, რადგანაც კუნთი ის ქსოვილია, რომლის აღდგენაც შესაძლებელია.

აპათია - როდესაც ჭარბ წონასთან ბრძოლაზე საუბრობენ, ჩვეულებრივ გულისხმობენ საკვებსა და ვარჯიშს და ნაკლები ყურადღება ეთმობა ფსიქოლოგიურ ფაქტორს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 50 წლის შემდეგ ერთი შეხედვით სიხარულისთვის ნაკლები საბაბია: დაავადებები, ენერგიის დაქვეითება, ახალგაზრდა თანამშრომლებთან კონკურენცია ძლიერდება სამსახურში, გაზრდილ შვილებთან დაშორება, მშობლების და ახლობლების გარდაცვალება. ხშირად ადამიანები წონაში იმატებენ. უბრალოდ დარდის, მარტოობის, შიშის და არასაჭიროების განცდის გამო ჭარბად იკვებებიან, რადგანაც საჭმელი სიამოვნების ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი წყაროა, ზოგიერთისთვის კი ერთადერთი.

აპათიის დასაძლევად ნებისმიერ ასაკში სიცოცხლისთვის მოტივაცია უნდა მოიძებნოს. ხანდაზმული ადამიანებისთვის აუცილებელია, რომ არ შეიზღუდონ ცხოვრება ოთხ კედელში, იყვნენ კოლექტივში, მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ არა მარტო თანატოლებთან, ახალგაზრდებთანაც.

არასწორი კვება - სახიფათოა არა მარტო მაღალკალორიული საკვები, არამედ მკაცრი დიეტებიც, რადგანაც წლებთან ერთად სასქესო ჰორმონები მხოლოდ ცხიმოვან ქსოვილში გამომუშავდება, ცხიმის გარკვეული მარაგი 50 წლის შემდეგ სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაგრამ ზომიერებაა საჭირო, რამეთუ ჭარბი წონა მხოლოდ ესთეტიური პრობლემა როდია.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
04-11-2019
ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი ანუ "ცუდი" ცხიმი და ყავისფერი ანუ "კარგი" ცხიმი. სწორედ ამ თეთრი ცხიმისაგან
04-11-2019
წონის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ სხვადასხვა
26-10-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ირანელმა მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ კაროტინოიდი ასტაქსანტინი აჩქარებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და აქვეითებს მის დონეს სისხლში.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ცალკეულ გართულებათა ასარიდებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული ვიტამინებისა და
ვიტამინების ნაკლებობა, ჩვეულებრივ, ასოცირდება მუდმივ დეპრესიებთან, ძალთა განლევასთან და განუწყვეტელ გაციება-ავადმყოფობებთან.
შემჩნეულია, რომ ზედმეტად აგრესიულ ადამიანებს სისხლში ქოლესტერინის დონე საგრძნობლად დაბალი აქვთ.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად