ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

ნივთიერებათა ცვლა

თანამედროვე შეხედულება ნივთიერებათა ცვლის მოშლის შესახებ რა არის მეტაბოლური სინდრომი ბოლო ხანებში ტერმინი მეტაბოლური სინდრომი სულ უფრო ხშირად ჟღერს კარდიოლოგების, ენდოკრინოლოგებისა და სხვა სპეციალობის ექიმთა კაბინეტებში, მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, მისი არსის გაგება არცთუ იოლია. ამავე დროს, წარმატებული მკურნალობისთვის მეტად მნიშვნელოვანია, პაციენტი კარგად იყოს გარკვეული პრობლემის არსში. მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, რა არის მეტაბოლური სინდრომი და რატომ არის აუცილებელი მისი მკურნალობა, შევეცდებით, მარტივი ენით ავხსნათ, რას ნიშნავს ეს სამეცნიერო ტერმინი.
დღეს მთელი საქართველო იოდდეფიციტის ენდემურ კერას წარმოადგენს. სიტყვა "ენდემია" კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონის მოსახლეობისთვის დამახასიათებელს ნიშნავს. წინათ მიაჩნდათ, რომ ენდემური ჩიყვი (დღეს ეს სახელწოდება ტერმინ "იოდდეფიციტური დაავადებით" შეიცვალა) მხოლოდ მთაგორიანი და მდინარისპირა ადგილებისთვის იყო დამახასიათებელი. სამწუხაროდ, ბოლო ხანს გაირკვა, რომ ენდემური ჩიყვის გავრცელების არეალი საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც ბევრად უფრო ფართოა. იოდის დეფიციტის მხრივ ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა ჯერ კიდევ საგანგაშოა.გვესაუბრება ნუტრიციოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეხნიაშვილი.
იოდი იმ მიკროელემენტთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა გარეშე ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონი-რება წარმოუდგენელია.ბუნებაში გავრცელებაამჟამად დედამიწა მარაგის სახით 15 მილიონ ტონა ბუნებრივ იოდიდს შეიცავს, რომლის 99% ჩილესა და იაპონიაშია თავმოყრილი. სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობს იოდის ინტენსიური მოპოვება, სადაც წელიწადში 720 ტონა იოდი იწარმოება. თავისუფალი სახით (თუმცა მცირე ოდენობით) ელემენტი მოიპოვება იტალიაში მდებარე ვეზუვისა და ვულკანოს  ვულკანთა თერმულ საბადოებში.იოდს დიდი ოდენობით შეიცავს ზოგიერთი წყალმცენარე, ისინი ნიადაგიდან ისეთი ტემპით აგროვებენ ამ ელემენტს, რომ მათ იოდის კონცენტრატორებსაც კი უწოდებენ. ფიკუსის, ლამინარიას, ფილოფორას ორგანიზმის 1% იოდია, ხოლო ზოგიერთი ღრუბლოვანი წყალმცენარის ორგანიზმი 8,5%-ით ამ ელემენტისგან შედგება. მედიცინაში გამოყენებული იოდის დიდი ნაწილი სწორედ წყალმცენარეებისგან არის მიღებული.
ნაჩვენებია მე-17 გვერ 17 - დან
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად