თირკმლის აგებულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლის აგებულება

* თირკმელი 10-12 სმ სიგრძის, 5-6 სმ სიგანისა და 4-5 სმ სისქისაა. მისი წონა 120 გრამიდან 200 გრამამდე მერყეობს. საკმაოდ მკვრივი კონსისტენციისაა, ფორმით ლობიოს წააგავს და მუქი ყავისფერია.

* მარჯვენა თირკმელი მარცხენაზე მოკლეა, ამიტომ წონითაც ოდნავ ჩამორჩება მას, მიუხედავად ამისა, იგი მარცხენაზე 2-3 სმ-ით ქვევით მდებარეობს და ამიტომ დაავადებებისადმი გაცილებით უმწეოა.

* ორივე ორგანოს ზედა პოლუსებს მცირე ზომის სამკუთხა ფორმის ენდოკრინული - თირკმელზედა ჯირკვლები ფარავს. ისინი გამოიმუშავებენ ჰორმონებს - ადრენალინსა და ალდოსტერონს, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლას, სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციებს, აწესრიგებენ ჩონჩხის მუსკულატურისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას, წყალმარილოვან ცვლას.

* ორგანიზმისთვის კრიტიკულ მომენტში, მაგალითად, სტრესის დროს, განსაკუთრებით ძლიერდება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ სისხლში ადრენალინის გამოყოფა, რის წყალობითაც აქტიურდება გულის მუშაობა, იზრდება კუნთების შრომისუნარიანობა და ამტანობა, იმატებს სისხლში შაქრის დონე.

* ჰორმონი ალდოსტერონი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნატრიუმის ჭარბი იონების გამოდევნას და კალიუმის იონების შეკავებას, რომლებიც აუცილებელია კუნთების, განსაკუთრებით კი გულის კუნთის ნორმალური მუშაობისთვის.

თირკმლის ფუნქციები

გამომყოფი

  • თირკმლის ძირითადი ფუნქციაა, გაფილტროს სისხლი, გამოიტანოს მისგან დაშლის საბოლოო პროდუქტები, ჭარბი სითხე და ნატრიუმი, რომლებიც შემდგომ შარდგამომყოფი სისტემით საბოლოოდ გამოიდევნება ორგანიზმიდან. ორგანიზმიდან გამოძევებული ნივთიერებების 70% სწორედ თირკმელების მეშვეობით გამოიდევნება.
  • თირკმელები მონაწილეობენ სისხლში ნატრიუმის ბალანსის შენარჩუნებაში, ერითროციტების წარმოქმნასა და სხვა პროცესებში.

არტერიული წნევის რეგულირება

  • არტერიული წნევის რეგულირება თირკმელების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელსაც ისინი ორგანიზმში ნატრიუმის დონის სტაბილიზებით ახერხებენ.
  • დღე-ღამის განმავლობაში თირკმლის გორგლოვან აპარატში 600 გრამი ნატრიუმი ხვდება, შარდით კი მხოლოდ რამდენიმე გრამი გამოიყოფა. როცა ადამიანი რაიმე მიზეზით იძულებულია შეამციროს სუფრის მარილის მიღება, თირკმელებს უნარი შესწევთ, 30-40 დღის განმავლობაში საკუთარი სახსრებით შეავსონ ორგანიზმში ნატრიუმის დეფიციტი.
  • ამ უნიკალურ თვისებას ითვალისწინებენ სპეციალისტები, როდესაც ადამიანს რაიმე პათოლოგიის მკურნალობისას მცირედ მარილიანი ან საერთოდ უმარილო ტიპის სამკურნალო კვება სჭირდება.

საჭირო ნივთიერებათა სინთეზი

ორგანიზმიდან წიდებისა და ტოქსინების გამოდევნასთან ერთად, თირკმელები აქტიურად მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში და ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს, მათ შორის - ამინმჟავებს წარმოქმნიან, მონაწილეობენ D ვიტამინის აქტიურ ფორმაში - D3-ში გადაყვანაში, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან კალციუმის შეწოვა-ათვისებას განაგებს.

შარდის წარმომქმნელი აპარატი

  • თირკმლის ფუნქციური ერთეულია ნეფრონი. თითოეული თირკმელი მილიონამდე ნეფრონს შეიცავს. სწორედ ნეფრონებსა და გორგლოვან აპარატში იფილტრება სისხლი.
  • არტერიების მეშვეობით სისხლში დიდი წნევით უწყვეტად მიედინება სისხლი, რომელიც როგორც საკვებ ნივთიერებებს, ისე შხამიან ნაერთებს შეიცავს. თირკმლის ამოცანაა, მოაცილოს სისხლს უვარგისი ნივთიერებები და შარდის სახით ისე გამოდევნოს ისინი, რომ სასარგებლო ნივთიერებების დაკარგვა არ დაუშვას.


შარდის გამოყოფა

  • დღე-ღამის განმავლობაში თირკმლის მილაკებში 2000 ლ სისხლი გაივლის, საიდანაც 170 ლ პირველადი შარდი წარმოიქმნება, ხოლო 1,5 ლ მეორეული - საბოლოო შარდით გამოიდევნება. გადინებული სისხლიდან პირველად შარდში გამოყოფილი 168,5 ლ სითხე კვლავ ორგანიზმს უბრუნდება.
  • თირკმელებში წარმოქმნილი შარდი სიმძიმის ძალის წყალობით შარდსაწვეთებით შარდის ბუშტში ჩაედინება.
  • შარდსაწვეთები სპეციალური კუნთოვანი მილებია, რომლებიც ტალღისმაგვარი შეკუმშვებით შარდს მცირე ულუფებით შარდის ბუშტისკენ გადადევნიან.
  • შარდსაწვეთების შარდის ბუშტთან მიერთების ადგილას მდებარეობს სფინქტერი, რომელიც იღება, შარდის ბუშტში უშვებს შარდს და შემდგომ მჭიდროდ იხურება.
  • შარდის ბუშტი შარდით ავსების კვალდაკვალ დიდდება. როდესაც ორგანო აივსება, ტვინს ნერვულ სიგნალებს გადასცემს და წარმოიშობა ბრძანება შარდვის თაობაზე.

ამის შემდგომ იღება უკვე მეორე სფინქტერი, რომელიც შარდის ბუშტსა და შარდსადინარის ხვრელს შორის მდებარეობს და წნევით, რომელიც იქმნება შარდის ბუშტის კუნთოვანი კედლის შეკუმშვით, შარდი ორგანიზმიდან გამოიდევნება. შარდვის პროცესს ხელს უწყობს მუცლის კედლის კუნთებიც, რომლებიც დამატებით წნევას ქმნის. შარდვის დროს სფინქტერი, რომლითაც შარდი თირკმელებიდან შარდის ბუშტში აღწევს, მჭიდროდ არის დახურული, რათა წნევის შედეგად შარდი უკან - შარდსაწვეთებში არ დაბრუნდეს.

შარდის გამოყოფაზე მოქმედი ფაქტორები

  • გამოყოფილი შარდის რაოდენობა უშუალოდ არის დამოკიდებული ადამიანის მიერ მიღებული სითხის რაოდენობაზე.
  • მნიშვნელოვანია აგრეთვე მიღებული საკვების ხარისხი და რაოდენობა. შარდი მით მეტია, რაც უფრო აქტიურად მომარაგდა ორგანიზმი ცილით, რადგან ცილის დაშლის შედეგად გამოყოფილი პროდუქტები შარდის გამოყოფას ასტიმულირებს.
  • დღე-ღამის პერიოდიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ღამით, როდესაც ადამიანი ისვენებს, თირკმელების მუშაობა ნელდება, ამიტომ ორგანიზმი ძილის წინ სითხით არ უნდა დაიტვირთოს.
  • ცხოვრების წესი და შრომითი საქმიანობაც ასრულებს გარკვეულ როლს: მძიმე ფიზიკური შრომისას სისხლი მიედინება კუნთებში, ააქტიურებს ოფლის გამოყოფას და გამოყოფილი შარდის რაოდენობა მცირდება.

იცით თუ არა?

  • პიელონეფრიტი თირკმლის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, გლომერულონეფრიტი კი ყველაზე მძიმე, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ის იწვევს თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას და მის მძიმე შედეგებს.
  • გავრცელებით ეს ორი პათოლოგია მხოლოდ ფილტვებისა და სასუნთქი გზების ინფექციურ დაავადებებს ჩამოუვარდება.
  • სტატისტიკის თანახმად, ამ პათოლოგიით საქართველოს მოსახლეობის 3-5%-ია დაავადებული. მათი 70% ქალია.
  • 10 კაციდან ერთს აუცილებლად აწუხებს რომელიმე ეს დაავადება.
  • ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებათა გამო პიელონეფრიტითა და გლომერულონეფრიტით ქალები მამაკაცებზე 5-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. ქალის მოკლე შარდსადენი დაავადების გამომწვევი მიკრობისთვის მამაკაცის შედარებით გრძელ შარდსადენზე ადვილი გადასალახია, ამიტომ ისინი უფრო იოლად აღწევენ ქალის ორგანიზმში.
  • დაავადებები ერთნაირად ერევა ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ახალშობილებიდან მოხუცებამდე, თუმცა უმთავრესად ახალგაზრდა 40  წლამდე ასაკის ადამიანები ავადდებიან.
  • გლომერულონეფრიტი გაცილებით ხშირად გვხვდება 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით - ბიჭებში.
  • ბავშვთა პოპულაციაში თირკმლის პათოლოგიათა მაჩვენებელი 5-დან 11%-მდე მერყეობს.
  • დაავადებები გაცილებით ადვილად ერევა მათ, ვისაც ხშირად აქვს ანგინა, ტონზილიტი, ზედა სასუნთქი გზების ანთება.
  • პიელონეფრიტისა და გლომერულონეფრიტის გამომწვევი უამრავი მიკრობი არსებობს, თუმცა ყველაზე ხშირად ეს დაავადებები ორგანიზმის სტრეპტოკოკით ინფიცირებას უკავშირდება, გაცილებით იშვიათად კი - სტაფილოკოკით ინფიცირებას.
  • დაავადებულთა 10-15%, რომელთაც მწვავე ფორმა აქვთ, იკურნება, დანარჩენ შემთხვევაში კი დაავადება ქრონიკულ ხასიათს იღებს და წლობით გრძელდება.
  • თირკმლის დაავადებების ინფექციური საწყისი ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებულია. ქალებში პიელონეფრიტს იწვევს ნაწლავური ჯგუფის პირობით-პათოგენური ფლორის წარმომადგენლები - ნაწლავის ჩხირი, პროტეუსი და სხვა, მამაკაცებში კი ჩირქმბადი კოკური ფლორა - სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი. შესაბამისად, ქალებში გაცილებით ხშირია მწვავე პიელონეფრიტი თირკმელების მენჯისა და ფიალების დაზიანებით, მამაკაცებში კი ჩირქოვან-დესტრუქციული პროცესი თირკმლის ქსოვილს, მის პარენქიმას აზიანებს და ჩირქოვან ნეფრიტს იწვევს.
  • დაავადებებს, გარდა თირკმლის დაზიანებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სიმპტომებისა, შესაძლოა თან ახლდეს არათირკმლისეული სიმპტომებიც: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, მხედველობის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ღებინება, გულისრევის შეგრძნება და უმადობა.
  • დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი ინფექციები, როგორებიცაა კარიესული კბილები, ქრონიკული ტონზილიტი, ქრონიკული ჰაიმორიტი, ქრონიკული აპენდიციტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი.
  • პიელონეფრიტი შესაძლოა განვითარდეს ისეთი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, როგორებიცაა გადაღლა და სტრესი.
  • პიელონეფრიტი ხშირად ვითარდება ორსულობისას, როდესაც საგრძნობლად გადიდებული საშვილოსნო აწვება შარდსაწვეთებს და შარდის ნორმალურ გადინებას არღვევს.
  • პიელონეფრიტი შესაძლოა განვითარდეს როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა, ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების ფონზეც, იყოს მისი მეორეული გამოვლინება. ასიდან 84 შემთხვევაში იგი სწორედ მეორეულია.