ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - მეტაბოლური სინდრომი, რას გვირჩევს ექიმი? (ნახეთ ვიდეო) - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - მეტაბოლური სინდრომი, რას გვირჩევს ექიმი? (ნახეთ ვიდეო)

მეტაბოლური სინდრომი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა კომპლექსი, რომლის დროსაც იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ხშირად იწყება მოზრდილთა ასაკში, ხანგრძლივად რჩება შეუმჩნეველი და შედეგად იწვევს ათეროსკლეროზს, დიაბეტს და არტერიულ ჰიპერტენზიას. ხშირად პაციენტები არ აქცევენ ყურადღებას ჭარბ წონას, გლუკოზის მომატებულ დონეს და ნორმის ზედა ზღვარზე მყოფ არტერიულ წნევას. პაციენტები ექიმს მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როცა ამ ფაქტორთა ერთობლიობა იწვევს სერიოზულ დაავადებას. ამიტომ მნიშვნელოვანია რისკ-ფაქტორების გამოვლენა და კორექცია მანამ, სანამ ისინი გამოიწვევენ გულ-სისხლძარღვთა მძიმე პათოლოგიებს.

როგორ ხდება მეტაბოლური
სინდრომის გამოვლენა?


მთავარი და აუცილებელი კრიტერიუმია აბდომინური გაცხიმოვნება ანუ ცხიმოვანი ქსოვილის უპირატესი დაგროვება მუცლის მიდამოში.

აბდომინური გაცხიმოვნების დადგენა ძალიან მარტივია. საკმარისია გავზომოთ წელის გარშემოწერილობა.

აბდომინური გაცხიმოვნების მაჩვენებლები არის წელის გარშემოწერილობა კაცებისთვის 94, ხოლო ქალებისთვის - 80 სანტიმეტრზე მეტი. გაცხიმოვნება შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ჭარბმა კვებამ
და ცხოვრების არასწორმა წესმა, არამედ სერიოზულმა გენეტიკურმა ან ენდოკრინულმა დაავადებებმაც. ამიტომ ჭარბწონიანმა ადამიანებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართონ ენდოკრინოლოგს გაცხიმოვნების მეორადი ფორმების გამოსარიცხად.

მეტაბოლური სინდრომის გამოვლენის დამატებითი კრიტერიუმები:

  • არტერიული ჰიპერტენზია

არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება სისხლის წნევის ისეთი მაჩვენებლები, როცა სისტოლური არტერიული წნევა აღემატება 130-ს, ხოლო დიასტოლური - 80მმ ვწყს-ს.

  • ლიპიდური სპექტრის დარღვევა

საჭიროა ჩატარდეს სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ტრიაცილგლიცერიდების, ქოლესტერინისა და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის დონეების განსაზღვრისთვის.

  • ნახშირწყლების ცვლის დარღვევა

ნახშირწყლების ცვლის დარღვევად ფასდება სისხლში გლუკოზის დონის მომატება უზმოზე 5.6 მილიმოლ/ლიტრზე მეტად.

ზოგ შემთხვევაში მეტაბოლური სინდრომის დიაგნოსტიკისთვის ექიმი ნიშნავს დამატებით გამოკვლევებს, ესენია:

  • არტერიული წნევის დღიური მონიტორინგი;
  • ეკგ;
  • გულისა და სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევა;
  • ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის კვლევა;
  • ჭამიდან 2 საათში სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დიეტოლოგები ცალსახედ მიგვითითებენ ცხიმიანი პროდუქტების მავნებლობაზე, თუმცა რაციონში სასარგებლო ცხიმების
13-03-2019
ასაკის მატებასთან ერთად ქალები უფრო მეტს ფიქრობენ ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე.
04-10-2018
ვიტამინი K აფერხებს თრომბების წარმოქმნას, დიდ როლს ასრულებს ზოგიერთი ცილის სინთეზში, სისხლის
24-12-2018
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ ქოლესტერინი მნიშვენლოვანია პლაზმური მემბრანის შენარჩუნების, სტეროიდული სასქესო ჰორმონების
ფარმაცევტმა აშშ - დან სიუზი კოენმა დაასახელა ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის უჩვეულო ნიშნები:
ცნობილია, რომ ვიტამინი D-ს დეფიციტისას აღინშინება ძვლოვანი ქსოვილის დარბილება
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად